შესაძლებელია თუ არა შინაური ცხოველების “დაბოლება” მეორადი კვამლის შესუნთქვით?

თუ ოდესმე გიფიქრია, შესაძლებელია თუ არა შენი შინაური ცხოველის “დაბოლება”, პასუხი დადებითია, მაგრამ მათ ძირითადად არ მოსწონთ ეს პროცესი და არც ისე კარგია მათი ჯანმრთელობისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კვლევა ტარდება და ადამიანები ვცდილობთ გავუგოთ ჩვენს ცხოველებს, მათი თვითგამოხატვის საშუალების არ ქონის გამო, შეუძლებელია დავადგინოთ თუ რა ხდება მათ ტვინში. მაგრამ, რაც დაზუსტებით ვიცით, THC-ს ეფექტები ძაღლებზე, კატებზე და სხვა არსებებზე მოქმედებს დამაბნევლად, აკარგვინებს ორიენტაციას და აწუხებს ცხოველს, მეტად ვიდრე აწყნარებს მას.

შინაური ცხოველების უნებლიე THC ინტოქსიკაცია

პირველ რიგში, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ ცხოველები ვერ ხვდებიან რა ხდება მათ თავს, როდესაც მარიხუანას კვამლს შეისუნთქავენ და THC მათზე ზემოქმედებას იწყებს, ამიტომ ეფექტები შესაძლოა დამაბნეველი იყოს.

დიდი იმედი გვაქვს, რომ არავინ “აჰოთბოქსებს” თავის ოთხფეხა მეგობარს, მაგრამ ფაქტია, რომ ცხოველებს უფრო მეტად დახვეწილი და მგრძნობიარე ყნოსვა აქვთ ვიდრე ადამიანებს, ამიტომ ხშირია შემთხვევა, როდესაც პატრონის მიერ მოხმარებული მარიხუანას მეორადი კვამლიც კი “აბოლებს” ცხოველს. გარდა ამისა, ძაღლებს აქვთ უფრო მეტი კანაბინოიდის რეცეპტორები ვიდრე ადამიანებს, იწონიან უფრო ნაკლებს ვიდრე ადამიანები, ასე რომ THC-ს ძალიან პატარა დოზასაც კი შეუძლია მოახდინოს ზემოქმედება მათზე.

ძირითადად ცხოველების ინტოქსიკაცია გამოწვეულია მაშინ, როდესაც ცნობისმოყვარე ცხოველები მიაგნებენ მარიხუანასგან დამზადებულ საკვებს, ან თავად ყვავილედებს და მიირთმევენ მათ. ეს ავტომატურად ნიშნავს ვეტერინართან ვიზიტს. არ შეგრცხვეთ უთხრათ თუ რა დაემართა ცხოველს, რადგან შესაძლოა შედეგები სავალალო აღმოჩნდეს.

მეორადი კვამლი რათქმაუნდა პრობლემაა, მაგრამ ასევეა “მესამედი-კვამლიც” რაც გულისხმობს, რომ მოხმარებული მარიხუანას კვამლი გამჯდარია ავეჯსა და ტანსაცმელში. ეს პრობლემა ძირითადად კატებს და დაბალი ტანის ძაღლებს ექმნებათ, ისინი მგრძნობიარეები არიან “მესამედი-კვამლის” მიმართაც.

ვაპორაიზერებს შეუძლიათ აღმოფხვრან მოწევასთან დაკავშირებული საშიშროებები კვამლის გაფილტვრით, მაგრამ კანაფის აქტიური ინგრედიენტები ზემოქმედებას მაინც მოახდენენ ცხოველებზე.

THC ინტოქსიკაციის ძირითადი სიმპტომები შინაურ ცხოველებში გამოიხატება ორიენტაციის დარღვევით, კოორდინაციის ნაკლებობით, დორბლის დენით, მომატებული შარდვით, გულის რევით, გულის რითმის შემცირებით, ჰიპერაქტიურობით. ვეტერინართან ვიზიტი ძირითადად სრულდება ცხოველითვის კუჭის ამორეცხვით, აქტივირებული ნახშირის მიცემით, რათა გაიწმინდოს საჭმლის მომნელებელი სისტემა და გულის რევის საწინააღმდეგო პრეპარატის მიცემით.

