Granddaddy Purple – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე

რა არის Granddaddy Purple?

2003 წელს კენ ესტსის მიერ წარმოდგენილი Granddaddy Purple (GDP) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინდიკაა, Purple Urkle-სა და Big Bud-ის ნაჯვარი. კალიფორნიაში შექმნილ ამ ჯიშს აქვს ყურძნისა და კენკრის ნარევი არომატი Purple Urkle-სგან, ხოლო მისი ყვავილედების სიდიდე და კომპაქტური, სრული სტრუქტურა Big Bud-ის ჯიშის დამსახურებაა. GDP-ს ყვავილედებს აქვთ იასამნის ფერი, კონტრასტულ თეთრში გადასული, თავისი უხვი რაოდენობის თოვლივით ტრიქომების გამო.

მისი ძლიერი ეფექტები მარტივად აღმოსაჩენია, როგორც ტვინით, ასევე სხეულით მგრძნობელობისას, როდესაც ცერებრალური ეიფორიისა და ფიზიკური რელაქსაციის ტალღა ერთიანად დაგარტყამთ. GDP-ს მოქმედების ქვეშ შესაძლოა თქვენი აზრები სადღაც დაფრინავდეს, როდესაც სხეული ერთ ადგილს მიეჯაჭვება, უმოძრაოდ. როგორც ყველა ძლიერი ინდიკა, GDP ძირითადად ისეთი მომხმარებლების რჩეულია, რომელთაც უწევთ ტკივილთან, სტრესთან, უძილობასთან, კუნთების სპაზმებთან და უმადობასთან ბრძოლა. GDP გროუერებს ასაჩუქრებს დიდი რაოდენობის მოსავლით, და ეს ყველაფერი მხოლოდ 60 დღის შემდეგ ყვავილობის დაწყებიდან.

Granddaddy Purple-ის ეფექტები და მახასიათებლები

ეფექტები

სამედიცინო თვისებები

გვერდითი მოვლენები

Granddaddy Purple -ის გენეტიკა და ინფორმაცია მისი გაზრდის შესახებ

ინფორმაცია გაზრდის შესახებ

ქიმიური შემადგენლობა

გენეტიკური მშობლები

Purple Urkle (ინდიკა), Big Bud (ინდიკა)

Granddaddy Purple-ის არომატი

რჩევები Granddaddy Purple-ის გაზრდასთან დაკავშირებით

გაზრდის ტექნიკა

უკეთესი იქნება თუ GDP-ს სახლის პირობებში გაზრდით. ასე შეძლებთ იდეალური კლიმატის შენარჩუნებას, როდესაც მისი ყვავილედები ჩამოყალიბდებიან. გაკრეჭვა და ტენიანობის კონტროლი აუცილებელია, რათა თავიდან აიცილოთ სოკოსა და ობის გაჩენა და ყვავილედების ლპობა. GDP იდეალური ჯიშია სტრეს-ტექნიკების ჩასატარებლად, რათა ამ ველური მცენარის მოსავალი კიდევ უფრო გაიზარდოს. იზრდება როგორც ნიადაგში, ასევე ჰიდროპონიკაშიც.

ყვავილობის დრო: 8

მოსავლიანობა: მაღალი

გაზრდის სირთულე: მარტივიდან საშუალომდე

კლიმატი: GDP-სთვის უკეთესია მშრალი კლიმატი და უძლებს დაბალ ტემპერატურასაც, თუ გარეთ ზრდით. იდეალური ტემპერატურაა 21-27 °C

Indoor/Outdoor: არ გაზარდოთ Outdoor, თუ არ ცხოვრობთ ისეთ ადგილას, სადაც მშრალი შემოდგომა იცის. მცენარის დიდი კვირტები შესაძლოა დალპეს ზედმეტი ტენიანობის გამო.

კვება: ყვავილობისას მიაწოდეთ დიდი რაოდენობის მქონე ფოსფორიანი სასუქები.

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.