კანაფის გენეტიკები: (Original Glue)

თუ მაღალი THC შემცველობის კანაფს ეძებთ, მაშინ აუცილებლად უნდა გასინჯოთ Original Glue , რადგან მისი THC-ს პროცენტულობა 30საც კი აჭარბებს. Original Glue ს ადრე Gorilla Glue ერქვა, მაგრამ სახელი საკუთრების უფლების გამო შეეცვალათ . ადრე Gorilla glue ს მხოლოდ კლონები იყო ხელმისაწვდომი , მაგრამ ახლა მისი თესლი უკვე იშოვება ბაზარზე , ამაში კი ბრიდერებს უნდა ვუმადლოდეთ , რომლებმაც ეს იდეალური პროდუქტი მსოფლიო მასშტაბით გაიტანეს. თუ ნამდვილი Gorila Glue ჩაგივარდათ ხელში , სასწრაფოდ ჩაიჯიბეთ და რაც შეიძლება სწრაფად გაიქეცით , დიახ , ის ძალიან იშვიათი ჯიშია . მას ყველა კანაფის დედადაც კი მიიჩნევენ , მისი კვირტები ისეთი წებოვანია , ხელს როგორც კი მოკიდებთ მაშინვე მიხვდებით , თუ რატომ ჰქვია მას ასეთი სახელი. ეს ჯიში საკმაოდ დიდი იზრდება  , თუმცა ეს ყველაფერი როდია, მას გასაოცარი არომატი აქვს , შეიძლება ითქვას , პირში გადნება . ფიჭვის მიწის , საწვავისა და ციტრუსის არომატების ნაერთი ნამდვილად გაგაოცებთ. ეს კარგად დაბალანსებული სატივასა და ინდიკას ჯიშია , რომელიც სასიამოვნოდ გაგაბრუებთ და მთელს დღეს ბედნიერად გაგატარებინებთ . ალბათ თქმაც არ უნდა იმას , რომ ამ ჯიშთან სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ , რადგან ის THC ს ძალიან მაღალ დონეს შეიცავს.  ასე, რომ თუ დამწყები ხართ , გირჩევთ მცირე რაოდენობით მოწიოთ , თუმცა თუ უკვე გამოცდილი მწეველი ხართ და ჯერ არ გაგისინჯავთ Original Glue, მაშინ დროს ნუღარ დაკარგავთ , რადგან წინ გასაოცარი სიამოვნება გელოდებათ.

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.