კანაფის ნაერთებმა ადამიანის უჯრედების კორონავირუსით დაინფიცირებას შეუშალა ხელი

ჟურნალ Nature Products-ში გამოქვეყნებული ლაბორატორიული კვლევის თანახმად, კანაფის ქიმიურმა ნაერთებმა ადამიანის უჯრედების კორონავირუსით დაინფიცირებას ხელი შეუშალა.

ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ კანაფში არსებული ორი ნაერთი – კანაბიგეროლისა (CBGA) და კანაბიდიოლის მჟავები (CBDA), ქიმიური სკრინინგის დროს, კორონავირუსთან ბრძოლის პოტენციურ ნაერთებად გამოვლინდნენ. მჟავებმა ვირუსს დაუბლოკეს ის გზა, რომელსაც პათოგენი ადამიანების დასაინფიცირებლად იყენებს.

მკვლევარებმა ლაბორატორიაში გამოცადეს ნაერთების ეფექტი ვირუსის ალფა და ბეტა ვარიანტებზე. კვლევა ინფიცირებულ ადამიანზე კანაფის ნაერთის გამოცდას არ მოიცავდა. 

„ამ ნივთიერების ნაერთებს ადამიანებში უსაფრთხო გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვთ. კვლევის შედეგებით კორონავირუსის თავიდან აცილებისა და მკურნალობის პოტენციალი გაჩნდა“, – განაცხადა ორეგონის შტატის Global Hemp Innovation Center-ის მკვლევარმა რიჩარდ ვან ბრემენმა. 

წყარო

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.