
კალია – Grasshopper
კალიები საშუალო ზომის მწერები არიან, რომელთა ზომა მერყეობს 2 სანტიმეტრიდან 8 სანტიმეტრამდე. კალია მწვანე ფერისაა, რაც მცენარეზე მის შემჩნევას ართულებს. ზოგიერთ სახეობას შეუძლია ფრენაც. ეს მავნებელი ძირითადად ღამით იკვებება, რაც ნიშნავს იმას , რომ მათ მიერ გამოწვეული ზიანის შემჩნევა მხოლოდ მომდევნო დღითაა შესაძლებელი. კალიების არსებობა შეგიძლიათ მათი სპეციფიკური ხმით დაადგინოთ. ისინი საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენენ მცენარისათვის , რადგან მათ მისი ღეროს გადაღრნა და მცენარის მოკვლა შეუძლიათ. კალიები კვერცხებს მიწაში დებენ , რაც იმას ნიშნავს , რომ მათი ლავრა ძნელად შესამჩნევი იქნება. კვერცხებს მარტივად შეუძლიათ მიწაში გამოზამთრება და გაზაფხულზე გამოჩეკა.
გამოსავალი
- მცენარის ირგვლივ დავასუფთავოთ ტერიტორია. მოვაცილოთ ყველა ზედმეტი ბალახი რომელშიც კალია დამალვას შეძლებს.
- ბადეების დამონტაჟება ამ მავნებლისგან მცენარის ზრდის ნებისმიერ ეტაპზე დაგიცავთ.
- კალიისაგან თავის დაცვაში მტაცებელი ფრინველების მოშენებაც დაგეხმარებათ , ისეთების , როგორიცაა მაგალითად ბეღურა.
- შეგიძლიათ გამოიყენოთ ორგანული სპრეი როგორიცაა ნიმის ზეთი ან სპინოსადი.
- სეზონზე დაბარვა ანადგურებს კალიის კვერცხებს ეს კი თავის მხრივ ერთ-ერთ გამოსავალს წარმოადგენს.





