სქროგი – უპირატესობები და როგორ გავაკეთოთ სწორად

ჩემი ცხოვრების თანამგზავრი ერთ-ერთი წესი ასეთია, გავაკეთოთ მაქსიმუმი იმით, რაც ამ მომენტში გვაქვს. ამავე წესის მიხედვით ვმოქმედებ კანაფის გაზრდასთან დაკავშირებითაც. დღესდღეობით საქართველოში არ არის ისეთი პირობები შექმნილი, რომ ფუფუნებაში ვცხოვრობდეთ და მხოლოდ გროუინგზე ვფიქრობდეთ, მითუმეტეს, რომ ეს სფერო ასეა თუ ისე ხარჯიანია (ყოველთვიური გადასახადები, განათება, სასუქები). სწორედ ამიტომ, არსებობს მცენარის გაზრდის ტექნიკა, რომელიც შეზღუდული გასაზრდელი ადგილისა და სახსრების შემთხვევაში, ნებისმიერ მებაღეს გამოადგება.

სქროგი – დაბალი სტრესის ტექნიკა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ მაქსიმალური მოსავალი, შეზღუდული ადგილის მქონე ბაღში. სქროგი იდეალურია 1-2 ძირის გაზრდის შემთხვევაში, როდესაც გროუბოქსში მეტი მცენარე ვერ ეტევა, ან უბრალოდ მეტი არ გვაქვს. ეს მეთოდი უზრუნველყოფს კანაფის ყველა ყვავილედის მაქსიმალურად თანაბარ განვითარებას.

ბოტანიკურ ენაზე, კანაფი, როგორც მცენარე, მიდრეკილია გაიზარდოს აპიკალურად, რაც ნიშნავს, რომ მთავარ განვითარებას მოიპოვებს ცენტრალური ყვავილედი და მის გარშემო მყოფი, რამოდენიმე სართულით დაბლა მდგომი ყვავილედები, რადგან ისინი მიიღებენ სინათლის ყველაზე დიდ ნაკადს, მაგრამ ამავდროულად, დაიჩაგრებიან ქვედა ტოტებზე არსებული ყვავილედები, რადგან ისინი განიცდიან სინათლის დეფიციტს.

სქროგის გამოყენების დროს, მებაღე ხელოვნურად აჩერებს/წყვეტს მცენარის აპიკალურ ზრდას მთავარი ღეროს გადაჭრით/გადატეხვით. ეს საშუალებას აძლევს მცენარეს, განავითაროს გვერდით წასული ტოტები თანაბრად, რადგან ცენტრზე კონცენტრირებული მცენარის ენერგია გადანაწილდება გვერდებზე. ჰორიზონტალურად გაშლილი ბადე, კანაფს დაატრენინგებს ისე, რომ ყვავილედები ბადის უჯრედებში გაივლიან და ერთ სიმაღლეზე გაჩერდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო ზომის გროუბოქსში, ისინი თანაბარ სინათლეს მიიღებენ და ერთნაირად, მაქსიმალურად განვითარდებიან, რადგან სასუქების ყვავილედებამდე მიწოდება თანაბრად მოხდება. გარდა ამისა, SCROG-ის გამოყენებით, მცენარე დაბლა რჩება, რაც მას განათებისგან გამოყოფილი სიცხისგან იცავს და გადახურებას თავს არიდებს. ეს ყველაზე მომგებიანი არის სატივა-დომინანტი ჯიშების შემთხვევაში, რადგან ისინი მიდრეკილნი არიან მაქსიმალურად გაიწელონ და გაიზარდონ ყვავილობის პერიოდში. ასე, რომ შეზღუდული სივრცის მქონე გროუბოქსებისთვის, სქროგი ნამდვილი აღმოჩენაა.

სქროგი მარტივად კეთდება, რამოდენიმე საფეხურის გავლით. ეს საფეხურები სტატიის ბოლოშია მოცემული.

  1. SCROG-ის “დაგების” პირველი ნაბიჯი, ჰორიზონტალური ბადის მოქსოვაა. მავთულებით შეკრული ბადე იდეალური იქნება, მაგრამ ნეილონის თოკებისგან აწყობილსაც ვერაფერს დავუწუნებთ, უბრალოდ დარწმუნდით, რომ კვანძები მჭიდროდ იქნება შეკრული და ბადე კუთხეებზე კარგად დამაგრდება. ბადის ერთი უჯრედის ზომა იდეალურ შემთხვევაში 5×5 სმ უნდა იყოს. ბადე უნდა დამაგრდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ქოთნიდან 24-27 სმ სიმაღლეზე. თითო ძირ კანაფზე, გამოყავით მინიმუმ 0.2-0.25 მ2 ფართობი.
  2. როდესაც ჩითილები მიაღწევენ 15-20 სმ სიმაღლეს და თითქმის მიწვდებიან ბადეს, მთავარი, ცენტრალური ღერო უნდა მოიჭრას ან გადატყდეს (გაუკეთდეს Topping). ეს კანაფს გაზრდის გვერდებზე და არა ცენტრში. დარწმუნდით, რომ ყველა ტოტს, თავისი უჯრედი ექნება თავზე, სადაც ის ყვავილედს ამოწევს.
  3. შემდეგი ნაბიჯი, ერთი შეხედვით რთულია, მაგრამ რამოდენიმე ცდის შემდეგ ნამდვილად გაგიმარტივდებათ. როდესაც მცენარე ჯერ კიდევ ვეგეტაციურ ფაზაში იქნება, საშუალება მიეცით ყველა ტოტს, რომ ინდივიდუალურად გაიზარდონ SCROG ბადის თავზე, და როცა ისინი 12-15 სმ-ით აცდებიან ბადეს, გადაღუნეთ ისე, რომ ბადეზე ასე ვთქვათ “მიაქსოვოთ” და მიამაგროთ, ანუ დააბრუნეთ ისევ ბადეზე, რათა არ დაკარგოს მცენარემ ფორმა და განაგრძოს SCROG-ის ეფექტით ზრდა. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ძაფებით, მავთულებით ან რაიმე სხვა ტიპის სამაგრებით. და ეს განაგრძეთ ვეგეტაციური ფაზის დასრულებამდე, მიეცით საშუალება მცენარეს, რაც შეიძლება მეტად გაშალოს თავისი ტოტები განზე, რათა მეტი ყვავილედი მოგვცეს შემდეგში.
  4. SCROG-ის ერთერთი მთავარი, “tricky” ნაწილი, ვეგეტაციის ფაზიდან ყვავილობის ფაზაში გადასვლაში მდგომარეობს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როდის გადავრთოთ განათება ყვავილობის მოუდზე. ყველა ჯიშს განსხვავებული ყვავილობის ფაზა აქვს. როგორც უკვე ავღნიშნეთ, სატივა-დომინანტი მცენარეები მიდრეკილნი არიან, მაქსიმალურად გაიწელონ და მოედონ ყველაფერს, რაც გზად შეხვდებათ, ამიტომ სატივა ჯიშის კანაფის უფრო ადრე უნდა გადავიყვანოთ ყვავილობაზე, ვიდრე ინდიკა. ძირითადად, სატივას შემთხვევაში, გადართვა ხდება მაშინ, როდესაც ბადის 50-60% დაფარულია ტოტებით, ინდიკას შემთხვევაში ეს რიცხვები 70-80%-მდე აღწევს.

სანამ მცენარე იზრდება და ტოტების ბადეზე “ქსოვას” ვაგრძელებთ, ყურადღება არ უნდა მოვაკლოთ ძირის ქვედა ნაწილს. SCROG-ის მცენარით დაფარვასთან ერთად, იმ სინათლის რაოდენობა, რომელიც მასში გააღწევს, კლებულობს. ამიტომ, ნებისმიერი ვეგეტაციური წამონაზარდი, პატარა ტოტები ან ფოთლები, თავის დროზე უნდა იყოს მოშორებული, რათა არ შეაფერხოს მცენარის ყვავილედებისათვის სასუქების და ორგანული ნივთიერებების მიწოდება. განაგრძეთ ძირის ქვედა ტოტების გასუფთავება, მანამ, სანამ ყვავილობა დასასრულამდე არ მივა.

როდესაც ვსაუბრობთ კანაფის დახურულ სივრცეში გაზრდაზე, შეზღუდული ადგილის ქონა, დაბალ მოსავალს საერთოდ არ ნიშნავს, და ამ მოსავლის რაოდენობის გასაზრდელად SCROG-ის მეთოდის გამოყენება იდეალური ვარიანტია.

დამწყებმა გროუერებმა ასევე შეგიძლიათ ნახოთ რამოდენიმე ვიდეო YouTube-ზე, რომელიც ამ ტექნიკის ათვისებაში დაგეხმარებათ.

ბედნიერ გაზრდას გისურვებთ!

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

Discover more from Cannapedia • კანაპედია

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.