როგორ გავზარდოთ ერთი ძირი კანაფი?

სახლის პირობებში ერთი ძირი კანაფის გაზრდას მრავალი უპირატესობა აქვს, და არამარტო დამწყები გროუერებისთვის. ერთი ძირის მოვლის სიმარტივე ნამდვილად ეხმარება დამწყებებს განვითარებაში, მაგრამ აქ ამაზე არ ვისაუბრებთ.

პირველ რიგში, გაზრდისთვის საჭირო ადგილის მოძებნა ბევრად მარტივი ხდება. რეალურად, ნებისმიერ ადგილას შეიძლება ერთი ძირი კანაფის გაზრდა, მთავარია რამოდენიმე წესი დაიცვათ და პირობები შეუქმნათ. ასევე, რაც უფრო ცოტა მცენარეა, უკეთესად უვლით.

მაგრამ, დიდი ალბათობით, ერთი ძირის გაზრდის მთავარი უპირატესობა, შემცირებული ხარჯებია. კანაფის გაზრდა საკმაო ხარჯებთან არის დაკავშირებული. ასეა თუ ისე, ერთი ძირის გასაზრდელად თესლის, სასუქის, ნიადაგისა და კარგი განათების გარდა, ძვირიანი არაფერი დაგჭირდებათ. მთლიანი ინვესტიცია მინიმალურია, და რამოდენიმე თვეში, უმაღლესი ხარისხის მარიხუანით გიფასდებათ.

რას უნდა ელოდოთ ერთი ძირი კანაფისგან?

არის რაღაც, რაც სახლში გაზრდილ კანაფს განსაკუთრებულს ხდის! გრძნობა, როდესაც მისი ყვავილობის სურნელს შეიგრძნობ შეუცვლელია. მაგრამ რამდენ მარიხუანას დატოვებს ძირი?
პასუხი მარტივია: გააჩნია თესლის გენეტიკას.

კანაფის ყველა თესლს აქვს გარკვეული გენეტიკური თვისებები, რომლებიც თანდაყოლილია და მასზეა დამოკიდებული მცენარის გაზრდა ჩითილიდან დასრულებამდე და ჩვენ ამ გენეტიკას ვერ შევცვლით, როგორც არ უნდა მოვუაროთ მას. მაგალითად, თუ რომელიმე ჯიში გამოყვანილია ისე, რომ 200 გრამამდე მოსავალს ტოვებს, ეს არის მაქსიმუმი რასაც უნდა ველოდოთ. ჯიშის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ერთი ძირის გაზრდის შემთხვევაში გჭირდებათ დახურულ სივრცეში (Indoor) გასაზრდელი თესლი. ზოგი ჯიში უფრო პროდუქტიულია სხვებთან შედარებით მოსავლის თვალსაზრისით, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რაოდენობა ყველაფერი არ არის, შესაძლოა სხვა ჯიშმა ცოტა, მაგრამ უკეთესი მოსავალი დატოვოს.

იპოვნეთ სწორად შერჩეული გასაზრდელი ოთახი

გამომდინარე იქიდან, რომ ვსაუბრობთ ზუსტად ერთი ძირის გაზრდაზე, აუცილებელი არ არის გასაზრდელი ოთახი “ოთახი” იყოს. შეგვიძლია გამოვიყენოთ ცარიელი კაბინეტი, ტანსაცმლის კარადა ან ნებისმიერი რამე, რაც დახურული იქნება და საკმარის ადგილს მოგვცემს კანაფის გასაზრდელად. თუ თქვენ “დასამალი” არაფერი გაქვთ, შეგიძლიათ საკუთარი მისაღები ოთახიც კი გამოიყენოთ. მოკლედ, სადაც არ უნდა გადაწყვიტოთ მისი დარგვა, გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია კარგი ვენტილაცია და სტაბილური, თბილი ტემპერატურა, იდეალურ შემთხვევაში 25-27 °C.

ვენტილაცია

არაადექვატურ ვენტილაციას მცენარისთვის ზიანის მიყენება და პრობლემების გამოწვევა შეუძლია. განსაკუთრებით მაშინ, თუ ტენიან ადგილას ცხოვრობთ. მაგრამ საბედნიეროდ თქვენი ბაღის ჯანმრთელობისთვის დიდი სამუშაოს ჩატარება არ მოგვიწევს.
მარტივი გადაწყვეტაა კომპიუტერის ქულერი, ან უბრალო პატარა დიამეტრის ვენტილატორი, რომელიც ჰაერს ცირკულაციის საშუალებას მისცემს. იდეალურ შემთხვევაში დააყენეთ ჰაერის გამწოვიც შემტანთან ერთად და ეცადეთ ჰაერის ნაკადს პირდაპირი შეხება არ ქონდეს მცენარესთან. დარწმუნდით, რომ შიგნით შეტანილი ჰაერი, გარეთ გამოვა.
თუ ნესტმა და ტენიანობამ შეგაწუხათ, აუცილებლად იყიდეთ დეჰიდრატორი, ძვირი არ არის, მაგრამ ხშირი გაწმენდვა ჭირდება.

