როგორ მოვამზადოთ კანაფის შემცველი კარაქი (კანაკარაქი)

კანაკარაქი არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ხშირად გამოყენებადი გზა კანაფის შემცველი საკვები პროდუქტების დასამზადებლად. მაგრამ, მისი დამზადება ხანდახან შეიძლება ოდნავ რთული და ჩახლართული მოეჩვენოს ახალბედას, ამიტომ, გთავაზობთ მარტივ რეცეპტს მის მოსამზადებლად. იმისათვის, რომ კანაფმა გამოყოს ის ქიმიური ელემენტები რომლებიც ჩვენ საყვარელ ეფექტს იწვევენ, აუცილებელია რომ იგი გავახუროთ ნელა და დაბალ ტემპერატურაზე. ეს რეცეპტი ჯერ გაგვატარებს დეკარბოქსილაციის პროცედურას, და შემდეგ უშუალოდ კარაქის დამზადებას.

კარაქი არის გემრიელი და მრავალმხრივი ‘მასპინძელი’ THC-სთვის და სხვა კანაბინოიდებისათვის. თუმცა ის არ არის ერთადერთი, ასევე შეიძლება ქოქოსის, მსესუმზირის, ზეითუნის ზეთების ან სხვა ნებისმიერი ცხიმიანი ზეთის გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ კარაქი საკმაოდ ადვილად იწვის, ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ გამოხარშვის მთელი დროის განმავლობაში რათა არ დაიწვას და THC არ ‘გაგვეპაროს’.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა კარაქი
  • 1 ჭიქა (7-10 გრამი) კანაფი

აუცილებელი და ხშირად უგულვებელყოფილი პირველი ნაბიჯი კანაკარაქის დასამზადებლად: დეკარბოქსილაცია

კანაკარაქის გაკეთებამდე, აუცილებელია დეკარბოქსილაცია გავუკეთოთ კანაფს რომლის კარაქში არევასაც ვაპირებთ. ამის გარეშე, დასრულებული პროდუქტი იქნება სუსტი ან უარეს შემთხვევაში უეფექტო. მიზეზი არის ის, რომ კანაფი ბუნებრივად შეიცავს THCA-ს, ხოლო მოწევის დროს, სიმხურვალე მას გარდაქმნის THC-დ, მოლეკულა რომელსაც მოაქვს ჩვენთვის სასრუველი ეფექტი.

ზოგი რეცეპტი გვეუბნება, რომ დეკარბოქსილაცია პირდაპირ კარაქთან ერთად მოვახდინოთ, მაგრამ ამის შედეგი უფრო სუსტი იქნება, ჩვენს შემთხვევაში, ამ პროცესს ცალკე დროს ვუთმობთ.

კანაკარაქის რეცეპტი:

  1. მოახდინეთ კანაფის დეკარბოქსილაცია. წინასწარ გაახურეთ ღუმელი 120C-მდე. გაამზადეთ ღუმელის ჭურჭელი რომელიც არ მიიკრავს, სასურველია ასევე გადააკრათ ე.წ კულინარიული ‘ფოლგა’. შედგით ჭურჭელი უკვე გახურებულ ღუმელში და დააყენეთ თაიმერი 30-40 წუთზე. უფრო ძველ, კარგად გამომშრალ კანაფს შედარებით ნაკლები დრო დაჭირდება. ასევე შეგიძლიად 120 გრადუსის ნაცვლად, 200 გრადუსამდე გაახუროთ ღუმელი და 40 წუთის ნაცვლად, 20 წუთით შედგათ, თუმცა ეს ნაკლებად არის რეკომენდირებული რადგან ნელა და დაბალ ტემპერატურაზე დეკარბოქსილებულ კანაფზე უკეთესი ეფექტია შემჩნეული. ყოველ 10 წუთში “შეანჯრიეთ” ან მოურიეთ კანაფს, რათა ყველა ნაწილი სათანადოდ მომზადდეს.
  2. დაფქვით დეკარბოქსილებული კანაფი კარგად ხელის საფქვავით.
  3. გაადნეთ კარაქი ქვაბში ჩააგდეთ 1 ჭიქა კარაქი და ჩაასხით 1 ჭიქა წყალი. დაადგით დაბალ ცეცხლზე და შეუჩერებლად ურიეთ სანამ კარაქი არ გადნება. წყლის დამატება დაგეხმარებათ ტემპერატურის დარეგულირებაში და დაიცავს კარაქს დაწვისგან.
  4. ჩაყარეთ კარაქი როდესაც კარაქი გადნება, დაამატეთ კარგად დაფქვილი კანაფი და მოურიეთ რო თანაბრა განაწილდეს.
  5. გააგრძელეთ მორევა შეინარჩუნეთ დაბალი ტემპერატურა (იდეალურად 70 გრადუსი, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ 90 გრადუსს.) და აცადეთ მიქსტურას 2-3 საათი თან პერიოდულად მოურიეთ. მნიშვნელოვანია, რომ მიქსტურა არ მივიყვანოთ დუღილამდე.
  6. გაწურეთ კანაკარაქი თქვენი არჩევნით აიღეთ ნებისმიერი ე.წ ‘ბანკა’ ან კონტეინერი რომელშიც გინდათ კარაქის მოთავსება, ჩადგით ძაბრი და გადააფარეთ გასაწური ნაჭერი, რეკომენდირებულია ე.წ ‘ბინტი’. როდესაც კარაქი ოდნავ გაგრილდება, ჩაასხით მასა ძაბრში და საქმე გრავიტაციას ანდეთ. არ არის რეკომენდირებული წნევის საშუალებით გაწურვა, მაგალითად ნაჭერზე ხელის მოჭერით.
  7. შედგით კონტეინერი მაცივარში თუკი კონტეინერის ძირზე წყალი დაგროვდება, გამოიღეთ მაცივრიდან ერთი საათის შემდეგ და გადაასხით ზედმეტი სითხე და დააბრუნეთ მაცივარში.

რჩევები კანაკარაქის დოზირებისთვის

კანაკარაქის სიძლიერე დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მაგალითად, თუ რამდენ ხანს უკეთებდით მას დეკარბოქსილაციას და რა ტემპერატურით, რათქმაუნდა დამოკიდებულია თვითონ მცენარის ჯიშზეც. საბოლოო პროდუქტის სიძლიერის დასატესტად აიღეთ იგი ჩაის კოვზის 1/4-ზე ან 1/2-ზე, წაუსვით იგი რამეზე ან პირდაპირ შეჭამეთ და დაელოდეთ ეფექტს. შემდეგ კი მაგ გამოცდილების მიხედვით განსაზღვრეთ მომავალში დოზები.

კანაკარაქი არ არის რეკომენდებული დამწყები მომხმარებლებისთვის

წყარო

შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.