Jack Herer – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე

რა არის Jack Herer?

Jack Herer სატივა-დომინანტი ჯიშია. შექმნილია Haze ჰიბრიდის, Northern Lights #5-სა და Shiva Skunk-ის შეჯვარებით, “Sensi Seeds”-ის მიერ, იმ იმედით, რომ სატივას ცერებრალური ეფექტები და ინდიკას წებოვანი ყვავილედები კარგ შედეგს დადებდა. ასეც მოხდა, თავისი მდიდარი გენეტიკის წყალობით, Jack Herer-ის სხვადასხვა ფენოტიპური ჯიში არსებობს, მაგრამ ძირითადად მისი მომხმარებელი ამ 55%-იან სატივას ჰიბრიდს აღწერს როგორც კრეატიულს, სუფთა გონების მქონე, ბედნიერ ჯიშს.

Jack Herer შეიქმენა ჰოლანდიაში, შუა 90-იანებში და სწრაფადვე მოიპოვა სამედიცინო მარიხუანის სახელი ჰოლანდიურ ფარმაცევტულ კომპანიებში. მას შემდეგ, მძაფრი, ნაძვის სუნის მქონე მცენარემ, ადგილი დაიმკვიდრა ყველაზე ცნობილ, ძლიერ ჯიშებს შორის და არაერთი ჯილდოს მოპოვებაც შეძლო. Jack Herer-ის ყვავილობა 50-70 დღის განმავლობაში გრძელდება.

Jack Herer-ის ეფექტები და მახასიათებლები

ეფექტები

სამედიცინო თვისებები

გვერდითი მოვლენები

Jack Herer-ის გენეტიკა და ინფორმაცია მისი გაზრდის შესახებ

ინფორმაცია გაზრდის შესახებ

გენეტიკური მშობლები

Haze (სატივა), Shiva Skunk (ინდიკა), Northern Lights #5 (ინდიკა).

Jack Herer-ის არომატი

რჩევები Jack Herer-ის გაზრდასთან დაკავშირებით

გაზრდის ტექნიკა

Jack Herer იდეალური არჩევანია ჰიდროპონიკული სისტემისთვის, მაგრამ უპრობლემოდ იზრდება კარგ ნიადაგშიც. მცენარეს უყვარს ბუჩქად ფორმირება, მისი ორმაგი ინდიკური წარმომავლობის გამო, ასე რომ დარწმუნდით, რომ საკმარისი ადგილი იქნება სხვა მცენარეებთან ერთად. სატივა ფენოტიპის გაზრდისას ყურადღება მიაქციეთ მის გაწელვას, რადგან ჯეკი მოედება მთელ თავისუფალ ადგილს.

ყვავილობის დრო: 8-9 კვირა

მოსავლიანობა: საშუალო (ინდიკა ფენოტიპი), დაბალიდან საშუალომდე (სატივა ფენოტიპი).

გაზრდის სირთულე: საშუალოდან რთულამდე.

კლიმატი: ნეიტრალური, რბილი კლიმატი 19-25 °C

Indoor/Outdoor: კარგად იზრდება დახურულ სივრცეში (Indoor), სადაც მისი გამოკვება და ტემპერატურა გაკონტროლებადია. მაგრამ თუ ჯეკის სატივა-ფენოტიპური ჯიში გაქვთ, და ცხოვრობთ თბილი შემოდგომის მქონე კლიმატურ ზონაში, გაზარდეთ Jack Herer გარეთ, და ნახეთ რეალურად როგორი მასიური შეიძლება იყოს კანაფის ძირი.

კვება: სატივა მცენარეები დაუცველები არიან გადაჭარბებული გამოკვების მიმართ. ასე რომ, ეცადეთ სასუქის დაბალი დოზები მიაწოდოთ, რათა თავიდან აიცილოთ მისი გადამეტება და მცენარის დაწვა. თუ შეამჩნიეთ, რომ ზედმეტი მოგივიდათ, ჩარეცხეთ ნიადაგი. ეცადეთ მიაწოდოთ სასუქი, რომელიც გაუძლიერებს ტოტებს, რათა მათ შეძლონ დახუნძლული ყვავილედების წონის გაძლება.

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.