ტემპერატურა

ძირითადად, კანაფის თავს კომფორტულად გრძნობს იმ ტემპერატურაში, რაშიც ადამიანები. ეს არის 25-27°C. ნათურები გამოყოფენ სითბოს, ამიტომ უნდა ვაკონტროლოთ ტემპერატურა ნათურების მომატებასთან ერთად.
გამომდინარე იქიდან, რომ LED ნათურებისა და ვენტილატორის გამოყენებას ვაპირებთ, ტემპერატურა პრობლემებს არ შეგვიქმნის. ეს ძირითადად დიდ გროუ-ბოქსებში ხდება, სადაც HPS (სოდიუმი) ნათურებს იყენებენ.

განათება

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ერთი ძირის გაზრდის მთავარი უპირატესობა დანაზოგია. დაივიწყეთ ლამაზი, თვალისმომჭრელი, ძვირიანი განათებები და აწყობები. უბრალო სრული სპექტრის ნათურები მოახდენენ ტრიუკებს.
დარწმუნდით, რომ თქვენი მცენარი მიიღებს მინიმუმ 48W სრული სპექტრის განათებას. ეს სრულიად საკმარისია მცენარის დასასრულებლად, მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რაც უფრო მეტი იქნება სინათლე, მეტი იქნება მოსავალი. კანაფის მოსავლიანობა დამოკიდებულია დახარჯულ ენერგიაზე.

იპოვნეთ იდეალური თესლი

უკვე ვისაუბრეთ მცენარის თესლის ხარისხის მნიშვნელობაზე. საბოლოოდ, მაინც პირადი გადასაწყვეტია, როგორ თესლს შეიძენთ. ზოგს სუნი და არომატი მოსწონს, ზოგი უპირატესობას THC-ს მაღალ მაჩვენებელს ანიჭებს.
ერთადერთი რაც შეგვიძლია დანამდვილებით გითხრათ, ეცადეთ ყოველთვის შეიძინოთ თესლების 3-იანი შეფუთვა, რადგან გერმინაცია (თესლის გაღვივება) ყოველთვის იდეალურად არ ხდება, ასე რომ თავის დაზღვევა ჯობს.

ნიადაგში გაზრდა

კანაფის გაზრდის მრავალი ხერხი არსებობს, მაგრამ როდესაც მხოლოდ ერთ ძირზე ვსაუბრობთ, ნიადაგი ერთადერთი გზაა. ძირითადად მისი შემცვლელი ჰიდროპონიკული სისტემაა, რომელიც მასთან შედარებით ბევრად ძვირია და გათვლილია უფრო დიდი ზომის ბაღებისათის. ჩვენს შემთხვევაში ჰიდროპონიკა ზედმეტი ხარჯია, ჩვენი სტატიის მთავარი მიზანი კი ხარჯის შემცირებაა, ასე რომ, ნიადაგზე ვაჩერებთ არჩევანს.

ქოთნის არჩევა

საწყის ეტაპზე, ძალიან მარტივად, შეგვიძლია გამოვიყენოთ პლასტიკური ბოთლები ან უბრალო, ერთჯერადი ჭიქა, სადაც გერმინაციის (თესლის გაღვივების) შემდეგ ჩავრგავთ მცენარეს და დავაჩითილებთ. შემდეგი ეტაპებისთვის გამოიყენეთ საკმარისი ზომის (10-12ლ) ქოთანი, რომელიც დამზადებული იქნება ორგანული მატერიალისგან რათა ჟანგბადს მოძრაობის საშუალება მისცეს, და მთავარი, რაშიც არ უნდა ჩარგოთ მცენარე, ძირი გაუხვრიტეთ დრენაჟისთვის. ზედმეტი წყალი და ტენი, მოიზიდავს მწერებს და სოკოებს და გაპრობლემდება.

მაღალი ხარისხის ნიადაგი

ყველაზე მაღალი ხარისხის ნიადაგიც კი საკმაოდ იაფია. მიაკითხეთ ადგილობრივ მებაღეობის მაღაზიას და მოთხოვეთ შეზავებული, გაუმჯობესებული ნიადაგი და დაამატეთ მას პერლიტი ან ვერმიკულიტი. ამ გზით თქვენ შეამცირებთ დამატებითი სასუქების ხარჯს და შეძლებთ დიდხანს შეუნარჩუნოთ ტენი ფესვებს და ასევე ჰაერი მიაწოდოთ მათ.

სასუქები

ერთი ძირის გაზრდის უპირატესობათაგან უმნიშვნელოვანესია, რომ სასუქებზე დიდი თანხის დახარჯვა არ მოგიწევთ. კარგად შეზავებული ნიადაგი მიიყვანს თქვენს მცენარს ვეგეტაციიდან ყვავილობამდე.

თუ გინდათ, რომ გააძლიეროთ მცენარე, ეცადეთ გამოიყენოთ ორგანული სასუქები. ისინი ამცირებენ მარილების შემადგენლობას მცენარეში და მივყავართ უკეთესი ხარისხის პროდუქტამდე.

დაიმახსოვრეთ, ხშირია სასუქების გამოყენებისას დოზის გადამეტება, ასე რომ მიაქციეთ ყურადღება და არ გადაამეტოთ.

ბედნიერ გაზრდას გისურვებთ!

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.