ლუქსემბურგში კანაფის მოხმარება და წარმოება ლეგალიზებული ხდება

ლუქსემბურგი პირველი ევროპული სახელმწიფო ხდება რომელშიც კანაფი სრულად ლეგალური იქნება. ქვეყნის მთავრობა სახლში კანაფის გაშენებისა და გამოყენების ლეგალიზაციას აპირებს. სრულწლოვან მოქალაქეებს კანაფის ოთხი ძირის პირადი მოხმარებისთვის გაზრდის უფლება ეძლევათ.

მთავრობა ასევე დაუშვებს კანაფის თესლის მაღაზიებში რეალიზაციას, ასევე საზღვარგარეთიდან შემოტანასა და ონლაინ ყიდვას. ლეგალური ხდება კანაფის თესლის წარმოება კომერციული მიზნებისთვის.

მოხმარება და კულტივაცია დაიშვება მხოლოდ სახლში, თუმცა სამ გრამამდე ტრანსპორტირება ან მოხმარება აღარ ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, არამედ კლასიფიცირდება, როგორც გადაცდომა.

მწვანეთა ლიდერებმა, დემოკრატიულ პარტიასთან და სოციალისტურ ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად  განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი “ასახავს ლუქსემბურგის ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტურ რეორიენტაციას”.

ახალი კანონმდებლობის ძირითადი მიზნები იქნება კანაფის გარკვეული რაოდენობის წარმოების, შეძენისა და მოხმარების განთავისუფლება სასჯელისგან, მომხმარებლებთან დაკავშირებული ფსიქიკური და ფიზიკური საფრთხეების შემცირება.

შეგახსენებთ, კანაფის გამოყენება მშენებლობაშიც დაიწყეს

გაეროს ნარკოტიკული საშუალებების კომისიამ სამედიცინო მარიხუანა ყველაზე საშიში ნარკოტიკების სიიდან ერთი წლის წინ ამოიღო.  53 წევრი ქვეყნიდან გადაწყვეტილებას მხარი 27-მა ქვეყანამ დაუჭირა. მხარდამჭერთა შორის არიან აშშ-მა და ევროკავშირის წევრები. ინიციატივის წინააღმდეგი იყო 25 ქვეყანა. უკრაინა კენჭისყრაში თავი შეიკავა. კომისიამ გადაწყვეტილება 2019 წლის იანვრით დათარიღებული ჯანმოს რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო, თუმცა, მარიხუანა დარჩა ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალში, შესაბამისად, მასზე ვრცელდება კონტროლის ყველა ზომა, რაც ნარკოტიკებზე.

შეგახსენებთ, სამი წლის წინ  საქართველოს მთავრობაც გამოვიდა ინციატივით, რომლის თანახმადაც საქართველოში ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისთვის მარიხუანას ექსპორტის მიზნით მისი წარმოება უნდა დაიწყებულიყო. მომზადდა კიდეც კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმაც განიხილა, თუმცა საპატრიარქოსა და სამოქალაქო საზოგადოების ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო ხელისუფლებამ უკან დაიხია და მთავრობამ კანონპროექტი უკან გამოითხოვა. 

ეკონომისტებისა და ფინანსისტების ნაწილი თვლის, რომ ქვეყანამ ამით ეკონომიკურად წააგო. მათი თქმით, მსოფლიოში უამრავი ქვეყანა აწარმოებს მარიხუანას საექსპორტოდ და ამით მათი ეკონომიკა შესაშურ შემოსავალსაც იღებს. სპეციალისტები მტკიცებით, საქართველოს ეკონომიკა ამით ეჭვგარეშე იხეირებდა, რადგან რეგიონში მეზობელ ქვეყნებს მკაცრი ნარკოპოლიტიკა აქვთ დეკლარირებული, რაც სხვა ეკონომიკურ სარგებლიანობასთან ერთად  ბიძგს მისცემდა ტურიზმსაც.

ცნობისთვის, ეკონომიკაში მარიხუანას მწვანე ოქროს უწოდებენ.  მისი წარმოება ფერმერებისთვის საკმაოდ მაღალშემოსავლიანია. ერთი ჰექტარი მოსავლის გაყიდვით ფერმერი 1500 ამერიკულ დოლარს იღებს, რაც ბევრად აჭარბებს სიმინდის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს. ფერმერები კანაფის ღეროს ქსოვილის ქარხანაში აბარებენ, ფოთლებს ფარმაცევტული კომპანიები ყიდულობენ, თესლს კი საკვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები იბარებენ. კანაფისგან დამზადებული ქსოვილები და ბაწრები, როგორც წესი, მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით გამოირჩევა.

მარიხუანასგან დამზადებული პრეპარატები ძალიან ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, ეპილეფსიის, დიაბეტის, პარკინსონის, სიმსივნის. მხოლოდ მივესალმები, თუ ქართულ სამედიცინო ინდისტრიაში დაინერგება ამ პრეპარატების გამოყენება. ნარკოთრობისთვის მისი ხშირი მიღება ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს, ესაა ტვინის სიმსივნე და გულის ინფარქტი.  კვლევებით დასტურდება, რომ მარიხუანის მომხმარებელთა 52 %-ს აქვთ არითმია, გაძლიერებული გულისცემა და ტკივილები გულის არეში. მკვლევარების მიერ წარდგენილი დასკვნების თანახმად, ადამიანები, რომლებიც თვეში 10-ჯერ ან მეტჯერ მოიხმარენ მარიხუანას, მათთვის ინსულტის რისკი 2.5 ჯერ მეტია განსხვავებით მათგან, რომლებიც არ ეწევიან კანაფს. 

საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია. 

დატოვე კომენტარი

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.