HIGH Stress ტექნიკა და Monster Cropping

სანამ უშუალოდ სტრეს-ტექნიკების მიმოხილვაზე გადავალთ, ორიოდე სიტყვით თუ რა დანიშნულება აქვს სტრეს-ტექნიკებს: ჩვენ კანაფს მოვიხმართ მისი კანაბინოიდების ეფექტურობის გამო, ეს იქნება THC, CBD, CBG თუ რომელიმე სხვა კანაბინოიდი, ისინი გარკვეულწილად ზემოქმედებენ ჩვენს ენდოკანაბინოიდურ სისტემაზე და აქვთ სხვადასხვა ეფექტი, სამკურნალო თუ ფსიქოაქტიური, მაგრამ რეალურად კანაფს ეს ნივთიერებები არა ჩვენი სიამოვნებისთვის არამედ თავდასაცავად აქვს გამომუშავებული, ძუძუმწოვრები რომლებიც მისი არომატული ყვავილედებით იხიბლებიან და შეჭმას უპირებენ არ მოსწონთ კანაბინოიდების ეფექტი, გარდა ეფექტისა კანაბინოიდებს აქვს საშინლად მწარე გემო რაც ასევე უსიამოვნოა ცხოველებისთვის, ამიტომ როდესაც მცენარე ზიანდება რაიმე სახით, ეს იქნება მოჭმული ფოთოლი, მოგლეჯილი ყვავილედი თუ გადატეხილი ტოტი, მცენარე ავტომატურად რთავს თავდაცვის რეჟიმს და უფრო დიდი რაოდენობით იწყებს კანაბინოიდების წარმოებას რაც ცხოველებისთვის ნამდვილად ცუდია, ჩვენთვის კი კარგი 😃 , ამიტომ სწორ დროს და სწორად გაკეთებულ სტრეს ტექნიკას როგორც მოსავლიანობის გაზრდა ასევე ეფექტის გაძლიერებაც შეუძლია.

High Stress Technique – სუპერკროფინგი

HST – იგივე Super Cropping არის ტექნიკა რომელიც ძალიან მარტივი შესასრულებელია ტექნიკურად ნებიესმიერი მებაღისათვის და იძლევა საოცარ შედეგებს, როგორც დაბუჩქვის მხრივ, ასევე ყვავილედების სიუხვით და ზომით. ეს ტექნიკა არის ღეროს მოტეხვის იმიტირება, როდესაც ღეროს ვღუნავთ მაგრამ ისე რომ არ გადატყდეს მთლიანად, ეს ტექნიკა მცენარეს აიძულებს თავისი ძალები მიმართოს უფრო მეტი და ძლიერი ღეროების ჩამოსაყალიბებლად დაზიანებული წერტილის ზემოთ.იმისათვის რომ უსაფრთხოდ და ზუსტად შევასრულოთ ეს ტექნიკა ამისთვის გვჭირდება სუფთა ხელები ( სასურველია გამოიყენოთ სტერილური ხელთათმანი) საოზოლაციო ლენტი და ფიქსატორები.

პირველი ნაბიჯი

ვარჩევთ ადგილს ქროფინგისთვის ტოტზე, თითებით ერთ კონკრეტულ წერტილში ვუჭერთ ხელს მრავალჯერადად და ვარბილებთ მის შიგთავსს რადგან გადახრისას არ გადატყდეს.

მეორე ნაბიჯი

ვხრით უკვე დარბილებულ წერტილში ღეროს 90 გრადუსიანი კუთხით გვერდზე.

მესამე ნაბიჯი

ვაფიქსირებთ უძრავად ისე რომ მცენარემ ადვილად შეძლოს შეხორცება. იმ შემთხვევაში თუ მაინც დაგვიზიანდა გინდაც ნაწილობრივ მცენარის ღერო და მიიღო გარე ჭრილობა, ასეთ შემთხვევაში ვაფიქსირებთ საიზოლაციო ლენტით.

როდის უნდა გავაკეთოთ სუპერ ქროფინგის სტრეს-ტექნიკა?

