
სტატისტიკა – კანაფი საქართველოში
როგორც შეგპირდით, გიზიარებთ 2019 წლის ნოემბრიდან სამი თვის განმავლობაში ჩატარებული ონლაინ გამოკითხვის შედგებს, რომლის მიზანი იყო შეგვეფასებინა დეკრიმინალიზაციის შემდგომი კანაფის მოხმარების ქცევის ცვლილების ტენდენციები ისეთ მომხმარებლებში, რომლებიც ბოლო წელს კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც მოიხმარენ კანაფს.
აღნიშნულით, ვეცადეთ გამოგვერიცხა ის „შემთხვევითი“ (პირობითად შეგვიძლია ასე ვუწოდოთ) მწეველები, რომლებიც შესაძლოა ბევრ რამეს არც აქცევენ ყურადღებას, რადგან ჩვენ გვსურდა კანაფის მოხმარების ტენდენციები სწორედ „არა შემთხვევით“ მომხმარებლებში შეფასება. კვლევა ონლაინ ჩატარდა, აქვს ბევრი შეზღუდვა და მას ბუნებრივია არ აქვს პრეტენზია, რომ შედეგები განაზოგადოს, ის მხოლოდ ტენდენციის, ერთგვარი ტრენდების მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
მადლობა გროუერების ჯგუფის მოდერატორს, რომ ამ კვლევის ლინკის ჯგუფში გავრცელებას ხელი შეუწყო და
განსაკუთრებული მადლობა ყველას ვინც შეავსო კითხვარი.კვლევა იყო მოკრძალებული, სულ რაღაც 18 კითხვიანი და მთავარ შედეგებს წარმოგიდგენთ რამდენიმე შემაჯამებელი დებულების და ინფოგრაფიკის სახით, რომელიც მოამზადეს: ადა ბესელიამ, თამარ მღებრიშვილმა და მე.
გამოკითხვაში, საბოლოოდ, დაგროვდა 365 რესპონდენტის ვალიდური პასუხი (22 ქალი, 365 კაცი და 2 არაბინარული სქესის).
გამოკითხულთა 63% 25 წელზე მეტი ასაკისაა (საშუალო 28 წელი; მინიმალური 18 წელი, მაქსიმალური 61 წელი), რეგულარული (მინიმუმ კვირაში ერთხელ), საშუალოდ 7 წლიანი კანაფის მოხმარების ისტორიით.
გამოკითხულთა 46% კანაფს მოიხმარს 0-დან 4 წელია, 44% მიუთითებს, რომ 5 წელი და მეტია რაც რეგულარულად მოიხმარს, დანარჩენმა პასუხისგან თავი შეიკავა.

გამოკითხულთა 81% მიუთითებს, რომ ცხოვრობს თბილისში.შემაჯამებელი სახით გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, შემდეგი სახის ტენდენციები იკვეთება:
გამოკითხულთა 85%-მა სწორად იცის რა სახის ცვლილება შევიდა კანონში, კანაფთან მიმართებაში.

გამოკითხულთა 60%-ზე მეტი კანაფს ეწევა შეკეთებული ღერის (Joint) სახით ან ბოთლით (ბურბულატორი, „პარაშუტი“)

გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ არ მოახდინა კანონის ცვლილებამ გავლენა კანაფის მოხმარებაზე და იმავე სიხშირით მოიხმარს, რამდენსაც კანონში ცვლილებამდე

გამოკითხულთა 61%-ისთვის არ შეცვლილა კანაფის ხელმისაწვდომობა და როგორც ადრე იყო, ისევეა ხელმისაწვდომი ახლაც
გამოკითხულთა 52%-ის აზრით, ზოგადად, კანაფი, უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდა კანონში ცვლილების შემდეგ
კანაფის უსასყიდლოდ გაჩუქების პრაქტიკა არ შეცვლილა, როგორც იყო კანონში ცვლილებამდე ისევე დარჩა.

კანონში ცვლილების შემდეგ კანაფის მოყვანა დაიწყო გამოკითხულთა მხოლოდ 4%-მა.
უმეტესობის, გამოკითხულთა 59%-ის აზრით, კანონში ცვლილების შემდეგ უფრო ნაკლებად აკავებენ ხალხს კანაფის მოხმარების გამო
უმეტესობას, გამოკითხულთა 76%-ს, არასდროს ქონია პრობლემა კანონთან კანაფის გამო.

მადლობა კიდევ ერთხელ, ყველას, ვინც გვედნდო და მიიღო ამ კვლევაში მონაწილეობა, რომ არა თქვენი მონაწილეობა ამ შედეგებს ვერ წარმოგიდგენდით.
კიდევ რამდენიმე ინფოგრაფიკა შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე გადასვლით. https://bit.ly/2UeKHqe
კვლევა მომზადებულია Irma Kirtadze-ის მიერ