ჰიდროფონიკა – როგორ გავზარდოთ კანაფი წყალში

ჰიდროფონიკის სისტემა მცენარეების ნიადაგის გარეშე გაზრდის მეთოდია. მცენარის ფესვები გაჭედილია რაიმე სახის მყარ ნივთიერებაში როგორებიცაა ქვიშა, ხრეში, ქოქოსის თმები, ქვაბამბა, თიხის პალეტები ან სხვა, და საკვები ნივთიერების მცენარისთვის მიწოდება პირდაპირ ფესვებით ხდება სპეციალური ნაზავი ხსნარით. ნებისმიერი ზედმეტი სითხე, რასაც მცენარე ვერ შეითავსებს, სისტემის მეშვეობით გადამუშავდება, ისე რომ, შემდეგში მისი შეთავსება ისევ შეძლოს მცენარემ.

ამ სტატიაში, გავივლით იმ საბაზისო ცოდნას რაც უნდა იცოდეს ჰიდროფონიკით დაინტერესებულმა ადამიანმა, რომ სწორად შეძლოს საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის მიწოდების კონტროლი მცენარისათვის.

ჰიდროფონიკის სისტემის ისტორია

გროუინგის ამ მეთოდის სახელი თითქოს ფუტურისტულად ჟღერს, მაგრამ შეიძლება გაგიკვირდეს როცა გაიგებ რომ ეს პრაქტიკა საუკუნეების წინ შეიქმნა. ზოგიერთი თეორიით დაახლოებით 600 წლის წინ ქ-შ-მდე, ბაბილონის დაკიდებული ბაღები სწორედ ჰიდროფონიკული მეთოდით მოეწყო. ისტორიკოსები ადასტურებენ რომ აცტეკები ჰიდროფონიკის სტილს ფერმერობისთვის მოიხმარდნენ X-XI საუკუნეებში.

დღეისათვის, ჰიდროფონიკის არსებობამ მსოფლიოს საუკეთესო კანაფის გაზრდის საშუალება მოგვცა. კანაფის გროუერებში ყოველწლიურად იმატებს ინტერესი და მოთხოვნილება ამ სისტემის მიმართ, რაც იმას ნიშნავს რომ ამ სისტემას აქვს რაღაც, რამაც მთელი მსოფლიოს მოხიბვლა შეძლო.

ჰიდროფონიკული სისტემა სხვადასხვაგვარი არსებობს. ყველა სისტემას მსგავსი ბაზა აქვს, ისინი წარმოადგენენ ნიადაგის გარეშე სისტემას რომელიც შეიცავს სამ მთავარ ინგრედიენტს: საკვებ ნივთიერებებს, ჟანგბადს, და წყალს.

როგორ გავზარდოთ კანაფი ჰიდროფონიკაში?

კანაფის გროუერები ჰიდროფონიკის სხვადასხვა მეთოდებს უკვე წლების მანძილზე იყენებენ რათა დააჩქარონ მცენარის ზრდა და მიიღონ მაქსიმალური მოსავალი, ეს ორი, უნიადაგო გაზრდის მთავარი უპირატესობაა. ნიადაგთან მუშაობა შეიძლება არაეფექტური და რთული იყოს რამოდენიმე მიზეზის გამო:

  • ვერ გადაამუშავებ ნიადაგს
  • მავნებლების პრობლემები
  • სასუქის ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა რთულია
  • ნიადაგის pH უნდა აკონტროლო
  • ნიადაგის ხარისხი მოქმედებს საბოლოო შედეგზე

ჰიდროფონიკის მეთოდის დახმარებით, შენ შეგიძლია დაბალი რაოდენობის სასუქის ხარჯით მიიღო მეტი შედეგი, რადგან სასუქის ნაზავი გადამუშავდება და ხელახლა გამოყენება შესაძლებელი იქნება. ამავდროულად ზუსტად გააკონტროლებ რა სახის სასუქს იღებს მცენარე და რა დონეზეა მისი მჟავიანობა (pH). ასეთი სახის კონტროლით, გროუერები ამბობენ, რომ მათი ყვავილედები არის უფრო დიდი, ჯანმრთელი და ძლიერი (ეფექტით).

არ აქვს მნიშნველობა გქონია თუ არა აქამდე გამოცდილება კანაფის გაზრდაში, ჰიდროფონიკა შესანიშნავი გზაა მცენარის ნებისმიერ ადგილას გასაზრდელად. თავიდან შეიძლება ცოტა დაიბნე და შეგაშფოთოს სისტემის არსმა, მაგრამ საბაზისო ცოდნის მიღების შემდეგ უკვე გაიგებ რომ ის არ ისე რთულია, როგორც წარმოგედგინა.

ჰიდროფონიკის სისტემის მოწყობა

ჰიდროფონიკის სისტემა სხვადასხვაგვარი არსებობს, რომლებსაც შემდეგში ცალკე განვიხილავთ. ყველა სისტემას აერთიანებს ის რომ, ისინი არ იყენებენ ნიადაგს, მაგრამ საწყისად, რაღაც დონეზე საჭიროა მედიუმის დახმარება, რომელიც ფესვის ზრდას ხელს შეუწყობს.

