როგორ გავაღვივოთ კანაფის თესლი?

კანაფის თესლის გაღვივების საუკეთესო და მარტივ გზას მხოლოდ რამოდენიმე ერთჯერადი ხელსახოცი და ორი ჩვეულებრივი თეფში ჭირდება.

1. მომზადება

აიღეთ ერთი თეფში და ჩააფინეთ მასში რამოდენიმე, წყალში დასველებული ერთჯერადი ხელსახოცი. ზედმეტი წყალი გადაასხით.

დაალაგეთ თესლები ხელსახოცზე, ისე რომ ყველა თესლს ქონდეს საკმარისი ადგილი. ერთმანეთს არ მიალაგოთ.

ზემოდან დააფარეთ სველი ხელსახოცების მეორე ფენა. ზედმეტი წყალი გადაასხით.

ბოლოს დაახურეთ მეორე თეფში ზევიდან, ისე რომ, შეიქმნას ბნელი, ნესტიანი, სივრცე, რომელიც აუცილებელია თესლის გასაღვივებლად.

2. გაღვივება

მოათავსეთ თეფშები სადმე თბილ ადგილას, 21ºC-დან 26ºC-მდე. მოარიდეთ პირდაპირ სინათლეს.

შეამოწმეთ თესლები ყოველდღე, რათა დარწმუნდეთ, რომ ხელსახოცები არ გამშრალა. დაამატეთ წყალი საჭიროების შემთხვევაში.

რამოდენიმე დღის განმავლობაში, ზოგიერთი ან ყველა თესლი გაიხსნება და გამოყოფს ფესვს. კანაფის თესლებისთვის გახსნის ნორმალური პერიოდი 72 საათამდე მერყეობს. იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა ეს პროცესი 10 დღემდე ან ორ კვირამდეც კი გაგრძელდეს.

როდესაც ფესვები რამოდენიმე მილიმეტრზე გამოვა თესლიდან, ფრთხილად უნდა გადავიტანოთ და ჩავრგოთ ნიადაგში (მიწა, ქოქოსი, ქვა-ბამბა).

3. დარგვა

ნიადაგში გააკეთეთ ნახვრეტი, დაახლოებით 2-ჯერ თესლის ზომის, რაც საშუალოდ 2-5 მმ-ია ზედაპირიდან.

ამ ნახვრეტში მოათავსეთ თესლი, ფესვით ქვემოთ და დაფარეთ ნიადაგის იმ რაოდენოებით, რაც სინათლის შესაჩერებლად ეყოფა, მაგრამ არა იმდენით, რომ ხელი შეუშალოს მის ამოსვლას და გაზრდას.

დარგვიდან 24-72 საათის შემდეგ ჩითილი თავს ამოყოფს ზედაპირიდან.

4. ჩითილობის ფაზა

ჩითილები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ მკვეთრ სინათლეს, მაგრამ არ გადაამეტოთ, მოეპყარით მათ ნაზად.

Outdoor-ისთვის განკუთვნილი ჩითილები მოათავსეთ ფანჯრის რაფაზე, სადაც პირდაპირ მიიღებენ მზის სხივებს. ყოველდღე გაუზარდეთ მზეზე ყოფნის დრო, რათა შეეჩვიონ ზაფხულში დიდხანს მზეზე ყოფნას.

Indoor-ისთვის განკუთვნილი ჩითილები უპრობლემოდ გაიზრდებიან ხელოვნურად განათებულ ადგილებში, როგორებიცაა Growbox, Grow-tent და სხვა. სხვადასხვა ნათურების გამოყენების შემთხვევაში, აკონტროლეთ ჩითილის დაშორება ნათურასთან 30-60 სმ დიაპაზონში, რათა თავიდან აიცილოთ მცენარის გადახურება.

ბედნიერ გაზრდას გისურვებთ!

დატოვე კომენტარი

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირვლემა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი კანაპედიას კლუბის წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.