როგორ შევქმნათ კანაფის კლონები?

იცოდი რომ კანაფის მცენარისგან კლონების გამოყვანა შეგეძლო? თითქოს რაღაც არარეალურ ექსპერიმენტს გავს არა? მაგრამ არის უპირატესობები, რომლებიც კლონირებას გააჩნია თესლიდან გროუინგთან შედარებით და კლონის შექმნა უფრო მარტივია ვიდრე შენ ფიქრობ.

რა არის კლონირება და რატომ უნდა გინდოდეს კლონის შექმნა?

კანაფის შეჯვარების ორი გზა არსებობს. ერთია სექსუალური რეპროდუქციის გზა, როდესაც მამალი მცენარე წარმოქმნის მტვერს და დამტვერავს დედალ მცენარეს, რათა ამ უკანასკნელმა შექმნას თესლები. ეს თესლები შემდგომში შეიძლება გამოყენებული იყოს დასათესად, რომლისგანაც წარმოიქმნება აწ უკვე ჰიბრიდად წოდებული ნაჯვარი.

მეორე მეთოდია კლონირება, ასევე ცნობილი როგორც, “ასექსუალური” რეპროდუქცია. კლონები ქვია გაფესვიანებულ მოჭრილ ტოტებს, რომლებიც გენეტიკურად იდენტურები არიან იმ მცენარისადმი, რომელსაც ის მოვაჭერით. არსებობს არაერთი უპირატესობა, რის გამოც კლონირება უფრო და უფრო პოპულარული ხდება როგორც კომერციულ, ასევე სახლის პირობებში გროუინგის სფეროში. თუ კლონირება სწორად შესრულდება, არამარტო თანხას დაგიზოგავთ, არამედ თქვენს “ბაღს” შესძენს სტაბილურობას და გამძლეობას.

კლონირების დახმარებით თქვენ შეძლებთ არაერთხელ დაამწიფოთ და მოსავალი აიღოთ თქვენი საუკეთესო ხასიათის მქონე მცენარისაგან. იმის გამო, რომ გენეტიკა იდენტურია, თქვენ იღებთ იგივე შედეგს, რაც მისი “მშობელი” მცენარისგან მიიღეთ. ასე რომ, თუ თქვენ შეგხვდებათ სთრეინი, რომლის მახასიათებლებითაც ძალიან კმაყოფილი დარჩებით, შეგეძლებათ მისგან შექმნათ კლონები და აწარმოოთ იგივე ეფექტების მქონე ყვავილედები. ჩვენ გირჩევთ დაკლონოთ ისეთი მცენარეები, რომლის სუნით, კანაბინოიდების შემცველობით, გროუინგის დროითა თუ მოსავლით კმაყოფილი იქნებით.

კლონირება არამხოლოდ დროსა და თანხას დაგიზოგავთ, არამედ გარანტიას მოგცემთ, რომ თქვენი ბაღი იქნება სტაბილურად ერთნაირი, უმაღლესი ხარისხის მოსავლით და სასიამოვნო სურნელით გაჟღენთილი.

კლონების შექმნა თქვენი ბაღიდან

კლონირებისთვის მომზადება საკმაოდ მარტივია და რამოდენიმე ნივთის ქონას მოითხოვს:

  • სამართებელი (“ბრიტვა”), ტოტების მოსაჭრელად. (ეცადეთ არ გამოიყენოთ მაკრატელი, რადგან ის ტოტის გარსს დეფორმაციას უკეთებს და გაფესვიანების პროცესი რთულდება)
  • წყალი
  • ნიადაგი გაფესვიანებისთვის (ქვა ბამბა, ქოქოსი, შეზავებული ნიადაგი, Root Riot)
  • ჰორმონები გაფესვიანებისთვის (ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია Clonex)

როდესაც საქმე “დედა მცენარის” არჩევაზე მიდგება, გირჩევთ მოძებნოთ ისეთი მცენარე, რომელიც ჯანმრთელია, მყარი და დაახლოებით 2 თვეა ვეგეტაციის ფაზაში. ზრდის ციკლის ამ ეტაპზე ყველაზე მეტი შანსია ტოტის გაფესვიანების, რადგან ვეგეტაციურ ფაზაში სტიმულირდება მცენარის ზრდისთვის საჭირო ელემენტები.

“დედა მცენარის” კლონირებისთვის მომზადებას რამოდენიმე საფეხური დაჭირდება:

  • დარწმუნდით, რომ მცენარეს შეუწყვიტეთ სასუქების მიწოდება რამოდენიმე დღით ადრე, სანამ მისგან კლონებს აიღებთ. ეს მცენარის დიდ ფოთლებს საშუალებას მისცემს ტოტებისკენ წაიღოს აზოტის დიდი რაოდენობა. ამ დროს ტოტის გადაჭრით მცენარე მოტყუვდება და ტოტი კვლავ განაგრძნობს ზრდას.
  • სამუშაოები ჩაატარეთ სტერილურ გარემოში. გააკეთეთ ყველაფერი, რათა თავიდან აიცილოთ გარემოს დაბინძურება და როგორც კლონებისთვის, ასევე “დედა მცენარისთვის” ზედმეტი პრობლემების შექმნა.
  • ეძებეთ ქვედა ტოტები, რომლებიც მყარი და ჯანმრთელია. თუ თქვენი კლონები გადაგაქვთ ქვა-ბამბაში, ეცადეთ ცენტრში მოაქციოთ ტოტი.
  • გადაჭერით შეძლებისდაგვარად ყველაზე ახლოს მთავარ ღეროსთან, 45 გრადუსიანი დახრილობით. ეს გაზრდის გასაფესვიანებელ არეალს და უფრო დააჩქარებს ამ პროცესს.
  • ახალი გადაჭრილი ტოტი მაშინვე მოათავსეთ წყალში, რათა ტოტში ჰაერის ბუშტუკების წარმოება გაანეიტრალოთ და თავიდან აიცილოთ. ბუშტუკებს შეუძლიათ ითამაშონ ბარიერის როლი და ტოტს არ მიაწოდონ წყალი, რაც მოკლავს ახალ კლონებს.

მას შემდეგ, რაც მოჭრით რამოდენიმე ტოტს და მოათავსებთ მათ წყალში, დროა “გასხლათ” კლონები და მოაცალოთ მათ შუაზე დაბლა მყოფი სავენტილაციო ფოთლები, რაც შექმნის სანიტარულ გარემოს და დაეხმარება მცენარეს მთელი ენერგია წაიღოს ზემოთ მდებარე ფოთლებისაკენ.

ნიადაგის შერჩევა კლონირებისთვის

როდესაც საქმე გასაფესვიანებელ ნიადაგზე მიდგება, ძირითადად 3 არჩევანია:

  • გამოიყენეთ ქვა-ბამბის კუბები. ქვა-ბამბა იდეალურ გარემოს ქმნის კლონირებისთვის, მისი უნიკალური ჰაერგამტარიანობით და ტენიანობის შენარჩუნებით. ქვა-ბამბის შოვნა ნებისმიერ სამშენებლო მაღაზიაში შეგიძლიათ. ასევე იყიდება უკვე დაჭრილი, გამზადებული კუბები სხვადასხვა გროუ-შოპებში.
  • კლონი გადაიტანეთ წინასწარ მომზადებულ ნიადაგში. კლონირებისთვის არ არის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით გაჟღენთილი ნიადაგი. ეცადეთ არ გადააჭარბოთ მორწყვას და არც გამოაშროთ მიწა.
  • გააფესვიანეთ წყალში. წყალში გაფესვიანება არ საჭიროებს კლონირების დანამატებას. უბრალოდ მოათავსეთ ტოტი წყალში და დაელოდეთ, სანამ გამოუვა ფესვები.

ზემოთ ჩამოთვლითაგან სამივე გზას აქვს თავისი პლუსები და მინუსები. ჩაატარეთ ექსპერიმენტები, ცადეთ სამივე და ნახეთ რომელი იმუშავებს თქვენთვის უკეთ. რომელიც არ უნდა ცადოთ, დარწმუნდით, რომ მცენარე მიიღებს საკმარის ტენიანობას და განათებას, მინიმუმ 18 საათით.

ფესვების ტრანსპლანტაცია

თქვენ მიხვდებით როდის არის კლონი მზად ტრანსპლანტაციისთვის (გადარგვისთვის), როდესაც დაინახავთ, რომ მისი ვეგეტაციური ზრდა კვლავ გაგრძელდა. ამ მომენტში თქვენ უნდა გადაიტანოთ ისინი უფრო დიდ ქოთანში/კონტეინერში. ეს პროცესი ისევე მოითხოვს სანიტარული ნორმების დაცვას, როგორც თავად კლონირება, რადგან არასწორად ჩატარებული ტრანსპლანტაციის შემთხვევაში დიდია შანსი, რომ მცენარემ სტრესი მიიღოს და შეაჩეროს ზრდა.

კლონირების რეჟიმის სწორად დალაგებას შეუძლია სასწაული მოახდინოს თქვენს ბაღში და შეგიქმნათ იდეალური, სტაბილური მოსავალი. გარდა შედეგებისა, დაგიზოგოთ დრო და თანხები.

კლონირების დასაწყებად არ გჭირდებათ განსაკუთრებული უნარები და ცოდნა, ყველაფერს პრაქტიკა ჭირდება. დაიწყეთ ახლავე, და ნახეთ რა შედეგების მიღწევა შეგეძლებათ, მთელი წლის განმავლობაში.

შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში

დატოვე კომენტარი

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირვლემა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი კანაპედიას კლუბის წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.