
ინტერვიუ კანაპედიას მებაღეთა თასის გამარჯვებულთან
ქართველი გროუერებისთვის გამორჩეული ღონისძიება, “კანაპედიას მებაღეთა თასი” ერთი თვის წინ დასრულდა. 6 კატეგორია, ათობით გროუერი და მათი მწვანე სილამაზეები ეჯიბრებოდნენ “საუკეთესოთა შორის საუკეთესოს” წოდებისთვის.
წლევანდელი ივენთის მთავარი სპონსორი იყო Doctor’s Choice Seed Company. GROW კატეგორიის გამარჯვებულს გადაეცა ნებისმიერი გროუერისთვის ყველაზე ღირებული პრიზი – მოგზაურობა “Spannabis”-ის კანაფის გამოფენაზე (ბარსელონა, ესპანეთი).
ჩვენ გადავწყვიტეთ არ გაგვეშვა ხელიდან ასეთი ცოცხალი მატერიალი და გავესაუბრეთ @Cannabis Sativa-ს. წაიკითხე ჩვენი ინტერვიუ და აღმოაჩინე რამ მოახდინა შთაბეჭდილება სპანაბისზე როგორ ჩაიარა შეხვედრამ ავტომოყვავილე გენის მამასთან, Sasha Joint Doctor-თან.
კ1: გამარჯობა მეგობარო! კანაპედიას მებაღეთა მეოთხე ტურნირმა კარგად ჩაიარა და შენ ნამდვილად დამსახურებულად გაიმარჯვე GROW კატეგორიაში. გილოცავ კიდევ ერთხელ! მოგვიყევი ყველაზე მნიშვნელოვან რამეზე – როგორი შთაბეჭდილებები დაგიტოვა “Spannabis”-ზე მოგზაურობამ?
პ1: გამარჯობა Cannapedia & DC, მადლობა კიდევ ერთხელ “Spannabis”-ის ტურისთვის ბარსელონაში და შეხვედრის შესაძლებლობისთვის Sasha Joint Doctor-თან. მე მოხიბლული ვარ ბრენდებით რომლებიც ანვითარებენ და ანახლებენ ავტომოყვავილეების მთელ ინდუსტრიას, რომელიც Sasha Joint Doctor-მა წამოიწყო.
კ2: როგორ ჩაიარა Sasha Joint Doctor-თან შეხვედრამ? გქონდა შესაძლებლობა ჯოინთი მოგეწია ლეგენდასთან ერთად?
პ2: Sasha-სთან შეხვედრა სასიამოვნო იყო. ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის Cali Crasher-ისგან დამზადებულ ნამცხვრებზე, კანაპედიას მებაღეთა თასზე და ქართულ კანაფის კულტურაზი ჩვენი არალოგიკური კანონებიანად. ამის შემდეგ Sasha-მ დამპატიჟა Autoflowers World Cup-ის დეგუსტაციაზე. ჩვენ ერთად მოვიწეთ სხვადასხვა სთრეინები და შევაფასეთ ყვავილები სუნით, გემოთი, ეფექტებითა და შეგრძნებებით.
კ3: შენი გამარჯვებული დღიური მომხიბვლელად გამოიყურება. სხვადასხვა სახის სასუქები და ტექნიკები გაქვს გამოყენებული. რამდენი ხანია რაც გროუერი ხარ? საკუთარ თავს გამოცდილ გროუერად თვლი?
პ3: მე ბავშვობიდან მქონდა ხშირი შეხება სხვადასხვა სახის მცენარეებთან, მათ შორის კანაფთან და ვიცოდი მისი არსებობის შესახებ, მაგრამ აქტიური გამოყენება და გაზრდა არ დამიწყია თინეიჯერობის ბოლო წლამდე. მას შემდეგ რაც გადავწყვიტე შიდა მებაღეობა დამეწყო 6 წელი გავიდა. მე და ჩემი გამოცდილება ექსტრემალურად სწრაფად გავიზარდეთ. მე ვცადე თითქმის ყველანაირი სასუქის სისტემა და სტრეს ტექნიკები, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ჩემთვის, ამიტომ გადავწყვიტე გროუ-შოპებში მუშაობა მიმეტოვებინა და დავიწყე ახალი სამსახური ვერტიკალურ ურბანულ სათბურში, ინდუსტრიული ფერმერობის გამოცდილების მისაღებად, რაც მომავალში ჩემი კანაფის კარიერის გაგრძელებაში დამეხმარება.
კ4: რომელ სტრეს ტექნიკასა და სასუქების “ტრიუკებს” გამოარჩევ ყველაზე ეფექტურად და თუ იყენებ მათ თავად?
პ4: მე არ მაქვს ფავორიტი ტექნიკები და სასუქები, ყველაფერი დამოკიდებულია მცენარის გენეტიკაზე, გროუს გარემოსა და იმაზე თუ რა შედეგის მიღება გინდა მცენარისგან.
კ5: დაასახელე შენი ფავორიტი ჯიშები ან გენეტიკები. რატომ ისინი? რას აფასებ გენეტიკაში ყველაზე მეტად?
