კანაფი და კორონავირუსი: რა უნდა ვიცოდეთ

მთელი მსოფლიო შეშფოთებულია უახლესი კორონავირუსის, COVID-19-ის აღმოჩენის და გავრცელების გამო. ხალხი იყენებს ყველა საშუალებას რათა თავიდან აირიდოს ვირუსის გადადება. სტატიაში მოკლედ განვიხილავთ რამოდენიმე თემას, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ კანაფისა და ამ ვირუსის შესახებ.

როგორ უნდა დარჩნენ კანაფის მომხმარებლები ჯანმრთელად კორონავირუსის გავრცელების საშიშროების ქვეშ?

შეწყვიტეთ ჯოინთების, ბლანტებისა თუ სხვა მოსაწევი საშუალებების გაზიარება და გადაწოდება, მანამ სანამ ვირუსის პრობლემა გაქრება.

გვესმის, რომ მოსაწევი აუცილებლად უნდა გაზიარდეს, და ეს მცენარის მოხმარების ყველაზე სასიამოვნო მომენტია, მაგრამ ჯოინთის წრეზე ჩამოტარება ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ნებისმიერი ვირუსის, მათ შორის COVID-19-ის გასავრცელებლად. ამ ეტაპზე, აჯობებს თუ ყველას თავისი მოსაწევი საშუალება და ატრიბუტი ექნება.

ხშირად დაიბანეთ ხელები

ამას აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ. რადგან ხელების ხშირი და დიდხნიანი დაბანვა ნამდვილად, ნამდვილად უშლის ხელს კორონავირუსის გავრცელებას, ისევე როგორც სხვა ვირუსებსა და დაავადებებს, ასე რომ სანამ ჯოინთს შეახვევთ ან რაიმე კანაფისგან დამზადებულ გემრიელობას შეექცევით, აუცილებლად დაიბანეთ ხელები საპნით, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ სხვადასხვა დაუმოწმებელი წამლები და საშუალებები კორონავირუსის წინააღმდეგ

სოციალური მედიის საშუალებით მასობრივად გავრცელდა ინფორმაცია, რომ CBD შველის და წინააღმდეგობას უწევს კორონავირუსს. ეს ასე არ არის. მართალია CBD იდეალურად მუშაობს იმუნური სისტემის დასახმარებლად და უჯრედებს შორის აღადგენს ნერვულ კავშირებს, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს კვლევა ან ფაქტი კორონავირუსისა და CBD-ს ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. ასევე არ გამოიყენოთ სხვადასხვა დაუზუსტებელი მედიკამენტები ექიმის დანიშნულებისა და რეცეპტის გარეშე თვითნებურად.

სოციალური დისტანცირება აუცილებელია

მთელი საქართველო სრულად უნდა მოექცეს სოციალური დისტანცირების რეჟიმში. ეს ნიშნავს:

  • თუ შესაძლებლობა გაქვთ, იმუშავეთ სახლიდან.
  • შეამცირეთ, დააწესეთ ლიმიტი ან საერთოდ აკრძალეთ ყველანაირ საჯარო სივრცეში შეკრებები. შეეშვით ბარებში და კაფეებში სიარულსა და გართობას!
  • დაიცავით თქვენსა და სხვა პიროვნებას შორის 2 მეტრიანი დისტანცია.
  • დაგეგმეთ აუცილებელი შოპინგი (სურსათი, აფთიაქი) ნაკლებად დატვირთულ საათებში, დილით ადრე, ან პირიქით გვიან ღამით.
  • გადადეთ ან გააუქმეთ ღონისძიებები. ქორწილები, დაბადებისდღის წვეულებები, კარტის სათამაშო საღამოები.
  • დაეხმარეთ მაღალი რისკის კატეგორიაში მყოფ ადამიანებს. უბრალო გასეირნება სურსათის მაღაზიაში შესაძლოა მათთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყოს. თუ თქენ ხართ დაბალი რისკის მქონე კატეგორიაში, შესთავაზეთ მოხუც მეზობლებს, რომ გაეგზავნებით მაღაზიაში ან აფთიაქში. ამან შეიძლება მათი სიცოცხლე ზიანისგან იხსნას.

ნებისმიერი ვირუსის არსებობის დროს, ყურადღებით იყავით კანაფთან

მოსაწევის მოწევა მაშინ როდესაც ვირუსი გაქვს? არც ისე კარგი იდეაა. კი, მართალია რომ THC და CBD ტკივილ-გამაყუჩებელი, დამაძინებლები და ანთების საწინააღმდეგო ეფექტებით გამოირჩევა, მაგრამ ცხელი ბოლის ჩასუნთქვა ალბათ უკანასკნელი რამ არის, რაც თქვენ ფილტვებს ჭირდებათ გაციებასა და გრიპთან ბრძოლის დროს.

ყურადღება გამოიჩინეთ სხვებთან ფიზიკური კონტაქტისას

შეწყვიტეთ ხელის ჩამორთმევა და მითუმეტეს გადაკოცნა. ხელის დაქნევით ან უბრალოდ სიტყვით მისალმება ძალიან მეგობრულია. არაა საჭირო საკუთარი თავის პანიკაში გადაკეტვა, მაგრამ გააკონტროლეთ საკუთარი თავი და ეცადეთ ნაკლებად შეეხოთ უცხო სხეულებს სახალხო სივრცეებში, სულიერი იქნება თუ უსულო ის.

შეგიძლიათ ასე მიესალმოთ

რატომ ვაკეთებთ ამას? ხომ ყველაფერი ჩაივლის და გამოსწორდება?

ჩვენი მიზანი არ არის ვირუსის ქილაში მოხუფვა, ან მისი საზღვრების შევიწროვება. ამ მომენტმა უკვე გაიარა. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ინფექციამ ერთიანად არ იფეთქოს და არ მოხდეს მისი პიკური აფეთქება, როდესაც სამედიცინო საშუალებები და ჰოსპიტალების რაოდენობები საკმაოდ შეზღუდულია.

თუ 100 ადამიანს ერთდროულად ჭირდება ჰოსპიტალის ინტენსიური მოვლა, ხოლო ჰოსპიტალს ერთდროულად მხოლოდ 15-ის დატევა შეუძლია, გამოდის რომ 85 ადამიანი შესაძლოა დახმარების გარეშე მოკვდეს. თუ ვირუსის გავრცელება შენელდება და ამ 100 ადამიანში იგი კვირებისა და თვეების განმავლობაში გაივლის, ამ შემთხვევაში უმეტესობის გადარჩენას აუცილებლად შევძლებთ.

დაუტოვეთ სახის ნიღბები ინფიცირებულებს და სამედიცინო სფეროში მომსახურეებს

CDC და სხვა ჯანმრთელობის სააგენტოები გარკვევით აცხადებენ: ნიღბები განკუთვნილია უკვე ინფიცირებული პაციენტებისთვის, რათა ხელი შეუშალოს მათი მხრიდან ვირუსის გავრცელებას, და დაიცვას მედიკოსები, პროფესიონალები ვინც მუშაობენ მაღალი რისკის მქონე გარემოში. ხშირად ხელის დაბანვა ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ნიღბის ტარება.

ყურადღებით COVID-19-ის სიმპტომებთან

ნუ დაპანიკდებით და შევარდებით სამედიცინო პუნქტებში თუ უბრალოდ გაციებული ხართ, მაგრამ აუცილებლად გაიარეთ ტესტირება კორონავირუსის წინააღმდეგ შესამოწმებლად თუ აკმაყოფილებთ ქვემოთ მოცემულ სიმპტომებს. ძირითადად ესენია:

  • სიცხე
  • ხველა/მშრალი ხველა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • თუ გქონდათ კონტაქტი COVID-19-ით დაავადებულ პაციენტთან, ან იმოგზაურეთ იმ არეაში სადაც მაღალია გავრცელების საშიშროება.

შენიშვნა: ბოლო პუნქტი, სადაც ნახსენებია მაღალი გავრცელების საშიშროება, პრაქტიკულად ყოველ საათში იცვლება, ასე რომ ნებისმიერი მოგზაურობის შემდეგ, რეკომენდებულია ვირუსის წინააღმდეგ ტესტის ჩატარება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

#დარჩისახლში #დაიცავიდისტანცია #თვითიზოლაცია

წყარო

სარჩევი

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

Discover more from Cannapedia • კანაპედია

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.