კანაფის გენეტიკები: ავღანური “afgan”

ავღანური კანაფის გენეტიკა ცნობილია თავისი კვირტებით, მუქი და მძიმე ინდიკას ეფექტით.  კანაფის ფესვები ავღანეთიდან მოდის და ალბათ კაცობრიობისთვის ყველაზე ძველ პროდუქტად ითვლება კიდეც.  ამ ჯიშის გამოყვანა პირველად ავღანეთში დაიწყო. ადგილობრივები ავღანური კანაფის თესლს საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ რათა შეექმნათ პროდუქტი , რომელსაც კონკურენციას ვერავინ გაუწევდა. ავღანური კანაფი ძალიან ძლიერი და მძიმე კაიფის მომგვრელია. მათ ასევე Black Hach ის მისაღებადაც იყენებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჯიში შეიცავს ავღანურ გენეტიკურ ქსოვილებს და მას მიწისა და ხის მძაფრი არომატი დაკრავს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა , რომ ავღანური თესლი გამოიყენება სამედიცინო დანიშნულებითაც. რადგან ჯიში ძირითადად ინდიკას ეფუძნება , მას აქვს დამამშვიდებელი ეფექტიც , რასაც ქრონიკული ტკივილების ჩასახშობად , უძილობისა და სტრესის გარკვეული ნიშნების დროს იყენებენ. მას მთელი მსოფლიოში თესავენ. ავღანური ჯიში გავრცელებულია თითქმის ყველგან , რასაც მისი მდიდარი თვისებები განაპირობებს. ავღანური გენეტიკის დახმარებით შექმნილია ასობით სხვადასხვა ჯიში. ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ჯიში , რომელიც ავღანური ფესვებიდან მოდის არის Kush , რომელიც Hindu Kush ის მთებში , ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე შეიქმნა.  მუქი მწვანე ფოთლები ფარავს კანაფის კვირტს , თავად კვირტი კი არის წებოვანი, რაც კანაფის მომყვანებს საკმაოდ იზიდავს.  კანაფი იზიდავს , როგორც ჩვეულებრივ მაცხოვრებლებს , ასევე სამედიცინო ქსელს , რომელიც ავღანურ კანაფს სამკურნალოდ იყენებს.  ამ თესლებში ტერპინის შემადგელობა ძალიან მაღალია . მისი მოწევა ბოთლში ან რამე სხვა მოსაწევ მოწყობილობაში უფრო რეკომენდირებულად მიიჩნევა , ვიდრე სიგარეტში , რადგან ასე უფრო მეტად შეიგრძნობთ მის გემოსა და უფრო მეტად მიიღებთ სიამოვნებას. მოცემულ ჯიშს ასევე იყენებენ ისეთი გავრცელებული ჯიშების შესაქმნელად , როგორებიც არიან Northern Lights, Afghan Kush, და Blueberry.  ჯიშის პირვანდელი სახეობის პოვნა ძალიან გაგიჭირდებათ , თუმცა იპოვით ჰიბრიდს , რომელიც მისი განსაკუთრებულ თვისებებზე ხაზგასმის შეიქმნა.

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.