
როგორ დავიცვათ მოსავალი წვიმისგან?
ოქტომბერი (ქროფტომბერი) უკვე კარს მოგვდგომია და თქვენი მცენარეები დაიხუნძლა დიდი, სავსე კოლებით. თქვენ დაგჭირდებათ ამინდისთვის ყურადღების მიდევნება: ადრეულმა უამინდობამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას თქვენს ბაღს. ამიტომ გთავაზობთ სხვადასხვა ხერხებს თუ როგორ დავიცვათ მოსავალი წვიმისგან.
უპირველეს ყოვლისა: არ დაპანიკდეთ. გადავხედოთ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ აუთდორზე წვიმიან დღეებში, რათა მშვიდად იყოთ.
შტორმის დაწყებამდე
პირველ რიგში, მოემზადეთ. როდესაც საქმე შტორმსა და კანაფს ეხება, თქვენი დაცვის მექანიზმების პირველი ხაზი კარგად დაბმაა. სველი ყვავილედები გაცილებით მძიმეა, რაც ნიშნავს იმას, რომ მცენარეს იმაზე მეტი სტრუქტურული გამაგრება ჭირდება ვიდრე თქვენ ფიქრობდით.
საყრდენი ქსელი და სარებით წინასწარი გამყარება
საწყის ეტაპზე დარწმუნდით, თქვენი მცენარეების ძირითადი ტოტები გამაგრებულია თუ არა. საყრდენი ქსელი შეიძლება დაყენდეს მცენარის ირგვლივ, ადრეული ასაკიდან და სეზონის ბოლოს ნამდვილ სასწაულს მოახდენს. ღეროს გაყოფის ყველა წერტილი ადვილად შეიძლება გადატყდეს. იპოვეთ ეს წერტილები და ბამბუკის სარებითა და მცენარის სამაგრით გაამყარეთ დიდი ტოტები.
მას შემდეგ, რაც მცენარის შიდა მხარე მზადაა, მივხედოთ გარე ყვავილედებს. გამოიყენეთ ძლიერი და მყარი მატერიალები. ჩაარჭეთ მიწაში თქვენი მცენარის გვერდით. ისენი ხელს შეუწყობენ საყრდენი ქსელის ან სქროგის მატერიალს.
მიამაგრეთ და დაუთმეთ დრო ტოტების ან ყვავილედების განცალკევებას ბადეში. ყვავილედების განცალკევება ხელს შეუწყობს ჰაერის უკეთეს მოძრაობას, რაც მათ სოკოსგან დაიცავს.
სადრენაჟო სისტემა
ქოთნებში გაზრდის შემთხვევაში, დრენაჟი არ უნდა იყოს პრობლემა. მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ქოთნის ირგვლივ გუბე არ დგება.
თუ მცენარეები პირდაპირ მიწაშია, აუცილებლად უნდა იყოთ დარწმუნებულები, რომ წვიმის შემდეგ წყალი ნიადგში არ დაგროვდება. ზოგიერთი ნატურალური ბარიერი დრენაჟისთვის თვალით უხილავია, როგორც მაგალითად, ნაშალი ქვა ზედაპირის ქვეშ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფესვების წყლით გაჟღენთვა წვიმის შემდგომი დღეების განმავლობაშიც.
ამის თავიდან აცილების საუკეთესო გზა წინასწარი შემოწმებაა. დარგვის სეზონამდე შეამოწმეთ თქვენი ბაღის ტერიტორია, თუ რა მოსდის ძლიერი წვიმის დროს და მის შემდეგ. თუ დრენაჟის პრობლემა გამოჩნდა, გამოიყენეთ სადრენაჟო მილი, რომელიც დაგეხმარებათ ზედმეტი წლის გატანაში ან მოძებნეთ ახალი ლოკაცია.

მოსავლის ქარისგან დაცვა
ქარი შეიძლება დიდი პრობლემა აღმოჩნდეს თქვენი კანაფისთვის. როდესაც ადგილს არჩევთ, ყურადღება მიაქციეთ თუ საით უბერავს ქარი და დარგეთ ამის შესაბამისად. ხშირ ხეებთან ან ბუჩქებთან დარგვისას თავიდან აიცილებთ ქარისგან ბაღის ნგრევას, მაგრამ დარწმუნდით, რომ მზეს არ ბლოკავს. სამხრეთისკენ მიმართული ბაღი იდეალურია.