აუცილებელია ცხოველის გამოჯანმრთელების პერიოდში მისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, რადგან მათ არ იციან როგორ “დაბოლდნენ” და აქედან გამომდინარე ვერც იმას ხვდებიან, რომ ეს მდგომარეობა ოდესმე მორჩება, ამიტომ გაითვალისწინეთ და ისე მოეპყარით მას, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს.

არის თუ არა CBD უსაფრთხო შინაური ცხოველებისთვის?

ბევრი იყენებს CBD-ს ზეთებს თავიანთი შინაური ცხოველების მოსავლელად. მათი არადამახასიათებელი ქცევების გამოვლენისას და ცხოველების შფოთვის დროს. მაგრამ ნიუ-იორკელმა ერთ-ერთმა ძაღლების ტრენერმა და მკვლევარმა დრიუ უოტსონმა (Drew Watson), თავის ერთ-ერთ კვლევაში აღნიშნა, რომ CBD-ს მიღება არც ისე კარგია შინაური ცხოველებისთვის. “CBD-ს გამოყენება, ისეთივე აქტუალურობით მიიწევს წინ ცხოველთა გამოყენებისთვის, როგორც ადამიანებისთვის, მაგრამ არსებობს მხოლოდ რამოდენიმე კვლევა რომლებიც მის გამოყენებასთან არის დაკავშირებული. ძალიან ბევრი მომხმარებელი წერს ინტერნეტში, რომ ისინი თავიანთი ცხოველების მოსავლელად იყენებენ CBD-ს შემცველ ზეთებს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არ არის ისეთი მონაცემები, რომელზეც დაყრდნობა და დაზუსტებით რაიმეს თქმა შეგვიძლია.”

უოტსონი ასევე აღნიშნავს, რომ ის იცნობდა ერთ წყვილს, რომელსაც ყავდა პატარა ლეკვი. ლეკვის ქცევაში გამოირჩეოდა არააგრესიული ხშირი კბენა, ამიტომ ამ წყვილმა გადაწყვიტა ლეკვისთვის CBD-ს ზეთი მიეცა. როდესაც ლეკვმა კბენა შეწყვიტა (თავიდან ეს CBD-ს ზეთს ბრალდებოდა), მისმა ერთ-ერთმა პატრონმა შეაჩერა CBD-ს მიწოდება, მაგრამ ლეკვს ახლიდან არ გაჩენია კბენის პრობლემა. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ საერთოდ აღარ მიეცათ ზეთი, რადგან იფიქრეს, რომ CBD ამას არ შველოდა.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმის, რომ CBD-ს ზეთი ცუდი და მავნებელია ცხოველებისთვის, ასევე არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ის კარგი და სასარგებლოა. სასურველი იქნება, თუ კონკრეტულ შემთხვევებში ვეტერინართან გაივლით კონსულტაციას.

როგორ შევინარჩუნოთ ცხოველების უსაფრთხოება?

იმისათვის, რომ ცხოველებს არ მისცეთ თქვენს მიერ მოხმარებული მარიხუანას მეორადი კვამლის ჩასუნთქვის საშუალება, ეცადეთ მარიხუანა გამოიყენოთ იზოლირებულ, კარგად ვენტილირებულ ოთახში, ან აივანზე, სადაც კვამლი დიდხანს არ გაჩერდება და ცხოველებს არ ექნებათ საშუალება ჩაისუნთქონ. გარდა ამისა, ნებისმიერი ნივთი, ან თუნდაც თქვენი მცენარეები, ამყოფეთ სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ისეთ ადგილებზე, სადაც თქვენი ცნობისმოყვარე ოთხფეხა მეგობარი ვერ მიაგნებს და ვერ მიწვდება.

წარმატებებს გისურვებთ!

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.