
კანაფის გენეტიკები: ლურჯი {Blue)
კანაფის თესლი შეიცავს მოცვის გენეტიკას , ეს გენი კი ჰიბრიდაციის პიონერად მიიჩნევა. ყველაფერი 70-იანებში დაიწყო , როცა რამდენიმე სატივას ჯიში შეჯვარდა სათანადო სიძლიერის ინდიკას ჯიშთან და გამოჩნდა პირველი შოკისმომგვრელი ჰიბრიდი , რომელიც წლების მანძილზე მომხმარებლების ფავორიტად მიიჩნეოდა. ამა მოვლენამ ჰიბრიდულობის კარი გახსნა, როგორც კომერციისთვის ასევე ჩვეულებრივი სახლის პირობებში კანაფის გამომყვანი ადამიანებისთვის, რათა შეეჯვარებინათ ინდიკას ჯიში სატივასთან და მიეღოთ სხვადასხვა ეფექტის მომგვრელი კანაფი. ათწლეულები გახდა საჭირო Blueberry ს ჰიბრიდის მისაღებად, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ჰიბრიდის გენეტიკა ისე გაძლიერდა , რომ შესაძლებელი გახდა სხვადასხვა კანაფიდან საუკეთესო თვისებების ამოღება და მათი რომელიმე ერთ კანაფში გაერთიანება. სწორედ ამის მეშვეობით შეიქმნა Blueberry, რომელმაც თავისი ეგზოტიკური არომატით ძალიან ბევრი მომხმარებლის გული მოიგო. გემრიელმა არომატმა რომელიც ხანდახან ტკბილია , ხანდახან კი ციტრუსისებური მომჟაო შეიძლება ითქვას კანაფის ახალი ხაზი გააჩინა. Blueberry შექმნა უცნობმა ბრიდერმა სახელად DJ Short მა . მან გადაწყვიტა ორი ტაილანდური სატივას ჯიში აფრიკულ ინდიკასთან დაეკავშირებინა , შედეგად მიიღო ჯიში , რომელიც მოლურჯო მოიისფრო შეფერილობის იყო. ის ფერს იცვლის ტემპერატურის მიხედვით, მისი THC დონე 15- დან 25 პროცენტამდე მერყეობს . Blueberry ს გენეტიკა 70 იანების შემდეგ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ის სატივას გენეტიკასავით იზრდება , თუმცა მასში მძიმე ინდიკას ეფექტი დომინირებს . ის მთელს მსოფლიოშია გავრცელებული , მისი ეფექტის იგნორირება თითქმის შეუძლებელია , ნაყოფი საკმაოდ გამძლეა , კლიმატს ძალიან კარგად ერგება , მაგრამ ცივ კლიმატებში ფერს იცვლის და იღებს შეფერილობას , რომელიც გროვერებს განსაკუთრებით იზიდავს.