
კანაფის როლი COVID-19 თან ბრძოლაში

OilsBySimpson– ის დამფუძნებელი და აღმარულებელი დირექტორი, კევინ უილიამ სიმპსონი, – COVID-19– ის სამკურნალოდ კანაფის გამოიყენების მზარდი მტკიცებულებების შესახებ.
კანაფის თერაპიული ეფექტები დიდი ხანია ცნობილია . THC და CBD კანაბინოიდები კი დიდი ხანია რაც მედიცინაში სხვადასხვა სიმპტომების სამკურნალოდ ჩვეულებრივ გამოიყენება. თუმცა, როგორ მოქმედებს კანაფი COVID-19– ზე?
CBD და THC კანაბინოიდები, მათი უზარმაზარი თერაპიული სარგებელისა (ტკივილის შემსუბუქება, შფოთვისა და ანთებითი პროცესების შემცირება), და გამოყენების სიმარტივის გამო, პოპულარობით წლიდან-წლამდე სულ უფრო იზრდება და დღეს უკვე საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული.
COVID-19– მა გლობალურად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. მილიონობით ადამიანი დღემდე ეწირება და იბრძვის გადარჩენისთვის, ვირუსის გამო, დაიხურა საერთაშორისო საზღვრები და ეკონომიკა კოლაფსის ზღვარზეა. ამ ვითარების ფონზე, საინტერესოა რა როლი შეიძლება ჰქონდეს კანაფს COVID-19– თან წინააღმდეგ ბრძოლაში?
მიმდინარე წლის იანვარში, ჟურნალ Aging– ში გამოქვეყნდა კვლევა,რომელიც ამტკიცებდა რომ კანაფს შეუძლია გარკვეული შვება შეუქმნას COVID-19 პაციენტებს (1).
კანაფი და ციტოკინის ქარიშხალი
ე.წ “ციტოკინის ქარიშხალი”, არის ერთ-ერთი მთავარი ბიოლოგიური მოვლენა, რომელიც COVID-19-ის დროს ძირითადად მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის მქონე პაციენტებში ვლინდება. (როდესაც ორგანიზმში დრამატულად იზრდება ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების რაოდენობა) ასეთ პაციენტებში ხშირია ფილტვის ფიბროზი, – რაც ფილტვებში ნაწიბუროვან ქსოვილებს ტოვებს და აძნელებს სუნთქვას.
მას შემდეგ რაც ახალი ვირუსისგან გამოწვეული დაზიანებები და ლეტალური შედეგები გახშირდა, მეცნიერებმა დაიწყეს კვლევები „ციტოკაინის ქარიშხის” საწინააღმდეგო პრეპრატის შერჩევისთვის.
კვლევამ აჩვენა, რომ კანაფის ტიპი – C.Sativa, ამცირებს ციტოკინების რაოდენობას და შესაბამისად, ანთებით და ფიბროზულ გართულებებს. აღმოჩნდა რომ, C.Sativa ებრძვის ამ პროცესში ყველაზე მთავარ სამიზნე ციტოკინს – TNFa და IL-6-ს. – C.Sativa ამცირებს მათ რაოდენობას, შესაბამისად გაცილებით მარტივი ხდება ანთების ჩახშობა, ფილტვის ფიბროზის თავიდან აცილება და COVID-19 პაციენტების რემისიაში მოყვანა.
(ჯერ კიდევ 2020 წელს, ტესტები მიმდინარეობდა თაგვებზე, რომლის შედეგების თანახმადაც აღმოჩნდა რომ, კანაფში ნაპოვნი აქტიური კანაბინოიდული ნაერთი – CBD, ამცირებს ანთების საწინააღმდეგო ციტოკინებს და აუმჯობესებს კლინიკურ სიმპტომებს (2).
კიდევ როგორ შეიძლება კანაფის გამოყენება კორონასთან წინააღმდეგ ბრძოლაში?
კანაფის შემცველი CBD და THC ნაერთები, დიდი ხანია გამოიყენება როგორც – ტკივილის შემამსუბუქებელი და შფოთვის საწინააღმდეგო საშუალება. თუმცა, ეს თერაპიული სარგებელი COVID-19 პაციენტებში ჯერ გამოკვლეული არ არის და შესაძლოა კანაფის ეს თვისეები ამვირუსთან ბრძოლის მომდევნო კვლევების საფუძველი გახდეს.
ტკივილგამაყუჩებელი საშუალება კორონას დროს
კანაფს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, გააძლიეროს სეროტონინის და ნეიროტრანსმიტერის მოქმედება და ამით მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს COVID-19-ით გამოწვეული სახსრების, ყელის და თავის ტკივილი, რომელიც ინფიცირებულებში ხშირად გაუსაძლისი ხასიათისაა. (3, 4).
შფოთვა
პაციენტებისთვის ხშირად ძალზე სტრესულია თავად ფაქტი, რომ COVID-ით არიან დავირუსებულები. ამას ემატება ოჯახისწევრებისა და მეგობრებისგან იზოლირება. რაც ხშირად, დამატებითი ნერვიულობისა და შფოთვის საფუძველია. დაავადების სერიოზულმა და საშიშმა ბუნებამ ასევე შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
იმის გამო. რომ კანაფის შემცველი CBD კანაბინოიდული ნაერთები შესანიშნავად ებრძვის სტრესისა და შფოთვის სიმპტომებს, (ზრდის სეროტონინის აქტივობას და ამცირებს კორტიზოლის დონეს – სეროტონინი ამცირებს შფოთვას, ხოლო კორტიზოლი არის სტრესის ჰორმონი). (5,6,7,8).
2019 წლის CBD -ს ორმაგი ბრმა პლაცებოს კვლევაში, აღმოჩნდა, რომ ამცირებდა მოზარდებში შფოთვასა და სოციალური შფოთვით აშლილობებს (9).
ასე რომ, შესაძლოა ეს შემთხვევები გახდეს კოვიდის შფოთვის დათრგუნვისთვის კანაფის როლის შემდეგი კვლევის საფუძველი.
მიუხედავად იმისა, რომ „მასრა“ კანაფის შესახვევი ქაღალდია და ჩვენი მიზანია კანაფის „მასრით“ მოწევის დამკვიდრება, ამ სტატიის ბოლოს გაგახსენებთ, რომ – კვამლის შესუნთქვა არ არის ერთადერთი გზა მისი სამკურნალო ნაერთების მოხმარებისთვის. კანაფის კვლევების უმეტესობაში, გამოიყენება მისგან ნაწარმოები CBD ზეთები. რომელთა მოხმარებაც, შსაძლოა პირის ღრუს, აორთქლების, ცხვირის სპრეის ან ადგილობრივი გამოყენების სახით.
მიუხედავად იმისა რომ, უკანასკნელი კვლევები კანაფის მიმართ სენსიტიურ დამოკიდებულებაში მქონე ადამიანებისთვის შესაძლოა ამაღელვებელია და კანაფის პოტენციურ ძალას გვიჩვენებს COVID-19– ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ყოველთვის გახსოვდეთ!
COVID-19– ის მკურნალობისას, მიჰყევით მხოლოდ ექიმის რჩევებს და ნურაფერს მოიმოქმედებთ მასთან შეთანხმებისა და კონსულტაციების გარეშე,
წყარო: https://www.openaccessgovernment.org/cannabis-as-a-treatment-for-covid-19/106833/
