
როგორ მოქმედებენ სასუქები და პესტიციდები მცენარეზე?
შეუძლიათ სასუქებს, საკვებსა და შესაწამლ ნივთიერებებს მართლა იმოქმედონ კანაფის ყვავილედების გემოზე? დიახ. მაგრამ არამარტო გემო, ასევე მოსავლის რაოდენობა და საერთო ეფექტების სიძლიერეა დამოკიდებული მათზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ქიმიკატები, რომლებსაც ჩვენი მცენარის ნიადაგის გასამდიდრებლად ვიყენებთ, ასევე იმკვიდრებენ ადგილს საბოლოო პროდუქტში. ყველა იმ გროუერისთვის, რომლის ოცნებაა ხარისხიანი ყვავილედების მიღება, სტატიაში განვიხილავთ რამოდენიმე მოკლე რჩევას თუ როგორ გამოვკვებოთ მცენარე ისე, რომ მივიღოთ ნატურალური და გემრიელი ყვავილედები.
რა ეფექტი გააჩნია სასუქებისა და საკვები ნივთიერებების დამატებას მცენარის ნაწარმოები ყვავილედების ხარისხზე? უფრო დიდი ვიდრე ჩვენ ველით. იმდენად დიდი ეფექტი, რომ შეუძლია გავლენა იქონიოს ყვავილედების აგებულებაზე. ეს ნიშნავს, რომ რაც არ უნდა დავამატოთ ჩვენს ნიადაგს, ის პირდაპირ აისახება ჩვენს ყვავილებზე. რათქმაუნდა, აუცილებელია განვასხვავოთ სასუქები და პესტიციდები, რადგან ისინი არ არიან ერთნაირად დამაბინძურებლები. მოდით ნელნელა დავიწყოთ.
სასუქები

სასუქების უმრავლესობა დამზადებულია ძირითადი ქიმიური შემადგენელი ელემენტებისგან, როგორებიცაა აზოტი (N), ფოსფორი (P), კალიუმი (K), და უფრო ნაკლები შემცველობით კალციუმისა და მაგნიუმისგან. ეს ინგრედიენტები აუცილებელია სუბსტრატისთვის, რათა კანაფის მცენარეს მიეწოდოს ყველა საჭირო ნივთიერება კანაბინოიდებისა და ტერპენების საწარმოებლად, მაგრამ მხოლოდ ეს არაა. ისინი ასევე აუმჯობესებენ მცენარის მოსავლის რაოდენობას. თითქმის ყველა გამოცდილი მებაღე იყენებს სასუქებს, ორგანულსა თუ ქიმიურს, რათა მიიღოს დიდი რაოდენობის მოსავალი, ხარისხითა და რაოდენობით. სასუქების სწორი დოზირებით, თქვენ შეგიძლიათ პოზიტიური შედეგებით დაამთავროთ კანაფის ზრდა, რამეთუ დაეხმარებით მცენარეს, აწარმოოს უფრო მეტი აქტიური სუბსტანციები და ძლიერი არომატები.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მარიხუანასთვის გადაჭარბებული დოზით სასუქის მიწოდებამ შესაძლოა პირიქით იმოქმედოს და პრობლემები შეუქმნას თქვენს გროუს, ამიტომ ყურადღებით იმოქმედეთ. აუცილებლად გაეცანით ნებისმიერი სასუქის ქიმიურ შემადგენლობას, ეცადეთ დოზირება ცხრილების მიხედვით მოახდინოთ, რომლებიც ძირითადად ეტიკეტებზეა მოცემული და ხშირად მიეცით მცენარეს სუფთა წყალი, ჩვენი რჩევაა ყოველ მესამე მორწყვაზე. აუცილებლად აკონტროლეთ მჟავიანობა და PPM.
მიუხედავად იმისა, ზედმეტ სასუქს მისცემთ თუ არა მცენარეს, რეკომენდირებულია ჰარვესტამდე 15 დღით ადრე მისი სრული ჩარეცხვა, რაც გამოიწვევს ნიადაგის გასუფთავებას ზედმეტი მარილებისა და ჭუჭყისგან, მცენარეს ნიადაგში მხოლოდ ნატურალური ელემენტები დარჩება საკვებად, ამიტომ ის მიიღებს სუფთა, მაქსიმალურად ქიმიკატებისგან დაცარიელებულ საკვებს, რაც აუცილებლად აისახება მოსავლის გემოსა და შეგრძნებებზე. თუ მაინც გადაწყვეტთ მცენარის სასიცოცხლო ციკლის ბოლოს სასუქების მიწოდებას, თქვენივე რისკი იქნება, რომ მცენარემ შესაძლოა დაკარგოს არომატი და სურნელი.
პესტიციდები

პესტიციდებს ყველაფრის შეცვლა შეუძლიათ. ისინი დამზადებული არიან საშიში კომპონენტებით, რომლებსაც შეუძლიათ ყვავილედების ხარისხზე გავლენის მოხდენა. ის ინგრედიენტები, რომლებიც პესტიციდებშია აღმოჩენილი, ძირითადად, ქიმიურად აგრესიული ელემენტებია, სწორედ ამიტომ მათი გამოყენება ხდება სოკოებისა და მავნებლების წინააღმდეგ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ დღეისათვის ბაზარზე არსებული ნიადაგების უმეტესობა უკვე დამუშავებულია პესტიციდებით, ამიტომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ გამოიყენებთ დამატებით სხვა საშუალებებს, მცენარე მაინც მიიღებს პესტიციდების გარკვეულ რაოდენობას. მაგრამ არსებობს სხვა, ბუნებრივი საშუალებებიც, რომელთა დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მავნებლებსა და სოკოს შეებრძოლოთ, ყველაზე ნატურალური საშუალებაა ორგანული მტაცებლების არსებობა, მაგრამ ამის შესახებ სხვა სტატიაში, მოგვიანებით გაცნობებთ.
მცენარის ჩარეცხვის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია ყველა ქიმიური ელემენტისგან თავის არიდება, ასე რომ, მაქსიმალურად ეცადეთ პესტიციდების გამოყენების თავიდან არიდება, რადგან კანაფის მოხმარებისას ჩვენ გვინდა მივიღოთ კანაბინოიდები და არა აგრესიული შხამები.