კანაფის კონცენტრატები

როგორც ვიცით, არსებობს კანაფის მტვერი ანუ გამხმარი ფისი, რომელიც ჰაშიშისა და ჩარას სახელით არის ცნობილი. ისინი მცენარისგან აღებული ტრიქომებისა და ფისისაგან შედგებიან და ზომის მიხედვით ხარისხდებიან.

250 მიკრონზე მცირე ხარისხის საცერის ჰაშიში ან წყლის მეშვეობით გამოდევნილი ტრიქომების (bubble hash) მეთოდის გამოყენებით მიღებული მასა მდარე ხარისხისად ითვლება. 150 მიკრონი ბევრად უკეთესი ხარისხია მცირე ზომების გამო მაგრამ ყველაზე კარგ 50-60 მიკრონზე მცირე ზომის ტრიქომები, თავისუფალი მცენარის ვეგეტატიური ნაწილაკებისაგან, ყველაზე პოტენტურია მათ შორის.

კარგი ხარისხის ჰაშიშის ტი-ეიჩ-სის (THC) შემცველობა 10-30%-მდე მერყეობს მაშინ, როცა BHO (butane hash oil) ანუ ბუტანის გაზის მეშვეობით კანაბინოიდების ექსტრაქციის შედეგად მიღებული კონცენტრანტის ტი-ეიჩ-სი შემცველობა 50-75% შეადგენს. დამზადების პროცესის დროს გაზი შლის მცენარის ქსოვილებს და ანთავისუფლებს ტი-ეიჩ-სის მოლეკულებს, რომლებიც გაზის აორთქლების შემდეგ რჩება დაახლოებით გამხმარი ნაძვის კევის მდგომარეობაში.

ეს წარმოუდგენელი ციფრებია, რადგანაც მარიხუანას ასეთი კონცენტრაციით მიღების შემთხვევაში ეფექტი ყოველგვარ საზღვარს შეიძლება გაცდეს. ეს უკვე თამაში აღარაა და მათი ზედმეტი დოზით მიღების შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ გონება დაკარგოთ.

ეს სერიოზული საკითხია და მარიხუანას ლეგალიზაციის მოწინააღმდეგეების ერთ-ერთ ძირითად არგუმენტად რჩება. ეს უკვე აღარაა ის “უწყინარი” ბალახი რომელიც არაფერ ცუდს არ დაგიშავებდათ რამდენიც არ უნდა მოგეწიათ. ამასთან, მისი დამზადების მეთოდი ასევე დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.

ბუტანის გაზი, რომელიც სანთებელებში გამოიყენება, არის ძლიერფეთქებადი ნივთიერება. რომელიც ამავდროულად ადვილადალებად გარემოში ხვდება მისი აორთქლების მცდელობისას. ეს მეთოდი ძალიან საშიშია და უამრავ  უბედურ შემთხვევას იწვევს უსაფრთხოების წესების დარღვევისას. ისეთ შტატებში, სადაც უკვე ლეგალიზაცია მოხდა, ეს პროცესი უმაღლეს ტექნოლოგიურ დონემდეა აყვანილი. სპეციალური ხელსაწყოებია საჭირო მის მოსაწევადაც.

პროდუქციის ფასი მაღალია 25-100$ ფარგლებში მერყეობს ერთი გრამის ღირებულება. არამგონია, დღეს საქართველოში ბევრ ადამიანს ჰქონდეს გასინჯული ეს კონცენტრატები, მაგრამ გამორიცხული არაფერია. მათ დასამზადებლად უამრავი ხელსაწყოა საჭირო. ეს ძალიან საშიში პროცესია და უამრავ ყვავილედების მასას მოითხოვს ძალიან მცირე რაოდენობით დასამზადებლად. ასე რომ თქვათ, თუ ძალიან ბევრი მოსაწევი, ფული, ენერგია და დრო გაქვთ, შეგიძლიათ სცადოთ, მაგრამ ჩვენ არ გირჩევთ რადგანაც ეს ძალიან საშიშია!

არსებობს ბევრად უფრო მარტივი გზა, რომელიც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას და შედეგიც ძალიან კარგი და არანაკლებია ბჰოსთან შედარებით. ეს მეთოდი გულისხმობს ჩვეულებრივი, თმის გასაწორებელი უთოსა და მცირეოდენი საცხობი ფურცლის გამოყენებით ყვავილედებიდან გამოდევნოთ ზეთი.

იგივე პროცესი რასაც ბჰო აკეთებს, მოახდინოთ სითბოს საშუალებით, რომელიც პროცესების კატალიზებას მოახდენს. ამ ყველაფრის უკეთ გაგემაში ეს ვიდეო დაგეხმარებათ.

გადაკეცილ ფურცელში მოქცეული ყვავილედი, რომელსაც გახურებული უთოთი ძლიერად ვპრესავთ 2-3 წამის განმავლობაში. ამ დროს გამოიდევნება ზეთი და რჩება ფურცელზე. მცირე რაოდენობებით. ეს შეგროვდება და საკმარისი რაოდენობა იქნება მოსაწევად. მაგრამ ეს არანაკლებ პოტენციურია ვიდრე ბჰო და მასში ტი-ეიჩ-სი დაახლოებით 30-60% იქნება.

ვარგისია მისგან დარჩენილი ყვავილედებიც, რომლებიც შეგიძლიათ მოწიოთ. მათ ოდნავ ექნებათ მოკლებული ძალა, მაგრამ ბჰოსაგან დარჩენილთაგან განსხვავებით გადასაყრელი ნამდვილად არ იქნებიან.

ამ კონცენტრანტების მოსაწევად გამოიყენება ე.წ. ამაროთქლებლები ანუ ვაპორაიზერები (vaporizer), რომლებიც მოდიფიცირებული ელექტრო სიგარეტებია და სპეციალურად ამ კონცენტრანტების მოსაწევადაა განკუთვნილი.

მათ უმეტესობა ეწევა ეგრეთწოდებულ ბონგებში, რომლებზეც დამონტაჟებულია ე.წ. “გასახურებელი თითი” (nail) რომლის ძალიან მაღალ ტემპერატურაზე გახურების შემდეგ ადებენ კონცენტრატს და ასე ეწევიან.

კონცენტრანტების მოსევას აქვს კიდევ ერთი ნაკლი: მასში პრაქტიკულად იკარგება კონკრეტული ჯიშის ხასიათი და თვისებები. აქ უბრალოდ კანაბინოიდებია ყოველგვარი ტურპინებისა და ეთერ-ზეთების გარაშე. აქ არ იგრძნობა საოცარი არომატი, გემო, სურნელი. ეფექტიც კი განსხვავებული და არახასიათობრივია ჯიშობრიობიდან გამომდინარე.

ეს კონცენტრანტები ხელმისაწვდომია ამერიკასა და კანადაში, სადაც მათი წარმოება მიმდინარეობს. ევროპაში ისინი ახლა იძენენ პოპულარობას. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისინი როდესმე ყვავილედებს ჩაანაცვლებენ. ბევრისთვის ხომ ძლიერ ეფეექტზე უფრო მნიშვნელოვანი მისი ხასიათია.

მანამდე ჰაშიში იყო. მარიხუანას კონცენტრატები კი 2000 წლებიდან გახდა პოპულარული და დღეს ის ამ პროცესის ზენიტშია, ტექნოლოგიები ძალიან ჩქარა ვითარდება და მარიხუანას ხელმისაწვდომობა და დასაშვებობა იზრდება მსოფლიო მასშტაბით. ვინ იცის რას გვიმზადებს მომავალი, მაგრამ იმედია, ყველაფერი საიდანაც იწყება, მას არასდროს დავივიწყებთ.

წყარო

დატოვე კომენტარი

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი კანაპედიას კლუბის წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.