
Hemp Borer – კანაფის მატლი
ევრაზიული კანაფის მხვრელი “მატლი” გახლავთ პარაზიტი, რომელიც კანაფის სხვადასხვა ნაწილებით იკვებება , მათ შორის ღეროებით, ყვავილებით, კვირტებით და თესლით. მათ ზაფხულის განმავლობაში ორი შეჯვარების პერიოდი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარის განადგურება მის გაზრდამდეც შეუძლიათ. ისინი ძალიან პატარა მწერები არიან, მათი ზომა 6-8 მილიმეტრს შორის მერყეობს, შეფერილობა კი წითლიდან სტაფილოსფერში გადადის. მხვრელები გამოჩეკისთანავე შედიან მცენარის ფოთლებსა და ღეროებში, ზრდასრულ ასაკამდე ღეროების დაზიანება უჭირთ, თუმცა ამ დროს განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებენ ფოთლებსა და კვირტებს. მეორე შეჯვარების პერიოდში კი ისინი როგორც წესი კვირტებსა და თესლებში იჩეკებიან, ეს კი მცენარის მნიშვნელოვან დაზიანებას იწვევს.
გამოსავალი
- პრევენცია პირველი ნაბიჯია იმის უზრუნველსაყოფად , რომ ეს პარაზიტები თქვენს მცენარეზე არ მოხვდებიან.
- იზრუნეთ იმაზე , რომ მცენარის სიახლოვეს ყველა სხვა მცენარე გაანადგუროთ , რადგან როგორც წესი მათი გავრცელების მიზეზი სარეველები არიან.
- მცენარის გარეთ გაზრდის დროს მნიშვნელოვანია დროდადრო ტერიტორიის შეწეამვლა და მისი კარგად დასუფთავება ნემატოდებისაგან და სხვადასხვა მწერებისგან
- შეგიძლიათ გამოიყენოთ დამცავი ბადეები , სინათლის ხაფანგები და სხვადასხვა მტაცებელი მწერები. ასევე შესაძლებელია ტრიქოგრამა მინუტიმის და სხვა მკვლელი მწერების გამოყენებაც.
- თუ სხვა მეთოდები უშედეგო აღმოჩნდა , შეგიძლიათ გამოიყენოთ შესაწმლი საშუალებები ან პესტიციდური ზეთი კვერცხების გასანადგურებლად.




