კანაფის გენეტიკები “Haze”

ჰეიზი არის კიდევ ერთი ცნობილი შტამი, რომელიც გამოვიდა 1970-იან წლებში. ხანდხან მოიხსენიებენ როგორც ორიგინალი ჰეიზი ან ნევილის ჰეიზი.

შტამი პირველად შეიქმნა  ჩრდილოეთ კალიფორნიაში,  ორი კანაფის კულტივატორის  «ძმები ჰეიზების» მიერ, რომლებიც სპეციალიზირდებოდნენ მოყვანასა და ინტენსიური სატივებით მანიპულირებაზე. ისინი თამაშობდნენ სხვადასხვა კანაფის ჯიშებით, მათ შორის ოქროს აკაპულკო, კოლუმბიური ოქრო, და რამდენიმე ადგილობრივი შტამით ინდოეთიდან და ტაილანდიდან.

ონლაინ წყაროებზე დაყრდნობით, ჰეიზი, რომელსაც დღეს ვიცნობთ, თავიდან არ იყო ძალიან წარმატებული, ძირითადად მის ხანგრძლივი ყვავილობის პერიოდის გამო. სიმწიფეს რომ მიაღწიოს ხანდახან შეიძლება 16 კვირამდე დაჭირდეს და მოითხოვს პროფესიონალურ მოვლას და ყურადღებას რომ გაყვავილდეს.

შტამი თითქმის გაქრა 80-იან წლების დასაწყისში, რადგან მწარმოებლები სამუშაოდ უფრო მარტივ ჯიშებს ეძებდნენ.

საბედნიეროდ, ჰეიზის თესლის პატარა ნიმუში მოხვდა ჰოლანდიაში, სადაც მოგვიანებით ისინი გაიყიდა «თესლების ბანკის» მიერ. თუმცა, არსებობს მთელი რიგი ჭორების როგორ მოხდა ეს და არცერთი მათგანი  რომელიმე ავტორიტეტულ წყაროს არ დაუდასტურებია.

წყაროების უმრავლესობა თანხმდება, რომ თესლები აღმოჩნდა ნევილ შონმეიკერის ხელში, რომელმაც შტამი შეინარჩუნა და დაიწყო მისი შეჯვარება.

ერთ-ერთი წყაროს მტკიცებით, ძმებმა ჰეიზებმა იმოგზაურეს ნიდერლანდებში 80-იანი წლების დასაწყისში , სხვა წყარო ამტკიცებს რომ ძმები იყვნენ სემ სკანკმენის  მეგობრები, რომელმაც ციხიდან განთავისუფლების შემდეგ 1982 წელს ჰოლანდიაში ჩაიტანა თესლები სკუნკის თელთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ ნევილმა მოახერხა თესლების დაცვა, ის ითვლება ორიგინალი ჰეიზის “მამად”, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღმერთებენ სატივას მოყვარულები . ჰეიზი, რომელიც მან პირველად ჰოლანდიაში მოიპოვა, დღემდე გამოიყენება სხვადასხვა ჰიბრიდის გამოსაყვანად.

ჰეიზის ყველაზე პოპულარული ვარიაციები :

მბზინვარე ვერცხლისფერი ჰეიზი/Shining Silver Haze

ეს არის რაღაც შუალედური “ჩრდილოეთის ციალს”, ორიგინალ ჰეიზსა და სკანკს შორის, რომელსაც მთელ მსოფლიოში მოიხმარენ.

“ჩრდილოეთის ციალს” კანაბისის უამრავი ჯილდო აქვს მოგებული.  იძლევა კარგ მოსავალს – 650 გრ / მ²-მდე და ყვავილობს როგორც შენობაში, ისე ღია სივრცეში. ყვავილობისთვის 9-დან 11 კვირამდე ჭირდება, მაგრამ შედეგი ნამდვილად იმსახურებს ლოდინს .

ვერცხლისფერი ჰეიზით თრობა ხანგრძლივი დროით უზრუნველყოფს თქვენს ამაღლებულ განწყობას, რომელიც სატივას მოყვარულებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია . ასევე გამოირჩევა სასიამოვნო ტკბილი არომატით.

ამნეზია ჰეიზი/Amnesia Haze

ამნეზია ჰეიზმა 2004 და 2012 წელს კანაბისის ჯილდოები მოიპოვა. გამოირჩევა უხვი მოსავლით და THC-ის მაღალი კონცენტრაციით. საკმაოდ ძლიერი სატივაა , შესაბამისად “ნისლის” მოყვარულებში საკმაოდ პოპულარულია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მცენარის სიმაღლე  1-დან 1,2 მეტრს აღწევს , საკმაოდ უხვ მოსავალს იძლევა (650 გრ/მ² დახურულ სივრცეში). ღია სივრცეში გაზრდილი ამნეზია  ჰეიზისგან კი მიიღებთ 700 გრ საუკეთესო ხარისხის კანაბისს.

ყვავილობას 12 კვირა ჭირდება , რაც ამ სახეობას დამწყები მომხმარებლისთვის იდეალურს ნამდვილად არ ხდის . ეს მცენარე კარგად იზრდება ღია სივრცეში, თუმცა საკმაოდ ცხელ კლიმატს მოითხოვს, ისეთს როგორიც ავსტრალიაში, აფრიკასა და კალიფორნიაშია . ამნეზია ჰეიზს ზრდიან როგორც ჰიდროპინიკურ, ისე ნიადაგის სისტემებზე .

ლიმონის მბზინვარე ვერცხლისფერი ჰეიზი/Lemon Shining Silver Haze

ეს სატივა-დომინანტი შტამია , რომელიც აწარმოებს სუპერ ძლიერ ყლორტებს (HTC 21%-ზე მეტი). მისი გენეტიკა მოდის ამნეზია ჰეიზის და ლემონ სკანკის შეჯვარებიდან, რაც მას აძლევს ლიმონის უძლიერეს არომატს .

ეს სახეობა საშუალოდ 8-დან 9 კვირაში ყვავილობს (დამოკიდებულია თითოეული ინდივიდუალურ პირობებზე ). ეს სახეობა საშუალოდ 8-დან 9 კვირაში ყვავილობს (დამოკიდებულია თითოეული მცენარის ზრდის ინდივიდუალურ პირობებზე) . შენობაში გაზრდილ თითოეულ მცენარეს 425-დან 475 გრ/მ² მოსავლის წარმოება შეუძლია . ღია სივრცეში დარგვის შემთევავში , მოსავალს ოქტომბრის თვეში უნდა ელოდოთ (500 გრ/მ²).

მცენარე გამოყოფს დიდ და მოგრძო ყლორტებს . როგორც სატივების უმრავლესობას, HTC-ით მდიდარ ყლორტებს წითელი შეფერილობა დაკრავს და საკმაოდ რბილია . ასევე შეიძლება ქონდეს მომწვანო ლიმნის და ოქროსფერი-ყვითელი შეფერილობაც.

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.