
კანაფის ქაღალდი: განხილვა

ქაღალდი – კანაფი VS ხე?
ქაღალდის გამოყენება მთელს მსოფლიოში სწრაფად განვითარდა, მას შემდეგ რაც იოჰან გუტენბერგმა XXV საუკუნის 40-იან წლებში, პირველი სტამბური წიგნი გამოსც,. ის 18 საუკუნიდან მოყოლებული, დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქონელია.
ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ქაღალდის მოხმარება გაოთხმაგდა. მნიშვნელოვანია ისიც ვიცოდეთ რომ, ერთი ტონა ქაღალდის წარმოებას საშუალოდ 17 ხე სჭირდება და ამ ხეების გაზრდას კი, საშუალოდ 20 წელი. თუმცა, არსებობს ხისგან წარმოებული ქაღალდის ჩანაცვლების გზებიც და ამ სტატიაში, რომელიც ჩვენი პარტნიორი „მასრას“ მიერაა მომზადებული, შევეცდებით მოგიყვეთ ყველაფერი კანაფისგან წარმოებული ქაღალდის შესახებ.
კანაფის ქაღალდის მოკლე ისტორია
ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ან მეორე საუკუნეში, კანაფის ქაღალდი პირველად ძველმა ჩინელებმა გამოიყენეს. თუმცა, არსებობს მოსაზრება რომ კანაფის ქაღალდი ჩინეთსა და არაბეთში, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე X საუკუნეში იქნა აღმოჩენილი.
პირველი ქაღალდი შეიქმნა წყლის, თუთის ხის რქოვანისა და კანაფის ნარევისგან. ჩვენი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნეში, კანაფის ქაღალდის წარმოება კორეაში განაგრძეს. 1200 – იან წლებში კი, წარმოებამ შუა აღმოსავლეთიდან ევროპაში მიაღწია. ისტორიას დღემდე აქვს შემონახული კანაფის ქაღალდისგან დამზადებული ბიბლიის ასლები. ასევე, ერთერთი ურბანული ლეგენდის თანახმად, ა.შ.შ-ს კონსტიტუცია თავდაპირველად კანაფის ქაღალდზე დაიწერა. თუმცა, მათი ეროვნული კონსტიტუციის ცენტრი ამ ფაქტს უარყოფს.
ისტორიაში დღემდე არსებობს კანაფის ქაღალდისგან დამზადებული ბიბლიის ასლები.
ასეა თუ ისე, მრავალი წლის განმავლობაში, კანაფი ქაღალდის წარმოების მთავარ საშუალებად მე -19 საუკუნემდე რჩებოდა. მანამ, სანამ მწარმოებლებმა ის იმ დროისთვის უფრო იაფი მასალით – ხის მერქნით არ ჩაანაცვლეს.
თუმცა, მიუხედავად კონკურენციისა, კანაფის ქაღალდი პოპულარობას მე -20 საუკუნის დასაწყისში მაინც ინარჩუნებდა. 1916 წელს ა/შშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ კანაფის ქაღალდი, ხის მერქნისგან წარმოებულ ქაღალდზე გაცილებით უკეთესია. თუმცა, საბოლოოდ ხეების ქაღალდმა უპირატესობა მოიპოვა და კანაფის ბოჭკოს წარმოებამ საგრძნობლად იკლო. ამას მოყვა – 1937 წ. ა.შ.შ-ს საგადასახადო აქტი მარიხუანას შესახებ, რომლის შედეგადაც კანაფის კულტივირება უკანონო გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კულტურები მცირე ხნით დაბრუნდა, ამერიკაში კულტივირება 1950-იანი წლების შუა ხანებში საერთოდ შეწყდა.
კანაფის ქაღალდის უპირატესობები

საშუალო ხეს, სანამ მისგან ქაღალდის წარმოება დაიწყება, ზრდის 20 წლიანი ციკლი სჭირდება. შესაბამისად, დატვირთვა მსოფლიოს ტყეებზე ძალიან დიდია. ქაღალდის ქარხნები, უზარმაზარ ენერგიას მოიხმარენ. დიდია ჩამონათვალი, რომელიც ნათლად დაგანახებთ კანაფის ქაღალდის უპირატესობას ხის ქაღალდთან მიმართებაში:
- ხის მერქნისგან დამზადებულ საუკეთესო ქაღლდსაც კი, შეუძლია მეორადი გადამუშავების მხოლოდ სამი ციკლს გაუძლოს, როდესაც კანაფის ქაღალდისთვის, ეს ცილკი შვიდს და ხშირად რვასაც უდრის.
- ქაღალდის მწარმოებელი კომპანიები, ხის ქაღალდის სითეთრისთვის, წარმოებისას იყენებენ ქლორიდსა და მათეთრებელს. ეს დანამატები ვნებს როგორც ადამიანს, ისე გარემოს. კანაფის ქაღალდის სითეთრეს კი, მხოლოდ წყალბადის ზეჟანგის გამოყენება უზრუნველყოფს, რაც გაცილებით ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის ვიდრე ხის მათეთრებლები.
