
კანაფის გამოშრობა – სწრაფი მეთოდები
ზოგადად, უკეთესია თუ კანაფს ბოლომდე ვაცდით, რომ თავისით გამოშრეს, თუმცა არის სიტუაციები როდესაც ამდენი დრო არ გვაქვს, ამიტომ გთავაზობთ რამოდენიმე მეთოდს კანაფის სწრაფად გამოსაშრობად.
სანამ თვითონ მეთოდებზე გადავალთ, განვიხილოთ ზოგადი პირობები რომლებიც დაცული უნდა იყვნენ იმისათვის, რომ კანაფი ხარისხიანად გამოშრეს.
კანაფის გამოშრობა – აბსოლუტურ სიბნელეში

კანაფს ძალიან უყვარს სინათლე სიცოცხლის დროს, მაგრამ მაშინვე როდესაც მოსავლის გამოსაყენებლად მომზადებას დაიწყებთ – სინათლე თქვენი მტერია. ის ხელს უწყობს THC-ს შემცველობის დონის დაწევას. კანაფის გაშრობა და შენახვა აუცილებლად უნდა მოხდეს მშრალ და ბნელ ადგილას. კარგი ვარიანტია მაგალითად, კარდონის ყუთში შენახვა.
ვენტილაცია
ჰაერის მუდმივი ნაკადი არ არის საჭირო მხოლოდ იმისთვის, რომ მძაფრი სუნი დავმალოთ, ის ასევე გვეხმარება დავიცვათ უკვე მოჭრილი კანაფი ობის სოკოებისგან. დარწმუნდით, რომ კანაფს რომელსაც ეწევით არ აქვს ობის სოკო, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შესაძლოა საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებდეთ.
ტენიანობა და ტემპერატურა
შეიძლება ითქვას, ეს ორი თითქმის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ტენიანობა მთელი გამოშრობის დროს უნდა იყოს 45%-დან 55%-მდე. იდეალური ტემპერატურა კი 21-25 გრადუსია ცელსიუსით. მთავარია, ტემპერატურა 30 გრადუსზე ზემოთ არ ავიდეს.
შეზღუდული ფიზიკური კონტაქტი
გამომშრალი კანაფის ტრიქომები საკმაოდ ადვილად ვარდებიან მცენარისგან ნებისმიერი შეხებისას/გამოძრავებისას. THC კი სწორედ ამ ტრიქომებში ინახება, ამიტომ უმჯობესია თუ მოსავლის აღებიდან მოხმარებამდე მცენარეს რაც შეიძლება ცოტას შეეხებით/გაამოძრავებთ.
ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ გაშრობის მეთოდებზე
ქაღალდის პაკეტი და კომპიუტერის ფენი

ამ ვარიანტისთვის გამოსადეგი იქნება ნებისმიერი ქაღალდის პაკეტი საცხობიდან, ჩაალაგეთ კანაფის ყვავილები ასეთ პარკში და 4-5 დღე აცადეთ, ამის შემდეგ ისინი მზად იქნებიან მოსაწევად.
ასევე, შემჩნეული გექნებათ როგორ ცხელ ჰაერს უშვებენ კომპიუტერები. თუკი ლეპტოპი გაქვთ, კანაფის ყვავილები ქაღალდის ე.წ სალფეთქზე მოათავსეთ და დადეთ იმ ადგილას, საიდანაც ლეპტოპი თბილ/ცხელ ჰაერს უშვებს და პერიოდულად მოურიეთ რომ ყველგან კარგად გამოშრეს. მთლიან პროცესს დაახლოებით 1-2 საათი უნდა დასჭირდეს. თუ ლეპტოპს კლავიატურა უხურდება (ჩვეულებრივ ეს იმ ადგილას ხდება, სადაც ლეპტოპის პროცესორია) მაშინ შეგიძლიათ სალფეთქი და კანაფი კლავიატურაზე მოათავსოთ და იგივე მეთოდით, პერიოდულად ურიოთ ყოველ 10-15 წუთში.
მზე
ეს კანაფის გამოშრობის უძველესი მეთოდია, ადრე სწორედ რომ ასე ხდებოდა ეს ყველაფერი, არის მზეზე უფრო ეფექტური საშუალებები მაგრამ მათ ვისაც კლიმატი უწყობს ხელს, პრობლემა არ უნდა შეექმნათ. აღსანიშნავია რომ, ამ მეთოდით კანაფი თავისი სიძლიერის რაღაც ნაწილს დაკარგავს მზის სინათლის და სიცხის გამო, მაგრამ სამაგიეროდ უფრო მალე გამოშრება.
ისევ დაგვჭირდება ქაღალდის პარკ(ებ)ი, ჩაალაგეთ პარკში კანაფის ყვავილი და დაკიდეთ ისეთ ადგილას თოკზე, სადაც მზის პირდაპირი სხივები მოხვდება. რათქმაუნდა, თუ გასაგები არ იყო, ამას წვიმიან/ღრუბლიან ამინდში ვერ გააკეთებთ. ქაღალდის პაკეტი კანაფს დაიცავს მზის პირდაპირი სხივების მოხვედრისგან, რამოდენიმე დღის შემდეგ კანაფი მოსაწევად მზად იქნება.
თუკი მართლა გეჩქარებათ, ქვემოთ მოცემულია გამოსაშრობად ყველაზე სწრაფი მეთოდები.
მიკროტალღური ღუმელი

შეგიძლიათ მთლიანი ყვავილები შეალაგოთ მიკროტალღურ ღუმელში, მინიმალურ სიმძლავრეზე დააყენოთ და 10 წუთის განმავლობაში გამოაშროთ 15-20 წამიანი ინტერვალებით.
ღუმელთან დგომაც თუ გეზარებათ მაშინ შეგიძლიათ პირდაპირ 5 წუთზე დააყენოთ და დაელოდოთ სანამ დაგიძახებთ რომ გამზადდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ შესაძლოა პროდუქტი მნიშვნელოვნად დასუსტდეს და გემო დაკარგოს.
ადუღებული წყალი
აადუღეთ ქვაბით წყალი, როდესაც ადუღდება ზემოდან თეფში დაადეთ, თეფშზე დაყარეთ და თანაბრად/თხლად გაანაწილეთ წვრილად დაჭრილი მარიხუანა. ეს მეთოდი საუკეთესოა თავისნაირებს შორის რადგან ამ დროს გარანტირებულია რომ ყვავილები არ დაიწვება და არ გადახმება.
ფენი
დააყენეთ ფენი მინიმალურ სიმძლავრეზე და მაქსიმალურ სიმხურვალეზე და უბერეთ სანამ არ გამოშრება.
ღუმელი
წინასწარ გაახურეთ ღუმელი 60 გრადუსამდე და შიგნით შედგით კანაფის ყვავილები, თუ ტემპერატურა 90 გრადუსზე ან უფრო მეტზე ავიდა, მაშინ კანაფი THC-ს დაკარგავს. გამოსაშრობად ამ მეთოდით 10 წუთი დაგჭირდებათ. მაგრამ უმჯობესია თუ მაინც მთელი დროის განმავლობაში მიაქცევთ ყურადღებას და თავად მიიღებთ გადაწყვეტილებას – ეყო თუ არა.
შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში