ავტომოყვავილეები: ჯანმრთელი ფესვები = ჯანმრთელ მცენარეს

ფესვების სწორად განვითარება ისეთივე მნიშვნელოვანია მცენარისათვის, როგორც სინათლის და საკვების მიწოდება.

უამრავი დამწყები მებაღე უშვებს ვეგეტაციის ეტაპზე შეცდომას, რაც საბოლოოდ მოსავლის რაოდენობაზე აისახება.

უნდა ვიცოდეთ ის ფაქტი, რომ რამდენადაც დიდია ფესვთა სისტემა, იმდენად დიდია მცენარეც და მოსავალიც.

როგორ გავაძლიეროთ ფესვები?

  1. პირველი, რაც ფესვის ზრდაზე უნდა ვიცოდეთ არის ის, რომ იგი იზრდება სიბნელის პერიოდში და ზოგადად სიბნელეში, ამიტომ უნდა შევარჩიოთ გაუმჭირვალე ჭურჭელი და აუცილებლად უნდა მივცეთ მცენარეს მინიმუმ 6-8 საათიანი სიბნელე 24-დან ვეგეტაციის ეტაპზე.
  2. ფესვთა სისტემის სწორად განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ნიადაგი რომელშიც მცენარე იზრდება. მყარ და უხეშ ნიადაგში ფესვს გზის გასაკვლევად ძალისხმევა ჭირდება, რამდენადაც გაჭიანურდება მისი ზრდა იმდენადვე ნელა წავა ვეგეტაციური პროცესიც, ამიტომ არის რომ ჰიდროფონიკულ სისტემებში მცენარე გაცილებით დიდ ზომებს აღწევს. ამიტომ სადაც 3-5 თვემდე უნდა დაუთმოთ ერთ ძირს, იქაც არ დაგენანოთ ხარისხიანი ნიადაგის შეძენა, გამოიყენეთ ქოქოსი და ტორფი, რომელიც ძალიან მსუბუქი და რბილია, ასევე გადააზავეთ პერლიტით, რადგან პერლიტი საშუალებას აძლევს ფესვებს, რომ უკეთ მიიღოს ჟანგბადი.
  3. იმისთვის რომ ჩითილობის პერიოდში სწორად და სწრაფად განვითარდეს ფესვი, ნიადაგში სჭირდება კალიუმის და ფოსფორის დამატებითი ულუფა. გამოიყენეთ Bio Root სასუქი უკეთესი შედეგისათვის.
  4. ქოთნის ზომა ერთერთი მთავარი ფაქტორია დიდი ზომის მცენარის გასაზრდელად. როგორც ზემოთ ავღნიშნე მცენარე მიწის ზემოთა ზომა დამოკიდებულია მის მიწის ქვემოთ განვითარებაზე, ამიტომ დიდი ზომის ქოთანში დიდი ფესვი ვითარდება და შესაბამისად მცენარეც უფრო დიდი ზომის იზრდება. უმჯობესია გამოიყენოთ ეგრედწოდებული Smart Pot ები, რომლის დახმარებითაც მცენარის ფესვები უკეთ სუნთქავენ, ან დამათებითი ნახვრეტები გაუკეთეთ ჩვეულებრივ ქოთანს გვერდებში.
  5. გადარგეთ მცენარე 2-3 ჯერ (გააჩნია ვეგეტაციის ხანგრძლივობას) პატარიდან დიდ ქოთანში, ნიადაგის მაქსიმალურად გამოსაყენებლად. კანაფის ფესვი პირდაპირ მიყვება წყლის მიმართულებას, წყალი კი ქვემოთ მიდის, რაც ხშირად იწვევს იმას რომ ქოთნის ზედა ნაწილი და გვერდები ნაწილობრივ არის მხოლოდ ფესვის მიერ ათვისებული, რაც თავისთავად ქოთანს დიდი ზომის უპირატესობას ცოტათი აკარგვინებს. თვენც გექნებათ გადარგვისას ნანახი, რომ ფესვები უმეტესი ნაწილი ნიადაგის ძირში არის ხოლმე მოქცეული. ამიტომ ჩითილობა დაიწყეთ 0.5-1ლ მდე გაუმჭირვალე ქოთანში. ამოსვლიდან 2-3 კვირის თავზე გადაიტანეთ საშუალო 5-10 ლიტრამდე ჭურჭელში, შემდეგ კი 5-6 კვირის 20-30 ლიტრამდე ჭურჭელში. თუ ვეგეტაციის პროცესს აგრძელებთ 2 თვეზე მეტხანს და გინდათ უზარმაზარ ზომებს მიაღწიოს მცენარემ, გადაიტანეთ 70-100 ლიტრამდე ქოთანში ბოლოს.

