
კანაფის გამოყენება გრიპის ან გაციების დროს
ზამთარი ოფიციალურად ხალხის ყველაზე ნაკლებად საყვარელი სეზონია, და რა თქმა უნდა ამაში გაციებისა და გრიპის ფაქტორი დიდია. როდესაც გაციება შესაძლოა ნაკლებად მძაფრი იყოს და ეტაპობრივად გამოხატოს სიმპტომები, გრიპის შეტევა ძირითადად მოულოდნელია, თავის ტკივილებით, ტანის ტკივილებით და სერიოზული ხველებით. ღამით უძილობა და წრიალი, ცხვირიდან დენა და ხმამაღალი, მძიმე სუნთქვა. ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის რომ თავი სასოწარკვეთილად იგრძნო ერთი კვირა ან მეტიც კი.
ყოველივე ჩვენგანს საკუთარი არსენალი გვაქვს მკურნალობისთვის როდესაც ავად ვართ, იქნება ეს ცხელი სასმელებისა თუ მდუღარე სუფის მიღება. ზოგიერთი კანაფის ენთუზიასტისთვის, მის მოხმარებას შეუძლია გაციებითა და გრიპით გამოწვეული დისკომფორტის შემსუბუქება და დროის გატარებაში დახმარება.
მაგრამ როგორ მოქმედებს კანაფი სხეულზე რომელიც ებრძვის გაციებას ან გრიპს? უსაფრთხოა მოწევა როცა სურდო გაქვს და გახველებს? შეუძლია კანაფს გაციების ან გრიპის სიმპტომების გაქარვება თუ ეს უბრალოდ ჩვენი კეთილი სურვილია?
მოდი გავიგოთ კანაფის მოხმარება გაციების ან სურდოს დროს სასარგებლო იქნება, თუ საზიანო.
როგორ ზემოქმედებს კანაფი სასუნთქ სისტემაზე?
არსებობს საკმაოდ მსუყე მტკიცებულება რომელიც ამბობს, რომ კანაფის მოხმარებამ რეგულარულად, მაშინაც კი თუ ავად არ ხართ, შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი რესპირატორული პრობლემები როგორებიცაა ცემინება, ნახველი, ხიხინი, სუნთქვის უკმარისობა, ყელის ანთება და სხვა ასთმური სიმპტომები.
ეს ნეგატიური ეფექტები გამოწვეულია კვამლის სიმხურვალისგან მიღებული გაღიზიანებით, რამაც შეიძლება დააზიანოს ფილტვებისა და სასუნთქი გზების დელიკატური ქსოვილი. მეტად სერიოზული ზიანი შეიძლება მიიღონ მათ ვინც კანაფს ხშირად ეწევა (მაგალითად რამოდენიმეჯერ დღეში.)
კანაფის შედარებით იშვიათად მოხმარებამაც შესაძლოა გამოიწვიოს დროებითი სიმპტომები როგორებიცაა ხველა ან ყელის წვა, მაგრამ ნაკლებად ხდება რომ სერიოზული ზიანი მიაყენოს ფილტვებს.
მთლიანობაში, კანაფის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება დააზიანოს თქვენი ყელი, ფილტვები, სასუნთქი გზები, მაშინაც კი როდესაც ავად არ ხართ.
ჯოინთზე მოკიდება როდესაც სუპერ დაღლილი ხარ ავადმყოფობით და სელაპივით ახველებ, საუკეთესო იდეა ნამდვილად არაა.
შეუძლია კანაფს გაგხადოს უარესად როდესაც გაცივდი ან გრიპი გაქვს?
გრიპი და გაციება ისეთი ინფექციებია, რომლებიც მოქმედებს მთლიან სასუნთქ სისტემაზე, ცხვირის, ყელის, პირის ღრუს, სასუნთქი გზებისა და ფილტვების ჩათვლით. ზოგიერთი დამახასიათებელი სიმპტომი ძალიან გავს კანაფის ქრონიკული მწეველების სიმპტომებს – ყელის ანთება, ხველა, ქოშინი და ჭარბი ნახველი.
ლოგიკურია, რომ თუ თქვენი ყელი და ფილტვები უკვე გაღიზიანებულია, მოწევამ შეიძლება გააძლიეროს უსიამოვნო სიმპტომები, რომლებსაც უკვე განიცდით. როგორც ჩანს, არსებობს ზოგადი კონსენსუსი ექსპერტებსა და მომხმარებლებს შორის, რომ უმჯობესია რესპირატორული სისტემა დაასვენოთ, როდესაც ებრძვით ინფექციას.
ასევე კანფის სხვადასხვა ეფექტები შესაძლოა არასასურველი იყოს, როცა თავს ცუდად გრძნობთ. კერძოდ, გრიპმა შეიძლება დაგიტოვოთ სისუსტე და თავბრუსხვევა, ხოლო კანაფის ზოგიერთმა შტამმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ეიფორია. შეუთავსეთ ეს ორი და თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს. ცხადია, რომ კანაფი მაღალი დოზებით ექსპერიმენტები არ არის რეკომენდებული გრიპის წინააღმდეგ ბრძოლისას.
შეუძლია კანაფს შეამსუბუქოს სიმპტომები?
მიუხედავად იმისა რომ ბევრი ისეთი კვლევა არ არსებობს რომელიც კონკრეტულად იკვლევს კანაფის ეფექტებს გაციებისა და გრიპის დროს, არსებობს ისეთი კვლევები რომლებიც ამტკიცებენ რომ კანაფს შეუძლია შეამსუბუქოს სხვადასხვა სახის ტკივილი, დაგეხმაროთ უძილობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან და მოგიმატოთ მადა, რაც ჩვეული სიმპტომებია გაციებისა და გრიპისას.
ერთერთი კვლევა გვაჩვენებს საინტერესო ფაქტს, კანაფის იშვიათად მოხმარება შესაძლოა დაგეხმაროთ სასუნთქი სისტემების დროებით (15-60 წთ) გახსნაში, ამ ფენომენს ეწოდება ბრონქოდილაცია. კვლევა ამბობს რომ, იშვიათ მწეველებს შესაძლებლობა აქვთ უფრო ღრმად ისუნთქონ მოკლე დროის განმავლობაში მოწევიდან, რაც, ლოგიკურია შესაძლოა იყოს დროებითი ხსნა და შვება სასუნთქი სისტემების ჩაკეტილობისას, მაგრამ, თავისთავად ეს შედეგი მოკლეხნიანია.
ექიმი დასტინ სულაკის მიხედვით, კანაფს ასევე შესაძლოა უნიკალური ბენეფიტის მოტანა შეეძლოს მათთვის ვინც გაციებულია ან გრიპი აქვს. კანაფის მოწევა ეხმარება სასუნთქი სისტემის ზედა მხარეს გამოშრობაში (პირის სიმშრალე).
ასევე კანაფს შეუძლია მოიქცეს როგორც ამოსახველებელი, რაც დაგეხმარებათ ფილტვებისა და ყელის ნახველისგან გასუფთავებაში. მიუხედავად ამისა, ექიმი სულაკი გვაფრთხილებს, რომ უმჯობესია კანაფის მოწევისგან თავი შევიკავოთ როდესაც რესპირატორული პრობლემები გვაქვს.