სხვადასხვა მასალა გამოიყენება ამ მედიუმისთვის, როგორებიცაა ვერმიკულიტის ხრეში, ქვაბამბა, ქოქოსი, თიხის ფილები და სხვა.

ჰიდროფონიკები სისტემბიდან ყველაზე პოპულარული მეთოდია ღრმა წყალში ზრდის კულტურას ( Deep water culture (DWC)), რადგან მცენარის ფესვები მთელი ზრდის განმავლობაში წაყლაშია მოთავსებული.
ჰაერის ტუმბო ამარაგებს წყალს ჟანგბადით, რათა მცენარე არ დაიხრჩოს. საკვებ ნივთიერებებს კი უმატებთ წყალში რაც მცენარეს ესაჭიროება.
დაფიქრდით: რადგან მცენარეს ზრდით წყალში მისი მორწყვა არასდროს დაგჭირდებათ! 

ჩარგეთ თქვენი მცენარეები ნიადაგის შემცვლელში (იგულისხმება ვერმიკულიტი, ქვაბამბა ან სხვა) და მოათავსეთ სუფთა ქოთანში. ქოთნები უნდა იყოს წყლის რეზერვუარის ზემოთ. რეზერვუარი უნდა იყოს ნაზავით სავსე, სადაც განთავსებულია აკვარიუმის საჰაერო ქვა, რომელიც ამარაგებს წყალს ჟანგბადით, ის მილით დაკავშირებულია საჰაერო ტუმბოსთან. ცირკულაციის დროს ხდება დამატებითი ჟანგბადის მოხვედრა წყალში. ყველა რეზერვუარი უნდა იყოს მიერთებული ამ სისტემასთან.

ეს სისტემა არის ყველაზე მარტივი გზა გაზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად. არის რამოდენიმე ფაქტორი, რომლის გათვალისწინებაც მოგიწევთ სანამ ამ სისტემას გამართავთ.

რადგან ყველა რეზერვუარი დაკავშირებულია ერთმანეთთან, ეს მოგცემთ საშუალებას ერთდროულად აკონტროლოთ წყალი, ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები. გახსოვდეთ, რომ pH, PPM-სა და წყლის ტემპერატურის უეცარი ცვლილება შეიძლება მცენარისთვის საზიანო აღმოჩნდეს. ამას ყურადღება მიაქციეთ ყოველთვის. ეს არის პროფესიონალური მარიხუანას გაზრდა და გამოგარჩევთ მოყვარულებისგან.

როგორ დავაყენოთ ჰიდროპონიკის ცირკულაციის სისტემა

თქვენი პროდუქციის შესაქმნელად საჭიროა:

  • რამოდენიმე 20 ლიტრიანი ჭურჭელი
  • ჰაერის ტუმბო
  • აკვარიუმის საჰაერო ქვა
  • საჰაერო მილები
  • წყლის მილები
  • სუფთა ქოთნები
  • ნიადაგის შემცვლელი
  • ჰიდროფონიკის საკვები ნივთიერებები

აუცილებლად აკონტროლეთ თქვენი წყლის pH (მჟავიანობა) და PPM. PPM ნიშნავს „მილიონიდან ერთს“ რაც აღნიშნავს მინერალებისა და საკვები ნივთიერებების რაოდენობრივ კონცენტრაციას წყალში.
pH დონე წყალში, გავლენას ახდენს თუ რამდენად კარგად შეუძლია მცენარეს შთანთქოს საკვები ნივთიერებები. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ სპეციალური დანამატები რომ შეამციროთ ან გაზარდოთ pH დონე ონკანის წყალში. pH  დონე 5,5-დან 7-მდე იდეალურია.

ჰიდროფონიკაში დათესილი მცენარე უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ნიადაგში. რადგან მცენარისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომია წყალი და საკვები ნივთიერებები, ამის მეშვეობით მცენარე სრულ ენერგიას ახმარს ზრდასა და აყვავილებას. ვის არ გაუხარდება აიღოს მოსავალი უფრო ხშირად? 

მიაქციეთ ყურადღება წყლის ტემპერატურას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20°c, რადგან ჟანგბადის შემცველობა წყალში დაიწყებს დაკლებას. თუ ტემპერატურა დაეცემა 15°c ქვემოთ, მცენარე იფიქრებს, რომ დადგა ზამთარი ან შემოდგომა და აყვავილებას შეწყვეტს. წყლის ტემპერატურის დასარეგულირებლად გამოიყენეთ აკვარიუმის გამათბობელი.

PPM ცხრილი
  • ჩითილი (1 კვირა) – 100-250 ppm
  • ადრეული ვეგეტაცია – 300-400 ppm
  • სრული ვეგეტაცია – 450-700 ppm
  • ადრეული ყვავილობა – 750-950 ppm
  • სრული ყვავილობა/სიმწიფე – 1,000-1,600 ppm

ასევე ნახეთ: კანაფის სასიცოცხლო ციკლის ეტაპები

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.