- მაშინ როცა, ხის ქაღალდის მისაღებად, მინიმუმ 20 წლის ხე უნდა მოიჭრას, კანაფის მცენარე მზადაა დარგვიდან ოთხ თვეში მოგვცეს მოსავალი
- ხის ქაღალდისგან განსხვავებით, ასაკთან კანაფის ფურცელი არც ყვითლდება და არც ყავისფრდება
- ერთ ჰექტარზე გაშენებულ კანაფს იმდენივევე ქაღალდის წარმოება შეუძლია, რამდენიც 4-10 ჰექტარზე გაშენებულ ხეებს, 20 წლის განმავლობაში.
- კანაფის მცენარის დაახლოებით 70% ცელულოზაა, როდესაც ხეში, ცელულოზის რაოდენობა მხოლოდ 30% -ს შეადგენს. და გამომდინარე იქედან რომ, ხარისხიანი ქაღალდის წარმოებისთვის მხოლოდ ცელულოზაა საჭირო, მწარმოებლებს ხის არასაჭირო ნაწილების მოსაცილებლად უწევთ უამრავი ტოქსიკურ ქიმიკატების გამოყენება. ასევე, წარმოებისას, საჭიროა ლინგინის გამოდევნა. კანაფი 5%დან 24% მდე ლიგნინს შეიცავს, ხოლო ხის მასალა კი – 35%-ს.
- ქაღალდისთვის ხის ნაცვლად კანაფის გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს ტყეების გაჩეხვას, რადგან ქაღალდის წარმოებაზე, ყოველწლიურად მოჭრილი ხეების დაახლოებით 37% მოდის.
რა მინუსები აქვს კანაფის ქაღალდს?
პირველი „ნაკლი”, რაც შეიძლება კანაფის ქაღალდის წარმოებას ქნდეს, არის კანაფის კულტივირების ღირებულება. ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ ხის ქაღალდის წარმოება, დღეისათვის საკმაოდ მარტივია და იაფიც, ეს წლობით გამყარებული და დამკვიდრებული ინდუსტრიაა და ამ პროცესის ჩანაცვლება პროდუქტით, რომელიც ნახევარ მსოფლიოში არალეგალურია, მეორე ნახევარი კი ძალიან ნელა ხსნის შეზღუდვებს, საკმაოდ რთული ამბავია. შესაბამისად, დღეს ხის მერქნის ქაღალდის ერთადერთი უპირატესობა – წარმოების ხანგრძლივობა, გამოცდილება და გამართული ფაბრიკა-დანადგარებია. მათ საპირწონედ კი, დგას უკეთესი ხარისხის, საბოლოო ჯამში ბევრად იაფი და გამძლე სამრეწველო კანაფის ქაღალდი, რომლის მასიური გაშენებისთვისაც, მაღალი საწყისი ინვესტიციებია საჭიროა.
თუმცა, სახელმწიფოს ნება იყოს და, ეს პროცესიც დროში დალაგებადია. სავარაუდოდ, კანაფის ინდუსტრიის დამკვიდრებისთანავე, მისი კულტივირების ღირებულება შემცირდება. 10-20 წელიწადში კანაფის ქაღალდის შექმნა იგივე, ან იმაზე ნაკლები დაჯდება, ვიდრე ხის ქაღალდის წარმოება. სამაგიეროდ, გარემო ამ ჩანაცვლებით ძალიან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
რა შეზღუდვები შეიძლება ქონდეს კანაფის ქაღალდის ინდუსტრიის ზრდას?
მიუხედავად კანაფის ქაღალდის ყველა უპირატესობისა, აკრძალვები და მძლავრი ხის ქაღალდის ინდუსტრია, უახლოეს მომავალში დიდ წინააღმდეგობას გაუწევს კანაფის ქაღალდის ინდუსტრიის განვითრებას. საკმაოდ ბევრი მსხვილი კომპანიაა მსოფლიოში, რომლებსაც უზარმაზარი ინვესტიციები აქვთ ხის ქაღალდის წარმოებაში ჩადებული. მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 400 მილიონი ტონა ქაღალდი მზადდება. შეერთებული შტატები, იაპონია და ჩინეთი ამ მოხმარების თითქმის ნახევარს შეადგენს.
მსოფლიო წელიწადში 400 მილიონ ტონა ქაღალდს აწარმოებს.
ქაღალდზე ბოლო პერიოდის მოთხოვნის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი ქაღალდის შეფუთვის მატებას მიუძღვის. ამჟამად შეფუთვა წარმოადგენს პლანეტაზე ქაღალდის მოხმარების დაახლოებით ნახევარს! ასეთ უზარმაზარ ინდუსტრიაში ეჭვგარეშეა, რომ უმსხვილესი მოთამაშეები გააგრძელებენ კანაფის ქაღალდის წინააღმდეგობას. ამასთან, ტყის ჩეხვამ, შესაძლოა ამ კომპანიებს თავად აიძულოთ კანაფზე გადასვლა. და როდესაც ეს მოხდება, კანაფის ქაღალდის ინდუსტრია ექსპონენციალურად გაიზრდება.
და მანამ სანამ მსოფლიო ხის ქაღალდს კანაფის ქაღალდით ჩაანაცვლებს, ჩვენ 100%-ით კანაფისგან დამზადებულ, პირველ ქართულ გასახვევ ქაღალდებს შემოგთავაზებთ. გახსოვდეს რომ, მასრის შეძენისას, შენ იღებ 100% კანაფის ხარისხიან ქაღალდს, მხარს უჭერ ქართულ ბიზნესს და პატარა წვლილი შეგაქვს ჩვენი გარემოს გაუმჯობესებაში.
