იწვევს თუ არა მარიხუანა დამოკიდებულებას?

თუ რაიმე კითხვა არსებობს, რომელსაც პირდაპირ პასუხს ვერ გავცემთ კი თუ არა, ეს არის: იწვევს თუ არა მარიხუანა დამოკიდებულებას?

როგორ შეიძლება ვისაუბროთ კანაფის რისკებზე როდესაც ჩვენ თვითონ მოვიხმართ მას ყოველდღიურ რუტინაში და როგორ შეიძლება ვთქვათ რაიმე ცუდი ლეგალიზაციის წინააღმდეგ რომლისთვისაც ასე თავდაუზოგავად ვიბრძვით?

მაგრამ არსებობენ ეთიკური გზაჯვარედინები, სადაც აღმოჩენის შემთხვევაში, კარგად ჩანს არა მარიხუანას ცუდი და კარგი მხარე, არამედ დიდი ნაცრისფერი სივრცე მათ შორის. ეს სივრცე იწყება ერთი სიტყვით, რომლის გასაგებად და ამოსახსნელადაც, ზოგიერთი ადამიანი მთელ ცხოვრებას ხარჯავს: დამოკიდებულება.

რა არის დამოკიდებულება?

ვინმეს რომ ეთხოვა “დამოკიდებულების” განმარტება, რას უპასუხებდი?

თუ გჯერა რომ დამოკიდებულება არის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური მოვლენა, რომელიც ხსნის სიმპტომებს და თავად არ გამოგიცდია, შეიძლება გეგონოს რომ კანაფი ფაქტიურად არ იწვევს დამოკიდეულებას.

ზოგიერთის მოსაზრებით “დამოკიდებულება” არის ფსიქოლოგიური მოვლენა და კანაფი შეიძლება იყოს ისეთივე აზარტული როგორც თამაში, სექსი, ან საჭმელიც კი შეიძლება ჩაითვალოს დამოკიდებულების წყაროდ, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი ყველა, აწარმოებს სიამოვნების ჰორმონებს ტვინში.

ჩვენ ვთხოვეთ პროფესორ როჯერ როფმანს, ვაშინგტონის უნივერსიტეტის სოციალურ მუშაკს, უკეთესად დაგვხმარებოდა “დამოკიდებულების” განმარტების გაგებაში.

“აზარტულობის, დამოკიდებულების, სხვადასხვა აშლილობების სასაუბრო ენა სხვაა როდესაც შენ ესაუბრები მეცნიერებს და განსხვავებულია მაშინ, როდესაც საზოგადოებასთან საუბრობ. დამოკიდებულება არის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორების კომბინაციის შედეგი, რომელიც განაპირობებს ქცევების ნიმუშების შემუშავებას რომელთა გაჩერება ან გაძლება რთულია.”

როჯერ როფმანი

ზოგიერთი კლასიკური დამოკიდებულების ქცევითი სიმპტომებია:

  • სხვადასხვა სუბსტანციის მიღების შეჩერება არ შეგიძლია
  • იყენებ ან ზედმეტად იღებ სხვადასხვა სუბსტანციებს ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად
  • იღებ ზედმეტ დოზებს
  • უარყოფ ყველაფერს რაც შენ კომფორტს აზიანებს
  • ფინანსური პრობლემები და უპასუხისმგებლობა
  • ჰობის და სხვადასხვა აქტივობის მიტოვება
  • სხვადასხვა სუბსტანციით ზიანის მიღება ან დაავადება
  • უძილობა
  • ტანსაცმლის/ვიზუალის ხშირი ცვლა

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ტიპური კანაფის მომხმარებელის ქცევები ზემოთ მოცემულს ძირითად შემთხვევაში არ ემთხვევა. მიუხედავად იმისა რომ კანაფს შეიძლება ქონდეს არაერთი ფსიქოლოგიური კომპონენტი, მასზე დამოკიდებულებით გამოწვეული ნეგატიური, ცხოვრების-შემცვლელი შემთხვევა ექსტრემალურად იშვიათია.

და რა თქმა უნდა, არსებობს დამოკიდებულების სხვა, უფრო მასშტაბური განმარტებაც, რომელიც იოჰან ჰარის ეკუთვნის და ამბობს რომ ადამიანის დამოკიდებულად ქცევაში, ძალიან დიდ გავლენას ახდენს მისი გარემო:

ადამიანს აქვს შინაგანი საჭიროება რომ ურთიერთობაში და დაკავშირებული იყოს. როდესაც ჩვენ ბედნიერი და ჯანმრთელი ვართ, შევდივართ ჩვენ გარშემო არსებულ ხალხთან ურთიერთობაში. მაგრამ როდესაც არ შეგვიძლია კომუნიკაცია რადგან ვართ ტრავმირებული, იზოლირებული, ან ცხოვრებისგან ძირს დაცემული, ჩვენ ვუკავშირდებით რამე სხვას, რომელიც გვაძლევს სიმძიმის გაქარვების გრძნობას. არასწორი კავშირებიდან სწორ, ჯანმრთელ კავშირებამდე გზა არის, რომ იყო კავშირში ადამიანებთან რომლებიც შენს გარშემო არიან. დამოკიდებულება კავშირის კრიზისის (უკავშირობის) ერთ-ერთი სიმპტომია.

იოჰან ჰარი

ამ პრესპექტივიდან, კითხვა არ არის კანაფი იწვევს თ უარა დამოკიდებულებას, არამედ, რა პირობებში შეიძლება გახდეს ადამიანი დამოკიდებული კანაფზე?

რა არის კანაფის მოხმარების აშლილობა?

შენ ხშირად ვერ გაიგებ ტერმინ “კანაფზე დამოკიდებულებას” როდესაც მეცნიერებს და სამედიცინო საზოგადოებას ესაუბრები. სანაცვლოდ, უფრო რეალურია მოისმინო, “კანაფის მოხმარების აშლილობა” (Cannabis Use Disorder (CUD)), და ეს არის ის მდგომარეობები, რომლებიც გაწერილია ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის მიერ.

კანაფის მოხმარების აშლილობის 11 ინდიკატორი

  • კანაფი ხშირად მოხმარებულია უფრო დიდი დოზებით და უფრო დიდი პერიოდის განმავლობაში ვიდრე საწყისად
  • გაქვს სურვილი ან წარუმატებელი ცდა შეამცირო ან აკონტროლო კანაფის მოხმარება
  • დიდი დრო და აქტივობა დაიხარჯა რათა გეშოვა, მოგეხმარა კანაფი, ან აღგედგინა ორგანიზმის მისი ეფექტების შემდეგ
  • სურვილი, მყისიერად მოიხმარო კანაფი ყოველი მოხმარების შემდეგ
  • კანაფის მოხმარებამ გამოიწვია რომ ჩაფლავდი სამსახურის, სკოლის ან სახლის საქმეებში
  • კანაფის მოხმარების გაგრძელება, მიუხედავად საკუთარი სოციალური თუ შიდაპერსონალური პრობლემებისა, რომელიც კანაფმა გაამწვავა
  • მნიშვნელოვანი სოციალური, ბიზნეს, ან რეკრეაციული აქტივობა მიტოვებული და შემცირებულია რადგან მოიხმარ კანაფს
  • კანაფის მოხმარება სიტუაციებში სადაც შენი არაფხიზელი მდგომარეობა ფიზიკურად საფრთხის მომტანია
  • კანაფის მოხმარებას აგრძელებ მიუხედავად იმისა, რომ იცი საკუთარი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური პრობლემის შესახებ რომელიც გამოწვეული ან გამძაფრებულია კანაფით
  • ტოლერანტობა, რაც ნიშნავს (1) ნელ-ნელა კანაფის დოზების ზრდას რათა მიაღწიო “დაბოლების” პირვანდელ ეფექტს, ან (2) ეფექტების შემცირებას, გამოწვეულს ერთი და იგივე კანაფის, ერთი და იგივე დოზით დიდხანს მიღებისგან.
  • “მოხსნა” (Withdrawal), რაც ნიშნავს, კანაფის მიღებას იმის გამო, რომ განტვირთო ან აიცილო თავიდან ცხოვრებისეული პრობლემები.

*ამ კრიტერიუმების სიზუსტე კრიტიკულია და შეიძლება არცერთი გერგებოდეთ თქვენ.

ადამიანი, რომელიც ემთხვევა 2 კრიტერიუმს მაინც, (მაგ: #4 და #10), დიაგნოზირდება როგორც, “მცირე კანაფის მოხმარების აშლილობა”, მაგრამ თუ დავფიქრდებით ამ აღწერით ჩვენ ჩვენი თავი და მეგობრების უმეტესობაც აღვწერეთ, ესეიგი, ყველას “აშლილობა” გვჭირს?

როფმანი ხსნის: ” არაა პრობლემა თუ 1 ან 2 პუნქტს დაემთხვევი, არ მოახდიონო ზედმეტი რეაქცია, ეს ოვერ-რეაქცია საბოლოოდ ხელშს უშლის რეალური პრობლემის წინაშე მყოფ მომხმარებლებს , რომლებიც ემთხვევიან ზემოთ მოცემულიდან 7-8 პუნქტს და მაინც არ აქვთ სურვილი დაანებონ თავი კანაფს.

“ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ კანაფი შეიძლება იყოს მოხმარებული საშუალო რაოდენობით და პასუხისმგებლიანად. ამ შემთხვევაში ის გაამდიდრებს შენ ცხოვრებას, და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანისთვის კანაფი არის ყოველდღიური რუტინა, მაგრამ ფაქტია რომ კანაფის მომხარებლების ძალიან დაბალ ნაწილს აქვს მხოლოდ 1 ან 2 პუნქტი, ძირითად შემთხვევაში 6-7 პუნქტს მაინც ემთხვევიან. ჩვენ გჭირდება მეტი დაფინანსება სამეცნიერო დარგში რათა ვატაროთ მეტი კვლევა, და როგორ წარმოგიდგენიათ კვლევის ჩატარება პროდუქტზე ჯერ რომელიც ლეგალურიც კი არაა?” – ამბობს როფმანი.

წყარო

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.