
რატომ ვეღარ ეწევით კანაფს ისე, როგორც ადრე?
თუ თქვენ ეწევით კანაფს ყოველდღიურად თვეების და წლების მანძილზე, რაღაც პერიოდის შემდეგ თქვენ გრძნობთ, რომ ისე აღარ “ბოლდებით” როგორც უწინ, აღარ გაქვთ ის ბავშვური ხითხითი და ხალისი როგორც მოწევის დაწყებისას იყო და უკვე აღარ ერიდებით ხალხთან ურთიერთობას როდესაც “High”-ში ხართ. მარიხუანას ხანგრძლივად მოხმარებისას, უკვე მოიხმართ მას ნებისმიერი აქტივობის წინ, ყველა კითხვის ნიშნის გარეშე, რადგან “High” ჩვეულებრივ მდგომარეობას ემსგავსება ნელნელა.
ამას იწვევს კანაბინოიდების რეცეპტორები, უფრო კონკრეტულად “CB1” რეცეპტორები, რომელთა საშუალებითაც ხდება THC-ს აღქმა და მიწოდება ტვინამდე. მუდმივი მოხმარება რეცეპტორებს აიძულებს გამოიმუშავონ იმუნიტეტი THC-ს წინააღმდეგ, როდესაც მიიღებთ კანაფს, რეცეპტორები უარს ამბობენ მის აღქმაზე და ტვინი ცდილობს ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.
ეს ორგანიზმის გადარჩენის ინსტიქტია, რომ თავი დაიცვას ე.წ. “მომწამვლელი” THC-სგან.
კვლევებმა აჩვენა, რომ CB1 რეცეპტორები გაწმენდას იწყებენ 2 დღიანი შესვენების შემდეგ, ხოლო სრული აღდგენისთვის მათ 3-4 კვირამდე ჭირდება (არის შემთხვევები როდესაც მეტ დროს ანდომებს).
საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ კანაფი ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა, რომელიც მიჩვევას არ იწვევს. კი, ნამდვილად ბევრად უსაფრთხოა ვიდრე სხვა საშუალებები და ბევრად ნაკლებად იწვევს დამოკიდებულებას, მაგრამ კვლევებმა დაადგინეს, რომ აბსტინენცია (იგივე “ლომკა”) კანაფსაც ახასიათებს.
სიმპტომები იწყება მოწევის შეწყვეტიდან 2-4 დღეში (რათქმაუნდა თუ მართლა დამოკიდებულია ორგანიზმი, 2 თვის მწეველებზე არაა საუბარი) და შესაძლოა გაგრძელდეს 2 კვირა, იშვიათ შემთხვევებში მეტი.
მისი ფიზიკური სიმპტომებია: თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ოფლიანობა, უძილობა, უმადობა, მუცლის ტკივილი, სხეულში სიმხურვალის შეგრძნება, ფაღარათი.
ასევე ამ პერიოდში ადამიანს აღენიშნება: გაღიზიანებულობა, ბრაზი, დეპრესიული ხასიათი, მოუსვენრობა, ნერვიულობა.
სტატიის ავტორია ჩვენი ჯგუფის წევრი: Igor Golicinski
შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში