
კანაბინოიდები: რა აქცევს კანაფს მედიცინის ნაწილად?
ირონიულ სამყაროში ვცხოვრობთ. მცენარემ, რომელმაც კრიმინალის და საშიშის იარლიყი მიიწება, გამოავლინა ისეთი სამედიცინო თვისებები, რომელიც აქამდე მედიცინას არ გამოუცდია. კანაფის სთრეინები აწარმოებენ ნივთიერებებს, რომლებიც არაერთი გზით გვეხმარება ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და სხვადასხვა დაავადებების სიმპტომებთან საბრძოლველად, მაგრამ როდესაც ჩნდება კითხვა, თუ როგორ შეიძლება კანაფის მოწევა სასარგებლო იყოს ჯანმრთელობისთვის, ყველას არ შეუძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
კანაფის ქიმიური შემადგენლობის ამ “მოკლე შინაარსში” მივიღებთ საბაზისო ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს მისი მოხმარება ჩვენს ტვინსა და სხეულზე. არამარტო უკეთ გავიგებთ მისი მედიცინის შესახებ, არამედ შევძლებთ სხვებსაც ავუხსნათ, თუ რა უპირატესობები აქვს კანაფის მოხმარებას და რომ ის ნამდვილად სასარგებლოა სხვადასხვა მძიმე და მსუბუქი დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებლად.
რა არის კანაბინოიდი?
ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვა, რომელიც სამედიცინო კანაფის მომხმარებელთა ლექსიკონში გვხვდება არის “კანაბინოიდი”. კანაბინოიდები (მაგ: THC, THCV და CBD) არიან ქიმიური ელემენტები, რომლებსაც კანაფის ყვავილედები საიდუმლოდ ინახავენ თავიანთ გარსში და ეს საოცარი ნივთიერებები გვეხმარებიან ისეთი სამედიცინო პრობლემების გადაჭრაში, როგორებიცაა ტკივილი, შფოთვა, გულის რევა და სხვადასხვა ანთებითი პროცესები. კანაბინოიდები თავიანთ სამედიცინო მაგიას იყენებენ იმ ელემენტების მიბაძვით, რომლებსაც ადამიანის სხეული ბუნებრივად აწარმოებენ, ესენია “ენდოკანაბინოიდები”, ნივთიერებები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სხეულის შიდა სტაბილურობასა და ჯანმრთელობაზე. კომპლექსური სისტემის დასაბალანსებლად და ნეიტრალურ მდგომარეობაში სამყოფელად ისინი მუშაობენ როგორც მედიატორები უჯრედებს შორის, და როდესაც ორგანიზმში დეფიციტი ან ენდოკანაბინოიდების სისტემის პრობლემაა, არასასიამოვნო სიმპტომები და ფიზიკური უსიამოვნებები ჩნდება.

როდესაც მოვიხმართ კანაფს, კანაბინოიდები უკავშირდებიან ჩვენი ტვინისა და სხეულის რეცეპტორებს (CB-1 ტვინი, CB-2 სხეული). სხვადასხვა კანაბინოიდებს აქვთ სხვადასხვა ეფექტები, იმის მიხედვით თუ რომელ რეცეპტორებს დაუკავშირდებიან ისინი. მაგალითად, THC უკავშირდება ტვინის შემადგენელ რეცეპტორებს, როდესაც CBN-ს (Cannabinol) გააჩნია ძლიერი მიზიდულობის უნარი CB-2 რეცეპტორებზე, რომლებიც განლაგებული არიან სხეულის გარშემო.
კანაფის სხვადსხვა სთრეინების წარმოებული სხვადასხვა კანაბინოიდებზე დამოკიდებულია მათი სამედიცინო ეფექტები და სიძლიერე.
ეს ხსნის იმას, თუ რატომ ხდება ყოველდღიურად კანაფის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგან სამედიცინო კანაფის შედეგები იმდენად საოცარია სამყაროსთვის, რომ მისი, როგორც წამლის გამოწერა რეგულარულად ხდება. არსებობს კანაფისგან დამზადებული სხვადასხვა წამლები, მაგალითად Marinol, Nabilone, Rimonabant. მიუხედავად იმისა, რომ ეს სინთეტიკური ფორმები ეფექტურია, კვლევები აჩვენებს, რომ კანაფი, მცენარის ფორმით, შეიცავს უფრო მეტ თერეპავტულ ელემენტებს.
კანაფი შეიცავს კანაბინოიდების როგორც მინიმუმ 85 ტიპს, რომელთაგან ბევრს უკვე დადასტურებული აქვს სამედიცინო ფასეულობები. სთრეინების წარმოება იმ დონეზე განვითარდა, რომ სხვადასხვა სიდბანკები ქმნიან სხვადასხვა ჯიშებს, რომლებიც რაღათქმაუნდა განსხვავებული რაოდენობისა და ტიპების კანაბინოიდებს შეიცავენ. ასე რომ იმის ცოდნა, თუ რომელი ჯიში რომელ ქიმიურ ელემენტს შეიცავს, დაგვეხმარება შემდეგი გასაზრდელი მცენარის არჩევაში.
მშweedობა!
შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში