
კანაფი და ვარჯიში
მას შემდეგ რაც მსოფლიო შეეგება და შეეგუა სამედიცინო მარიხუანას მრავალ სამკურნალო უპირატესობასა და გამოყენებას, გასაკვირი არ უნდა იყოს რომ სპორტსმენებმა, ფიზიკურმა თერაპევტებმა და სპორტული მედიცინის სპეციალისტებმა კანაფისა და ვარჯიშის ურთიერთობაზე ხმამაღალი საუბარი დაიწყეს. ასე რომ, დოქტორ ანგელა ბრაიანს, UC Boulder– ის ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების პროფესორს, სურდა მეტი გაეგო კანაფის და ვარჯიშის მზარდი ურთიერთობის შესახებ.
დოქტორმა ბრაიანმა და მისმა გუნდა ჩაატარეს გამოკითხვა კანაფის 600-მდე მომხმარებელზე იმ შტატებში, სადაც მოზრდილებისთვის რეკრეაციული მარიხუანას გამოყენება ლეგალურია და ეცადნენ გაერკვიათ თუ როგორი ურთიერთობით ვარჯიშობდნენ მომხმარებლები მოსაწევთან ერთად. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ 80%-ზე მეტი რესპოდენტი ბალახს იყენებდა ერთი საათით ადრე ვარჯიშამდე, ან ვარჯიშიდან უახლოესი 4 საათის განმავლობაში. მომხმარებლებმა განაცხადეს, რომ მთელი რიგი სარგებელი მოაქვს კანაფს, ფოკუსირებიდან, ტკივილების გამოჯანმრთელებამდე, და რაც მთავარია, გამოკითხულთა 70% აცხადებს, რომ კანაფის მიღება უფრო სასიამოვნოს ხდის მათი ვარჯიშის გამოცდილებას.
მიუხედავად შესრულებული ვარჯიშის ინტენსივობისა, ის პოზიტიური გრძნობები რომლებიც დაკავშირებულია კანაფთან ერთად ვარჯიშთან, შესაძლოა საკმარისი იყოს იმისთვის რომ ადამიანი მეორე დღეს ისევ დაუბრუნდეს სავარჯიშო დარბაზს. ბრაიანის მონაცემებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც კანაფს იყენებენ ვარჯიშთან ერთად, ყოველკვირეულად უფრო მეტ წუთს ხარჯავენ ვარჯიშში, ვიდრე ისინი ვინც ამ ორს არ აერთიანებს, რაც მიანიშნებს, რომ კანაფი არის შესანიშნავი საშუალება ვარჯიშთან დაკავშირებული ფსიქიკური წინააღმდეგობის დასაძლევად.
როგორ იყენებენ ადამიანები სამედიცინო კანაფს ვარჯიშთან ერთად?
“მოწეულზე ვარჯიშის უპირატესობა ისაა, რომ შენ უფრო მეტად ხარ შესაბამისობაში საკუთარ სხეულთან. კანაფის ეფექტები გაძლევს საშუალებას ივარჯიშო მეტად ყურადღებით და დაკვირვებით.”
ულტრა-მორბენალი ავერი კოლინსი – SBNation
კოლინსი არის ერთ-ერთი მომხმარებელი და კანაფის ადვოკატი, რომელიც კანაფის დამსახურებად მიიჩნევს, რომ მას მცენარე დაეხმარა ვარჯიშების სწორად ჩასატარებლად ასი მილის რბოლაში გამარჯვებისთვის. ოღონდ განვმარტოთ: კოლინსი დაბოლილი არ დარბოდა.
მსოფლიოს ანტი-დოპინგის სააგენტო [ World Anti-Doping Agency ] ჯერ-ჯერობით კვლავ აცხადებს რომ THC ეფექტურობის ამამაღლებელი პრეპარატია, რადგან მას შეუძლია შეამციროს შფოთვა და კუნთების სპაზმებისგან გამოწვეული ტკვილები – ორი ფაქტორი რასაც WADA თვლის რომ სპორტსმენმა თავად უნდა გადალახოს, დამატებითი პრეპარატის მიღების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კლინიკური დამამტკიცებელი ლიტერატურა THC-ს ამამაღლებელ ეფექტებთან დაკავშირებით, სახეზე მყოფი ეფექტები როგორც ჩანს საკმარისი და რეალურია იმ კონსულებისთვის ვინც ასეთ თემებს წყვეტს. CBD, როგორც არ უნდა უცნაური იყოს, WADA-ს მიერ ნებადართულია.

“არ საჭიროებს ღრმად ჩაძიებას და კვლევებს, რომ აღმოვაჩინოთ, კანაფის შემადგენელი ელემენტები ანტი-ანთებითი, სტრესის შემამცირებელი, ანტიოქსიდანტი და ტკივილგამაყუჩებელია, ეს რამოდენიმე რომ ჩამოვთვალოთ,” ამბობს ტრენერი ზაკ სკიოლი. დღესდღეობით CBD ხდება უფრო და უფრო პოპულარული მთელს მსოფლიოში, როგორ ვარჯიშის შემდგომ კუნთების ტკივილის შემამსუბუქებელი ყველაზე ეფექტური საშუალება. კონკრეტული კუნთები შესაძლოა CBD-სგან დამზადებული მალამოებითაც კი დამუშავდეს. უფრო და უფრო მეტი ათლეტი იყენებს CBD-ს ტკივილის მენეჯმენტს ტრავმებისგან აღსადგენად.