პ5: გამარჯობა, მე ვარ Cannubis Sativa და მე ვარ სატივას მოყვარული. ვამჯობინებ ვიყო ენერგიული და მოძრავი, ვიდრე დივანს მივეჯაჭვო. მე ვცდილობ დავაბალანსო კანაფის მოხმარება და გამოვიყენო სწორად შერჩეული ჯიშები და მეთოდები, რომლებიც სასარგებლო იქნება ჩემი ფიზიკური თუ მენტალურ-ემოციური ჯანმრთელობისთვის და მე ამას ვპოულობ სუფთა სატივებსა და CBD-ს მიქსებში.
კ6: შენ გქონდა შესაძლებლობა კანაფის ინდუსტრია შიგნიდან გაგეცნო – გამოფენა, წარმოუდგენელი რაოდენობით კონცენტირებული ხალხი, იდეები, ყველაფერი დაკავშირებული კანაფთან. ახალი რა ნახე და ისწავლე გამოფენაზე ესპანეთში? რა იყო ყველაზე დიდი აღმოჩენა რამაც ყველაზე მეტი სიამოვნება მოგანიჭა? რა იყო ბარსელონაში ისეთი რასაც ნამდვილად ისურვებდი რომ საქართველოში ყოფილიყო?
პ6: მე პირველად ვიყავი Spannabis-ზე და ვნახე ბევრი ახალი ტიპის ლოკალური და გლობალური ბრენდები, შევძელი პირადად მესაუბრა მათ მფლობელებთანა და დამფუძნებლებთან. ესპანეთიდან ჩამოვიტანე ბევრი ჯანსაღი იდეა, რომელთაგან ზოგი დაიბადა ისეთი კომპანიების წარმომადგენლებთან საუბარში ვინც ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ არ არის. ასევე მთელი ბარსელონა სავსეა სოციალური კლუბებით (კანაფის მაღაზიებით), რაც კარგად არის დარეგულირებული და კარგი იქნებოდა ასეთი კლუბების საქართველოში ნახვა.
კ7: იცოდი Doctor’s Choice Seed Company-ს ან Sasha Joint Doctor-ის შესახებ კანაპედიას მებაღეთა თასში მონაწილეობამდე?
პ7: რა თქმა უნდა ვიცოდი Doctor’s Choice Seed Company-ს და Sasha Joint Doctor-ის, ავტომოყვავილეების მამისა და შემქმნელის შესახებ. კანაფის სამყაროში ის არის ცოცხალი ლეგენდა და ყველამ იცის მისი, ან მისი ქმნილების ნაყოფის შესახებ.
კ8: Cali Crasher-ის საოცარი ჯიშის გამოცდილების შემდეგ, რას ფიქრობ DC-ზე? მათი წარმოებული რომელი სთრეინი მოთავსდება შენ ტენტში შემდეგ ჯერზე?
პ8: Cali Crasher იყო პირველი DC-ს წარმოებული სთრეინი ჩემთვის. ის მაღალი ხარისხის ყვავილედებით გამოირჩა, რომელსაც დნმ-ის ფორმა ქონდა მიღებული. დასასრულისკენ მიიღო ნარინჯისფერი ფერი და დაემსგავსა ანანასს. მისი ციტრუსის არომატი და გემო არის საოცრად სასიამოვნო და ენერგეტიკული ეფექტები ნამდვილად ფანტასტიურ სატივა ჯიშად ხდის ქრაშერს, რაც ჩემთვის საკმაოდ მისაღებია. ვფიქრობ სხვა სთრეინებიდან დამაინტერესებს Sasha-ს Lowryder, მაგრამ ჯერ ველოდები მის რეკომენდაციებს.
კ9: და ბოლოს, გაგვიზიარე შენი გეგმები. რამ შთაგაგონა ამ მოგზაურობიდან? გროუინგის რა ახალი სიმაღლეების დაპყრობა არის შენ ინტერესში?
პ9: მე შთაგონებული ვარ მაგიური ქალაქი ბარსელონათი, კანაფის ერთ-ერთი უდიდესი გამოფენით “Spannabis”-ით და რაც მთავარია ხალხით რომელთაც შევხვდი ამ მოგზაურობის დროს. ყველაფერი ერთიანად მოიხარშა ჩემს თავში და ახლა მაქვს ნათელი ხედვა და ზუსტი გეგმები მომავლისთვის. მე მინდა ეს კულტურა ჩვენ ქვეყანაში ყველა უპირატესობითა და სარგებლით შემოვიტანო და გავხადო საქართველო უფრო მწვანე და ჯანმრთელი. ამისათვის პირველ რიგში მე მჭირდება ახალი და უფრო მაღალი გამოცდილებები რეალური ინდუსტრიაში, სადაც ეს ყველაფერი ლეგალურია და ხალხი ანვითარებენ სიახლეებს.
კანაპედიას მებაღეთა თასი 2023 წელს კიდევ დაგიბრუნდებათ.
მეტი ინფორმაცია ნახე ამ ლინკზე.