რჩევები კანაფის გამოშრობისა და ქიურინგისთვის

და აი, რამდენიმეთვიანი მძიმე შრომა და  მცენარის დიდი ყურადღებით მოვლა უკან მოიტოვეთ. ახლა კი, ხედავთ  თქვენი ზრუნვის  ნაყოფს –  ტრიქომებით დახუნძლულ, სურნელოვან ყვავილედებს და ერთი სული გაქვთ, როდის დააგემოვნებთ მათ. თუმცა, პირველ რიგში, საჭიროა მათი გამოშრობა. რა თქმა უნდა, ძალიან გინდათ მოსავლის „ათვისება“, თანაც რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ, მერწმუნეთ, აჯობებს ქიურინგი (ბუნებრივ პირობებში, ყვავილედებიდან ნესტის მოშორების პროცესი) სრულფასოვნად ჩაუტაროთ კანაფს, ვინაიდან ეს შედეგად მოგცემთ ბევრად უფრო ხარისხიან საბოლოო პროდუქტს, რაც განპირობებულია რამოდენიმე ფაქტორით, რომლებსაც სტატიაში იხილავთ.

ქიურინგის სწორად ჩატარება ზრდის სიძლიერეს

კანაფის უჯრედებში ხდება ტეტრაჰიდროკანაბინოიდის მჟავისა (THCA)  და სხვა კანაბინოიდების გამომუშავება ბიოსინთეზის საშუალებით, რომლის პირობებშიც შემადგენელი კომპონენტების ახალ სინთეზურ ნივთიერებებად გარდაქმნა ხდება. მაგალითად, THCA გარდაიქმნება კანაფის მთავარ ფსიქოაქტიურ ნივთიერებად, THC-ად.

ეს პროცესი მცენარის მოჭრისთანავე არ სრულდება. თუ ახალაღებულ მოსავალს შეინახავთ 15-21°C ტემპერატურაზე, გარემოს 45-55%-იანი ტენიანობით, არაფსიქოაქტიური კანაბინოიდები განაგრძობს ფსიქოაქტიურ THC-დ გარდაქმნას. რაც, თავის მხრივ, თქვენს ყვავილედებს მატებს პოტენციას. მაღალ ტემპერატურაზე, დაბალი ტენიანობის გარემოში სწრაფი გამოშრობისას ეს პროცესიც წყდება.

ქიურინგი მოქმედებს კანაფის გემოსა და მოსაწევის ხარისხზე

არომატული ნივთიერებები, ტერპენები, რომლებიც კანაფს სძენს უნიკალურ სურნელებასა და გემოს, მეტად არასტაბილურია. მათი დეგრადირება და აორთქლება შესაძლოა დაიწყოს 21°C -ზეც კი. ნელი გამოშრობა ნაკლებ ტემპერატურაზე ხელს შეუწყობს მათ შენარჩუნებას და ბევრად უკეთესი ხარისხის პროდუქტს მიიღებთ, ვიდრე სწრაფი გამოშრობისას.

ამასთანავე, ეს პირობები ქმნის ოპტიმალურ გარემოს ენზიმებისა და აერობული ბაქტერიებისთვის, რათა მოაშორონ ნარჩენი მინერალები და არასასურველი შაქარი, რომლებიც გამომუშავდება გაშრობის პროცესში ქლოროფილების დაშლის შედეგად. სწორედ ეს ნარჩენი მინერალები და შაქარი გიტოვებთ ყელისჩამწველ, უსიამოვნო შეგრძნებას არასწორად გამოშრობილი კანაფის მოწევისას.

ქიურინგი ინახავს კანაფს

სწორად ჩატარებული ქიურინგი გეხმარებათ დიდხანს შეინახოთ კანაფი და სულაც არ მოგიწევთ იმაზე ნერვიულობა, აიკიდებს თუ არა ობს, ან კანაბინოიდის შემცველობა ხომ არ შემცირდება. კარგად გამომშრალი ყვავილედები ჰერმეტულ ქილებში შეგიძლიათ გრილ და ბნელ ადგილას 2 წლამდე ვადით შეინახოთ, პოტენციისა და ხარისხის დაკარგვის გარეშე.

როგორ გამოვაშროთ კანაფი და როგორ ჩავუტაროთ ქიურინგი სწორად?

ქიურინგის ჩატარების ბევრი გზა არსებობს, მაგრამ უმეტესობა ერთი გავრცელებული მეთოდის ვარიაციებს იყენებს. მიუხედავად ამისა, შეგიძლიათ გაყინოთ გამშრალი კანაფი, გამოიყენოთ ქიურინგი წყლით ან მშრალი ყინულით. ჩვენ ვფოკუსირდებით უადვილეს საშუალებაზე, რომლითაც მიიღებთ საუკეთესო შედეგს.

კანაფის საწყისი გაშრობა

როგორ შეასრულებთ ამ ნაბიჯს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აიღებთ თქვენს მოსავალს. ძირითადად, მცენარიდან ჭრიან ცალკეულ ტოტებს, აშორებენ არასასურველ ფოთლებს და კიდებენ გასაშრობად. ზოგი გროუერი მთლიან კანაფს ჭრის და კიდებს, ზოგი კი სათითაოდ არჩევს ყვავილედებს და სპეციალურ საშრობ ცხაურზე აწყობს. შეგიძლიათ თავიდანვე სრულად გაკრიჭოთ თქვენი ყვავილედები, ან გაშრობას დაელოდოთ და შემდეგ მიხედოთ.

იმის მიხედვით, თუ რა მეთოდს შეარჩევთ, აღებული კანაფი უნდა შეინახოთ ბნელ ოთახში 15-21°C-ზე, ტენიანობა 45-55% და აუცილებელია ჰაერის მსუბუქი ცირკულაციაც. ეს პირობები მნიშვნელოვანია და მოქმედებს თქვენი ყვავილედების საბოლოო გემოსა და არომატზე. სასურველია, თუ გექნებათ ტენიანობის დამწევი ხელსაწყო, A/C ერთეული, ან რაიმე სხვა საშუალება, რითიც პირობების ამგვარ მონაცემებს შეინარჩუნებთ.

როცა ყვავილედები გარეთა მხარეს გახდება ხრაშუნა და ყველაზე პატარა ტოტები მოხრისას უფრო გადატყდება, ვიდრე მოიღუნება, ეს ნიშნავს, რომ შემდეგი ეტაპისთვის მზად ხართ. ყვავილედების სიმკვრივისა და გარემო პირობების შესაბამისად, ხუთიდან თხუთმეტ დღემდე დასჭირდება საწყისი გამოშრობის დასრულებას.

კანაფის საბოლოო ქიურინგი

როგორც კი შეამჩნევთ, რომ ყვავილედები თითქმის სრულად გამომშრალია, დგება ქიურინგის დროც.

ნაბიჯი 1: გამოარჩიეთ ყვავილედები ტოტებისა და ზედმეტი ფოთლებისგან (თუ აქამდე არ გამოგირჩევიათ).

ნაბიჯი 2: მოათავსეთ გაკრეჭილი ყვავილედები ჰერმეტულ კონტეინერში. მინის ქილები ყველაზე პოპულარულია, თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ კერამიკის, მეტალის, ხის ან პლასტმასის კონტეინერებიც. ზოგი გროუერი ელვაშესაკრავიან პოლიეთილენის პარკებსაც იყენებს, რომლებიც ასევე გამოსადეგია. მაგრამ ჩვეულებრივი ცელოფნები არ გამოგადგებათ. ყვავილედები ჩაალაგეთ ნაზად, დაპრესვის გარეშე და გაავსეთ კონტეინერი.

ნაბიჯი 3: დააფარეთ კონტეინეირებს თავსახური და დაალაგეთ ისინი გრილ, მშრალ, ბნელ ადგილას, რათა დაასრულოთ ქიურინგის პროცესი. პირველი დღის განმავლობაში შენიშნავთ, რომ ყვავილედების გარეთა ნაწილი აღარაა ხრაშუნა და შიდა მხრიდან გამოსული სითხე ისევ ანესტიანებს მათ. ეს თუ ასე არ მოხდა, ე.ი. ზედმეტად გამოგიშრიათ კანაფი.

ნაბიჯი 4: პირველი კვირის მანძილზე დღეში რამდენჯერმე გახსენით კონტეინერები და რამდენიმე წუთით გაანიავეთ ყვავილედები. ამგვარად კონტეინერი გაიწმინდება ნესტისაგან. თუ ობისმაგვარი სუნი გცემთ, ე.ი. კანაფი არ არის საკმარისად გამომშრალი ქიურინგის დასაწყებად და ანაერობული ბაქტერია აზიანებს მას, რაც საბოლოოდ გამოიწვევს ობსა და ლპობას. პირველი კვირის გასვლის შემდეგ კონტეინერების განიავება მოგიწევთ რამდენიმე დღეში ერთხელ.

2-3 კვირიანი ქიურინგის მერე თქვენი კანაფი მშვენიერი ხარისხის იქნება, ხოლო 4-8 კვირის შემთხვევაში – კიდევ უკეთესი. ზოგიერთი ჯიში საუკეთესო ხარისხს გვაძლევს 6 თვიანი ქიურინგის შემდეგ.

ქიურინგი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კანაფის მოყვანის პროცესში, თუმცა ყველაზე მეტად მას აიგნორებდნენ, როდესაც კანაფის შეძენის ერთადერთი გზა შავი ბაზარი იყო. თუმცა, სამედიცინო და რეკრეაციულ კანაფს შორის მზადრმა კონკურენციამ განაპირობა ქიურინგის მნიშვნელობის ზრდა: ყველა ცდილობს საუკეთესო პროდუქტი შესთავაზოს მომხმარებელს. ახლა კი თქვენც შეგიძლიათ იგივენაირად იზრუნოთ თქვენს მოყვანილ კანაფზე.

წყარო

შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

Discover more from Cannapedia • კანაპედია

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.