კანაფი და იოგა
“კანაფის გამოყენება ვარჯიშამდე მშვენიერი გზაა იმისთვის რომ აღარ იფიქრო თუ რა მოგივა ვარჯიშის შემდეგ,” ამბობს იოგას მასწავლებელი და მწერალი ჟასმინ სტენლი. Bustle-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, “ნაცვლად იმის რომ მდომებოდა ვარჯიში დასრულებლიყო, საკუთარი თავისთვის იმის შეხსენება მიწევდა რომ უნდა გავჩერებულიყავი.”
სტეისი მალვი, Marijuasana – “Infused Yoga”-ს დამფუძნებელი, ვარაუდობს რომ რადგან ენდოკანაბინოიდური სისტემა არეგულირებს ჰომეოსტაზს სხეულში, მაშინ კანაფი არის მისაღები ინგრედიენტი – თუ არა უშუალო მონაწილე – იოგიკური პრაქტიკის. ”იოგასთან ერთად, როდესაც ჩვენ ვვარჯიშობთ და შევდივართ ნეტარების ან სიმშვიდის ფაზაში, როგორც ეს განცდა გვაქვს, როდესაც ამ ემოციების მოზღვავებული ნაკადის მდგომარეობაში ვართ, ეს არის ენდოკანაბინოიდური სისტემა, რომელსაც ფიზიკურ დონეზე გრძნობთ. კანაფს შეუძლია ენდოკანაბინოიდურ სისტემაზე გავლენის მოხდენა და შეგრძნებების გასამმაგება”. და ამ გრძნობებს შორის ურთიერთობა შეიძლება უფრო მეტი იყოს ვიდრე სმენა.

2003 წლის კვლევის თანახმად, ზღაპრული “მორბენალთა ჰაი” – ეიფორიული დინების მდგომარეობა, რომელიც მიიღწევა ვარჯიშის ხანგრძლივობის შემდეგ, შეიძლება წარმოიშვას ენდოკანაბინოიდური სისტემიდან და არა ენდორფინებიდან, რომლებიც ურთიერთქმედებენ ოპიოიდურ რეცეპტორებთან, როგორც ადრე ეგონათ. თუ ეს ასეა, მაშინ კანაფი შეიძლება ბუნებრივად იყოს შექმნილი ეიფორიის გამოწვევისთვის, რომელიც შემდგომ ვარჯიშს იწვევს.
რა თქმა უნდა, არ არსებობს სრულყოფილი წამალი, და კანაფის კომბინაციამ ვარჯიშთან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ზოგიერთ მომხმარებელს. კანაფის მოწევა, როგორც ცნობილია, იწვევს გულისცემის და არტერიული წნევის ამაღლებას, რაც აღნიშნული უნდა იყოს იმ პაციენტების მიერ, რომლებსაც აქვთ გულის დაავადებები. დამამშვიდებელმა ეფექტებმა შესაძლოა შეამციროს მოტივაცია და რეაქციის დრო. გაითვალისწინეთ (ან აღმოაჩინეთ) რომელი საქმიანობა და კანაფის ჯიშია კარგად დაწყვილებული, და რა თქმა უნდა, ფილტვები სუფთად იქონიეთ.
კანაფი და ვარჯიში – შეჯამება
ჯერ კიდევ მცირეა რეცენზირებული გამოკვლევები კანაფის და ვარჯიშის ურთიერთმიმართების შესახებ, მაგრამ არსებული მოზაიკა და ანეკდოტური მტკიცებულებები იწყებს დამაჯერებელ თხრობას, რომელიც ანადგურებს ათწლეულების განმავლობაში ”ზარმაცი მწეველის” დამცინავ სტიგმას.
კანაფს ზოგიერთ მომხმარებელზე გარკვეული დოზებით ექნება დამამშვიდებელი ან დამათრობელი მოქმედება, მაგრამ იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც სურს დაამატოთ კანაფი თავის სავარჯიშო დანამატების სიას, დღის სიტყვაა “ტიტრირება”. იპოვნეთ კანაფის ყველაზე მცირე რაოდენობა, რაც გჭირდებათ იმის მისაღწევად, თუ რა ეფექტს ეძებთ ვარჯიშზე. ევერი კოლინსიც კი მხარს უჭერს “პასუხისმგებლობით მოხმარებას”, იყენებს მხოლოდ საკმარის რაოდენობას თავისთვის სასურველი ეფექტის მისაღწევად, იქნება ეს კონკრეტულ მომენტზე კონცენტრირება და და ყურადღების მოკრება, თუ რაიმე ბარიერების გადალახვა.
კანაფმა შეიძლება ყველა სპორტსმენს კონკურენტუნარიანი უპირატესობა არ მისცეს, მაგრამ ბევრ ჩვენგანს შესაძლებლობა მისცეს იმოქმედოს და ისიამოვნოს ვარჯიშებით.