კანაფი კორონავირუსის ინფექციის შეჩერებაში დამაიმედებელ შედეგებს იძლევა

კანაფის ექსტრაქტი გვაჩვენებს პოტენციალს , რომელიც ადამიანებში კორონა ვირუსის მიმართ გამძლეობას ავლენს , ამბობს ალბერტას მკვლევარი , რომელიც ამ საკითხს შეისწავლის.

ბიოლოგიის მეცნიერმა დოქტორმა იგორ კოვალჩუკმა კვლევებით დაამტკიცა , რომ კანაფის 400 ჯიშიდან საკმაოდ ბევრი მათგანი დამაიმედებელ შედეგებს იძლევა ამ მომაკვდინებელ ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ზოგიერთ ჯიშს შეუძლია ვირუსის რეცეპტორები 73%-ით შეაფერხოს და  დაინფიცირების შანსი უფრო შეამციროს , თქვა კოვალჩუკმა

 ვირუსის რეცეპტორების შემცირება ნიშნავს იმას, რომ დაინფიცირების შანსი უფრო ნაკლები იქნება.

კანაფის სატივას ჯიშები გასული სამი თვლის განმავლობაში კარგად შეისწავლეს .

მათში დაბალანსებული THC და CBD გვაძლევს კანაფის სამედიცინო მიზნებით გამოყენების საშუალებას და ბლოკავს კორონავირუსს.

რთულია აქტიური ინგრედიენტების პოვნა , თუმცა შესაძლოა მასში ეს საკმაოდ ბევრი იყოს , თქვა კოვალჩუკმა ,  თუმცა  მისი ანტი-ინფექციური თვისებები , რომელიც მაღალი CBD-ს გამო აქვს საკმაოდ დამაიმედებელ შედეგებს იძლევა.

ჩვენ ძირითადად მაღალი CBD ს შემცველობით კანაფებზე  ვკონცენტრირდებით , რადგან მასში უფრო მეტად არის საჭირო თვისებების აღმოჩენის შანსი , თქვა კოვალჩუკმა.

კანადის ჯანდაცვის სამინისტრო უკვლევს ადამიანის 3D მოდელს , რათა დაადგინონ კორონავირუსის მიერ გამოწვეული დაზიანებები ფილტვებსა და სასუნთქ სისტემებზე. წარმატების შემთხვევაში  შესაძლოა კანაფის გარკვეული სახით გამოყენება , მაგალითად მისი ნაყენის დალევა , გამოვლება , შესუნთქვა ან რაიმე სხვა სახით მიღება სასარგებლო გამოდგეს თქვა კოვალჩუკმა. მისით მკურნალობა ადამიანებისთვის იაფი და ნაკლები გვერდითი ეფექტის მომცემი იქნება , თქვა მან.

თუმცა ამ კვლევას აფერხებს ის ფაქტი , რომ კლინიკური ტესტირებებისთვის კანაფის ინდუსტრიას არ აქვს საჭირო მხარდაჭერა. ჩვენ გვყავს ექიმები და მეცნიერები , რომლებსაც უნდათ ჩვენთან ერთად იმუშაონ , მაგრამ არცერთი სერიოზული კომპანია და კანაფის ბიზნესი არ დაინტერესებულა ჩვენი კვლევებით , თქვა მან.

ყველაზე მაღალი CBD ს შემცველობის სატივას ვიკვლევთ  , ის შესაძლოა კოვიდ-19 ის მკურნალობისა და პრევენციისთვის საკმაოდ ძლიერი იარაღი გახდეს.  სწრაფად  მზარდი ეპიდემიის გამო  ნებისმიერი შესაძლო მკურნალობის მეთოდი კარგად უნდა შევისწავლოთ, განაცხადა მეცნიერმა.

ებრაელმა მკვლევარებმა დაიწყეს CBD ს კლინიკური შემოწმებები და დაადინეს , რომ ის აღადგენს კოვიდ-19 ის მიერ დაზიანებულ ქსოვილებს . ასევე CBD  იმუნურ სისტემას აძლიერებს.

მსგავსი კვლევები მთავრობის მხარდაჭერას იმსახურებს. კანადის ფედერალური მთავრობა აპირებს 1.1 მილიარდი დოლარის გამოყოფას , რათა კოვიდ-19 ის წინააღმდეგ  წამლის შექმნისთვის ნებისმიერი მეთოდი გამოიცადოს . „ ჩვენმა ნამუშევარმა შესაძლოა დიდი წვლილი შეიტანოს წამლის პოვნაში , რადგან  დღეს ნამდვილად არ არის ბევრი ისეთი წამალი , რომელიც კანაფის CBD ს მსგავსად 70-80 პროცენტიან დადებით შედეგებს იძლევა“ თქვა მეცნიერმა  იგორ კოლვაჩუკმა.

წყარო

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.