6. მცენარის ნებისმიერი სტრესი ურტყავს პირდაპირ ფესვების ჯანმრთელობას. მძიმე სტრესის მიღებისას ფესვები ანელებენ, ან რაღაც პერიოდით სრულიად წყვეტენ ზრდას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საწყის ვეგეტაციურ პერიოდში მაქსიმალურად მოვარიდოთ მძიმე სტრესებს მცენარე, როგორებიცაა დეფოლაცია (სავინტილაციო ფოთლების მოშორება), ტოპინგი (ცენტრალური ღეროს გადაჭრა). ასევე ძალიან სერიოზული ზიანი შეიძლება მივაყენოთ გადარგვისას ფესვებს თუ ფრთხილად არ ვიქნებით. ამიტომ შეარჩიეთ თავიდან პლასტმასის თხელი კონტეინერი (მაგ ლუდის ჭიქა), რომელიც გადასაგდებად არ დაგენანებათ, გაჭერით მაკრატლით და ისე გადაიტანეთ, რადგან ხშირად ფესვები ეკვრის ქოთნის კედლებს, და ამოღებისას ხდება მათი ჩაწყვეტა. ასევე შეარჩიეთ კონუსური ფორმის ქოთანი, რომელზეც ხელის მოჭერის შემდეგ ადვილად ამოვა ნიადაგი ქოთნიდან. გადაიტანეთ მაშინ როდესაც მიწა თითქმის, ან მთლიანად გაშრება.

ასევე შეარჩიეთ კონუსური ფორმის ქოთანი, რომელზეც ხელის მოჭერის შემდეგ ადვილად ამოვა ნიადაგი ქოთნიდან. გადაიტანეთ მაშინ როდესაც მიწა თითქმის, ან მთლიანად გაშრება.

7. ფესვი ყველაზე სწრაფად იზრდება ვეგეტაციის ფაზაში, აქტიური ყვავილობისას ფესვის ზრდა ძალიან შენელებულია, აღარც მცენარე იზრდება სიმაღლეში და აღარც ფესვი თავისთავად, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ყვავილობაზე გადასვლის პირველი 2-3 კვირა თქვენი მცენარე შეიძლება იმაზე სწრაფად გაიზარდოს ვიდრე ვეგეტაციისას. ამიტომ უმჯობესი იქნება საბოლოო ქოთანში გადაიტანოთ ყვავილობის დაწყებიდან 1-2 კვირით ადრე.

რჩევები

ავტოყვავილებად ჯიშებში იმის კომფორტი არ გვაქვს რომ ჩვენით ვაკონტროლოთ ვეგეტაციის პერიოდი და ხანგრძლივობა. ამიტომ ფესვებისათვის ყურადღების მიქცევა მათთან ბევრად მნიშვნელოვანია. სადღაც 25-35 დღემდე აქვს აუტოყვავილებად მცენარეს იმისთვის რომ ფესვები მოიღონიეროს, სწორედ ამ მიზეზის გამო არ არის რეკომენდირებული სტრეს ტექნიკები აუტოყვავილებად ჯიშებთან.

აუტოები გადარგეთ 2 ჯერ მაქსიმუმ, ან ერთხელ.

ასევე გავრცელებულია ინფორმაცია რომ აუტო ჯიშებს 8-10 ლიტრა ქოთანი სრულიად ყოფნის რაც ასე არაა.

ეცადეთ 15-20 ლიტრამდე ქოთანი შეურჩიოთ აუტო ჯიშებსაც კი.

პირველად გადარგეთ 10-15 დღის, მეორედ 25-30 დღის ასაკში. პროცესში უფრო შეამჩნევთ თქვენით.

შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში

სტატიის ავტორია ჩვენი ჯგუფის წევრი: Igor Golicinski

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.