ამ ტექნიკის გამოსაყენებლად შესანიშნავი პერიოდია ყვავილობის ფაზაზე გადასვლამდე 1 კვირით ადრე. გამოცდილების მატებასთან ერთად როდესაც უკვე თქვენი მებაღეობის დონე აიწევს, მისი ხელმეორედ გამეორება შეიძლება ყვავილობის დაწყებიდან 10-15 დღეში , ეგრედწოდებული გაწელვის (სტრეჩინგი) დასრულების შემდეგ, მაგრამ არაა რეკომენდირებული დამწყებ მებაღეებში.

ასევე გაითვალისწინეთ რომ ეს ტექნიკა არის ძალიან სარისკო თუ მცენარეს სხვა გარემოპირობები არ აქვს იდეალურ მდგომარეობაში, რადგან ბევრ ტოტზე ამ ტექნიკის გამოყენება ძლიერ სტრესს აყენებს მცენარეს და მისი იმუნიტეტი მზად უნდა იყოს ამისთვის.

Monster Cropping და რე-ვეგეტაცია

მონსტერ ქროფინგი არის ტექნიკა რომლის გამოყენებისას მცენარე სრულიად იცვლის ზრდის სტრუქტურას და გულისხმობს მცენარის ყვავილობიდან ვეგეტაციაში დაბრუნებას.

მისი გამოყენება შეიძლება სამნაირად.

პირველი: უკვე მოსაჭრელად გამზადებულ მცენარეს ვაჭრით დიდი ზომის კოლებს და ყვავილედებს და ვტოვებთ წვრილ ბადებს, ნიადაგის კარგად ჩარეცხვის შემდეგ სინათლე გადაგვყავს 12/12 იდან 20/4 ან 24/0 ზე და მცენარე ხელახლა იწყებს ზრდას და ვეგეტაციურ ფაზას.

მეორე: ყვავილობის დაწყებიდან 2-3 კვირაში ვიღებთ კლონს, უკვე ყვავილედიანს და ვაფესვიანებთ კლასიკური კლონირების მეთოდით.

მესამე: ჩვეულებრივ კლონს ან კაკლიდან ამოსულ პატარა ძირს სინათლეს ვურთავთ 12/12 ზე და სტრეჩის დაწყებისთანავე ვაბრუნებთ 20/4 ზე.

რა პლიუსები აქვს ამ ტექნიკას?

ყვავილობიდან დაწყებული ვეგეტაცია არაბუნებრივი მდგომარეობაა მცენარისთვის, ის კარგავს ამ დროს სიმეტრიას (კანაფი ცენტრისებულად იზრდება და ანვითარებს ერთ მთავარ ღეროს და წყვილ ტოტებს, რაც ირღვევა მონსტერ ქროფისას) და იწყებს დაბუჩქვას, ყველა ტოტი იდენტურად როგორც დამოუკიდებელი ძირი ისე ვითარდება და ცდილობს რაც შეიძლება მეტი ტოტი გაზარდოს, ბევრად მდგრადია სტრესების მიმართ და კარგავს სიმყიფეს, ადვილია მისით ფორმების მიცემა და ნებისმიერი ტექნიკის გამოყენების საშუალებას ადვილად იძლევა.

როგორც ზემოთ ავღნიშნე ეს ტექნიკა არაბუნებრივია მცენარისთვის, ამიტომ არსებობს რისკი რომ რევეგეტაციისას მცენარემ დაიმატოს სქესი და გახდეს ჰერმაფროდიტი (ეს არა მარტო ამ ტექნიკისას, ზოგადად ძლიერი სტრესისასაც არის შესაძლებელი, გადამწიფებისასაც კი) დამტვეროს საკუთარი თავივე და აწარმოოს კაკლები, რაც ჩვენი მიზანი არაა, მაგრამ იმის ალბათობა რომ ამ კაკლებიდან იგივე გენეტიკის მცენარე ამოვა, მაღალია 💯

სტატია მომზადებულია Igor Golicinski ის მიერ

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.