Gorilla Glue – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე

რა არის Gorilla Glue?

GG Strains-ის მიერ შექმნილი Gorilla Glue, ძლიერი ჰიბრიდული ჯიშია, რომელსაც ერთიანად მოაქვს დიდი დოზებით ეიფორია და რელაქსი, რაც გაგრძნობინებთ, რომ სავარძელზე “მიწებებული” ხართ. მისი მსუყე, წებოვანი ყვავილედები, ოთახს მკვეთრი,მჟავე, ცხვირის ამწველი სუნით ავსებენ. ამ ჯიშმა გაიმარჯვა ლოს-ანჯელესის და მიჩიგანის 2014 წლის კანაფის თასებზე, ასევე მოიგო High Times-ის მიერ ჩატარებული მსოფლიო თასი იამაიკაზე და დასახელდა წლის საუკეთესო ჯიშად. ამ მრავლადდაჯილდოებული ჯიშის ცნობადომა იმდენად დიდია, რომ კანაფის თითქმის ყველა მომხმარებელს სურს მისი ეფექტებით სკამზე “დაწებება” 🙂

Gorilla Glue-ს ეფექტები და მახასიათებლები

ეფექტები

სამედიცინო თვისებები

გვერდითი მოვლენები

Gorilla Glue-ს გენეტიკა და ინფორმაცია მისი გაზრდის შესახებ

ინფორმაცია გაზრდის შესახებ

ქიმიური შემადგენლობა

გენეტიკური მშობლები

Chem’s Sister (სატივა), Chocolate Diesel (სატივა), Sour Dubble (ჰიბრიდი)

Gorilla Glue-ს არომატი

რჩევები Gorilla Glue-ს გაზრდასთან დაკავშირებით

გაზრდის ტექნიკა

Gorilla Glue ჩაიდენს სასწაულებს, თუ გაზრდით “SCROG” სტრეს-ტექნიკით, რადგან თქვენი ბაღის სივრცეს მცენარე უფრო მალე შეავსებს, მითუმეტეს ჰიდროპონიკაში გაზრდის დროს. ყველა ყვავილედისთვის თანაბარი სინათლის მიწოდება, მცენარეს თავისი მთელი პოტენციალის გამოვლენის საშუალებას მისცემს.

ყვავილობის დრო: 8-9 კვირა

მოსავლიანობა: საშუალოდან მაღალ მოსავლამდე

გაზრდის სირთულე: საშუალო

კლიმატი: საშუალო დაბალანსებული კლიმატი, 19-26°C. ყვავილობაში ტენიანობა დაბალ დონეზე დაწიეთ 35-40%-მდე, რათა თავიდან აირიდოთ სოკოს და ობის წარმოშობა. ასევე დაბალი ტემპერატურა ხელს შეუწყობს ტრიქომების წარმოებას ყვავილობისას.

Indoor/Outdoor: Gorilla Glue, თავისი გენეტიკიდან გამომდინარე, შესაძლოა გაიზარდოს როგროც Indoor, ასევე Outdoor. მისი ტრიქომები იწოვენ დიდი რაოდენობით წყალს, ასე რომ ამ მცენარეს არ მოაკლდება წყლის მიწოდება ყვავილობისას.

კვება: სატივა-დომინანტი ჰიბრიდის ტოტები იმდენად გამძლე ვერ არის თავიდან, როგორიც საჭიროა. ამიტომ მიაწოდეთ ტოტებისა და ფესვების გამაძლიერებელი სასუქები ვეგეტაციურ ფაზაში. ყვავილობაზე გადასვლისას შეგიძლიათ ფოსფორის მიწოდება.

შეიძინე აქ

მოქმედებს 3+1 აქცია

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.