კანაფის სახლის პირობებში გაზრდა

ინტერნეტში უამრავი ინფორმაციის მოძიება შეიძლება საკითხზე “როგორ გავზარდოთ კანაფი სახლის პირობებში”. ქვეყნებში, სადაც კანაფის სახლში მოყვანა ნებადართულია, გროუერები დიდი სიამოვნებით ერთვებიან ამ აქტივობაში. კანაბისის კულტივაცია ბევრისთვის საყვარელი აქტივობა და ჰობი გახდა, ზოგისთვის კი ცხოვრების სტილიც. ასეთი მებაღეების გამოცდილებაზე დაყრდნობით, გთავაზობთ სახლში კანაფის გაზრდის მეთოდებს.

კანაფი სახლში – მნიშვნელოვანი ფაქტორები

ნიადაგი

კანაფის გასაზრდელად შესაბამისი ნიადაგის შეძენა ნებისმიერი ყვავილების მაღაზიაში შეიძლება, უმჯობესია თუ ისეთ ნიადაგს აირჩევთ რომელიც სპეციალურად მოყვავილე მცენარეებისთვის არის განკუთვნილი. მნიშვნელოვანია, რომ ნიადაგის Ph დონე იყოს 5,5 – 6,5-მდე და შეიცავდეს მეტ აზოტს, ფოსფორს, კალიუმს – და ნაკლებ კაცლიუმს და რკინას. ასეთი ნიადაგი სასუქზე ეკონოომის შესაძლებლობას მოგცემს და შეგეძლებათ მისი მიწოდება მხოლოდ ყვავილობის პერიოდში დაიწყოთ, როდესაც ის საკვები ნივთიერებები რაც ნიადაგში თავიდან იყო, უკვე თითქმის ამოწურული იქნება. თუ ეკონომიაში აუცილებლობა არ არის, მაშინ შეგიძლიათ ნეიტრალური ნიადაგი გამოიყენოთ, და შემდეგ, ვეგეტაციური პერიოდის მეორე ნახევარში დაამატოთ სასუქი – საჭიროებისდა მიხედვით.

განათება

კანაფისთვის სინათლის წყაროდ ყველაზე მეტად გამოდგებიან ფიტო, LED და HPS (ე.წ სოდიუმი) ნათურები. ჩვეულებრივი ნათურები კატეგორიულად არ არის რეკომენდირებული, რადგან მათი სინათლის ტალღის სპექტრი არ მიეკუთვნება იმ სპექტრებს, რომელიც კანაფს სჭირდება.

ნახეთ: მეტი ინფორმაცია სინათლის სპექტრებზე და კანაფზე

ტემპერატურა

კანაფისთვის კარგ ტემპერატურად ითვლება დიაპაზონი 18 და 27 გრადუსებს შორის, ცელსიუსით. ყველაზე კარგი იქნება, თუ ეცდებით რომ ტემპერატურა მუდმივად შეინარჩუნოთ 24 გრადუსზე.

სუნი

ყვავილობის პერიოდში კანაფი საკმაოდ ნოყიერ არომატს გამოსცემს, რომელიც საკმაოდ გასარჩევია სხვა არომატებისგან. იმისათვის, რომ ზედმეტი ყურადღებისგან თავი აირიდოთ უმჯობესია თუ დააყენებთ ფილტრს ან აირჩევთ ისეთ სთრეინს, რომელსაც არ აქვს ძლიერი სუნი.

კანაფის ჯიშის არჩევა

ასევე მნიშვნელოვანია კანაფის ჯიში/სთრეინი, ის უნდა შეესაბამოდეს გროუინგის პირობებს. მაგალითად, თუკი იცით, რომ კანაფს 5 თვე უნდა მოსავლის აღებამდე, ხოლო თქვენ მანამდე გიწევთ რაიმე მიზეზის გამო მისი დიდი ხნით დატოვება, აირჩიეთ ისეთი სთრეინი რომლის მოსავლის აღებასაც წასვლამდე შეძლებთ. ასევე გასათვალისწინებელია მისი გენეტიკური სიმაღლე.

სტელს გროუ (Stealth Grow)

სტელს გროუში იგულისხმება კანაფის შეუმჩნევლად (დამალულად) გაზრდა შეზღუდულ სივრცეში. ჩვეულებრივ, სტელს ბოქსის ზომები არ აღემატება 40/40/80სმ-ს. სტელს ბოქსისთვის იდეალური არის კომპიუტერის ქეისი (კორპუსი), ე.წ ვედრო ან საშუალო ზომის კარადა. ბოქსში ყენდება 1-3 ეკონომ ნათურა, HPS ან LED-ი. ვენტილაციისთვის შესაბამისი იქნება ერთი ან ორი კომპიუტერის ქულერი. ასეთი კონსტრუქციის გაკეთებაზე ხარჯები მინიმალურია და შესაძლოა 30-50$ ფარგლებში ჩაჯდეთ. ასეთი მეთოდით შეძლებთ 1 ან მაქსიმუმ 2 მცენარის გაზრდა, ვინაიდან სივრცე ასეთი პატარა იქნება, უზარმაზარი მოსავლის იმედი ნუ გექნებათ, თუმცა ნურც ხელს ჩაიქნევთ.

სრულფასოვანი გროუბოქსი

კანაფის გროუბოქსში გაზრდა არის მისთვისვე შექმნილი მიკროკლიმატის კონტროლის ყველაზე მარტივი გზა. გროუბოქსისთვის შესაბამისი იქნება ე.წ “შკაფი”, რაიმე დიდი ყუთი, გაფუჭებული მაცივარი და ა.შ, იდეების მოფიქრებას თქვენ მოგანდობთ. მთავარია კონსტრუქცია იკეტებოდეს ოთხივე მხრიდან და ზემოდან. შიგნით ყენდება რამოდენიმე საშუალო სიმძლავრის, ან ერთი ძლიერი ნათურა. შიდა კედლები უნდა შეიმოსოს სინათლის ამრეკლ მატერიალში (როგორიცაა ე.წ ფოლგა, თუმცა ფოლგა ნაკლებად რეკომენდირებულია, არსებობს უკეთ ამრეკლი მატერიალებიც), შეგიძლიათ კედლები უბრალოდ თეთრად შეღებოთ, ან რამენაირად თაბახის ფურცლები გააკრათ, ესეც იმუშავებს.

წყარო

შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში

დატოვე კომენტარი

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირვლემა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი კანაპედიას კლუბის წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.