გაითვალისწინეთ ტოპოგრაფიაც: ფერდობებზე ყველაზე მეტად მიუდგება მზე, მაგრამ დაუცველი იქნება ქარისგან და სხვა ბუნებრივი მოვლენებისგან. მდელოები ან საბაღე ნაკვეთები ფერდობების ქვევით კი – თქვენი საუკეთესო არჩევანია.
შტორმის შემდეგ
აუცილებელია ძლიერი უამინდობის შემდეგ თქვენი ბაღისთვის თვალის გადავლება. ეძებეთ დაზიანებული ტოტები და ყვავილედები.
შემოწმება და მცენარის დაბერტყვა
როდესაც შეამოწმებთ, გამოიყენეთ შესაძლებლობა და დაეხმარეთ მცენარეს წყლის მოცილებაში მისი დაბერტყვით. ეს ნაზად გააკეთეთ, რათა თავად არ დააზიანოთ.
შეამოწმეთ დიდი, მთავარი ყვავილედები ხომ არ ლპება. ლპობა ყვავილედის შიგნიდან იწყება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ წვიმას მზიანი ამინდი მოსდევს. ამგვარად მაღალი ტენიანობა იქმნება გარემოში. ეძებეთ ყავისფერი წერტილები, თხელი ყვავილედები და მკვდარი ტოტები. თუ შეამჩნევთ რაიმე მსგავსს, მოჭერით და გაიტანეთ თქვენი ბაღიდან.
გატეხილი მცენარის დახმარება
თუ იპოვით მომტვრეულ ტოტებს, რაც უფრო მალე შეაკეთებთ მით უკეთესი. ხამუთები და საიზოლაციო პაკლი თქვენი საუკეთესო მეგობარია ტოტების შეწებებაში. გაითვალისწინეთ, რომ სპეციალური ხის შემაერთებლის გამოყენება აღარ არის რეკომენდირებული, რადგან ხელს უშლის იმუნურ სისტემას.
ხამუთის ან საიზოლაციო პაკლის გამოყენებისთვის ტოტები რაც შეიძლება ახლოს დააბრუნეთ მათ თავდაპირველ მდგომარეობასთან და ისე მიამაგრეთ ერთმანეთს, რომ დაწოლა გათანაბრდეს. ასევე იფიქრეთ ბამბუკის სარების გამოყენებაზეც ტოტის ზედა ნაწილის გასამაგრებლად, რაც სტრესის მოხსნაში დაეხმარება დაზიანებულ ადგილს.
გადადეთ მოსავლის აღება
არ მოჭრათ მცენარე შტორმის შემდეგ, თუ აუცილებლობა არ გიდგათ წინ. კარგი პრაქტიკაა, რომ დაველოდოთ მცენარეს, თავისით გაშრეს ცოტათი სანამ მოსავალს ავიღებთ. წყლით გაჟღენთილი ყვავილედების გაშრობა საუკეთესო რეცეპტია სოკოს განვითარებისთვის თქვენს საშრობ ოთახში. თუ დატოვებთ მცენარეებს გარეთ, უკეთესი შანსი ექნებათ, ნელ-ნელა თავისით გასაშრობად .
თუ შეამჩნევთ სოკოსს, აუცილებლად მოაჭერით და გადააგდეთ სანამ ჩამოკიდებთ გასაშრობად.
მიუხედავად იმისა, რომ შტორმს შეუძლია გამოიწვიოს სოკო, დაატეხოს ტოტები და დასტრესოს თქვენი მცენარე, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი რამის გაზრდას თან ახლავს გარკვეული რაოდენობის მოსავლის დაკარგვაც. თუ გაითვალისწინებთ ჩვენს რეკომენდაციებს, ამ დანაკარგს აუცილებლად შეამცირებთ, მაგრამ არ არსებობს გარეთ გაზრდის ხერხები რისკის გარეშე.
შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში