როგორ ყვავის კანაფი ტაილანდში

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ლეგალიზაციის პროცესები ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, მსოფლიოს მეორე ბოლოში მისი დახმარებით ქვეყნების ეკონომიკა საგრძნობლად ვითარდება. ტაილანდში კანაფის მოხმარება და ვაჭრობა დე-ფაქტო ლეგალური გახდა. ეს შეიძლება ზოგიერთისთვის მოულოდნელი ყოფილიყო, თუ გავითვალისწინებთ იმ საშინელ ისტორიებს , რომლებიც ტურისტების მიერ ვრცელდება. მაგრამ ტაილანდმა 2018 წელს კანაფის სამკურნალო გამოყენება დააკანონა და ახლა უკვე საბოლოოდ რეკრეაციული მოხმარებაც სრულიად ლეგალური გახდა.

თუ არსებით სამართლებრივ მდგომარეობას შევაფასებთ, ტურისტებისთვის რეალურად მხოლოდ ორი წესია დაცული: საზოგადოებრივ ადგილას  მოხმარება დასაშვებია მხოლოდ მაშინ , როდესაც კანაფში THC და CBD შემცველობა 0.2%-ს არ აღემატება. ეს არ ნიშნავს იმას , რომ ქუჩაში , პარკებსა და სანაპიროზე მარიხუანას მოწევა არ შეიძლება. არც იმას , რომ კანაფის და მისი ექსტრაქტების გაყიდვა არაკანონიერი საქმიანობაა. პირიქით , როდესაც კანაფში კანაბინოიდების შემცველობა 0.2%-ს არ აღემატება, მისი შენახვა და ვაჭრობა ქვეყანაში სრულიად ლეგალურ საქმიანობად ითვლება.

ამ ვითარებამ განაპირობა ის , რომ ბანგკოკის , პუკეტისა და პატაიას ზოგიერთ რაიონში ბევრად უფრო მეტი დისპანსერია და ყავის მაღაზიაა , ვიდრე ეგრეთ წოდებული 7-eleven მარკეტები (მინი სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც ტაილანდში ფართოდ არის გავრცელებული. თუ ოდესმე ტაილანდში ყოფილხართ, კარგად გეცოდინებათ თუ რამდენი 7-eleven მაღაზია იყო გახსნილი ტურისტულ ადგილებში. )

დღეს, სოხუმვიტისა და კაო სანის გზებზე შეუძლებელია მარიხუანას სურნელი არ იგრძნოთ ან მისი შეძენა გაგიჭირდეთ. მას ყველა ყიდის , დაწყებული ქუჩის მოვაჭრეებით , დასრულებული მდიდრული ლაუნჩებით. ამჟამად შეგიძლიათ ინტერნეტითაც კი შეუკვეთოთ მოსაწევი და მას კურიერი ბინაში ან სასტუმროში მოგართმევთ.

თუმცა არავინ იცის თუ როდის შემოიღებენ რაიმე სახის შეზღუდვებს. რეგულაციების პირველი პროექტი პარლამენტმა უარყო. ასე, რომ მომავალი ცოტათი ბუნდოვანია, თუმცა ჯანდაცვის მინისტრმა ლეგალიზაციის გაუქმების იდეა არაერთხელ უარყო.

კანაფის მიმართ დამოკიდებულება კუნძულებზე ყოველთვის შედარებით ლიბერალური გახლდათ. კუნძულ კოჰ პანგანზე სასტუმროში მარიხუანას ათი განსხვავებული ჯიშის შეძენა იყო შესაძლებელი, ვახშამზე კი მარიხუანათი მომზადებული კერძებიც შედიოდა მენიუში. ტაილანდში მარიხუანას მოყვარულებისთვის აქამდეც მშვენიერი პირობები იყო , თუმცა ლეგალიზაციის შემდგომ ეს ადგილი საცხოვრებლად ნამდვილი სამოთხე გახდა.  

მაგრამ სადაც არსებობს სინათლე, იქ ყოველთვის არის ჩრდილიც. იმის გამო , რომ ქვეყანაში კანაფით ვაჭრობა დაურეგულირებელია, ბაზარზე არის ბევრი სხვადასხვა მოსაწევი , რომელიც პოტენციურად ჯანმრთელობისთვის საზიანოც კი გახლავთ , არის ობიანი ან პესტიციდებით გაჟღენთილი. ასეთ დროს სჯობს კარგად დაფიქრდეთ თუ რა წყაროსგან ყიდულობთ მოსაწევს. 

… oder rustikal – Thailand bietet beides (Lucky Lukes Tiki Joint, Bangkok)

ლეგალიზაციიდან სულ რაღაც სამთვენახევარია გასული. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არ არსებობს საკმარისი მიწოდება, ამიტომ ფასები აბსურდულად მაღალია. ერთ გრამ საუკეთესო მოსაწევზე ტაილანდში ამჟამად 30 ევროზე მეტის გადახდა მოგიწევთ. არის ადგილები, სადაც ერთი გრამის ფასი 60 ევროსაც კი აღწევს. მსგავსი ფასები განაპირობებს კანაფის ამერიკიდან და კანადიდან არალეგალურად შემოდინებას, ეს კი ქვეყნის მთავრობას არ სურს. მაგრამ ასეთ დაურეგულირებელ ბაზარზე მონაწილეობის მისაღებად საჭიროა კავშირები, რომელიც ყველას არ აქვს. ამ ხალხის ინტერესებში ბაზრის გაჟღენთვა არ შედის , რადგან დეფიციტის პირობებში ისინი საკმაოდ დიდ თანხას გამოიმუშავებენ. მათ აშშ-ში გრამზე დაახლოებით 3 ევროს გადახდა უწევთ , რადგან არალეგალი ექსპორტიორები როგორც წესი, გადასახადებს არ იხდიან. 

თუმცა არსებობს საკმაოდ ბევრი ადამიანი , რომელსაც ეს უარყოფითი მხარეები კანაფის ინდუსტრიაში ჩართვაში ხელს საერთოდ არ უშლის. საქმეში ძალიან ბევრი სტარტაპია ჩართული , რომლებიც ქმნიან თესლის ბანკებს ან თუნდაც ქირაობენ მიწებს ტაილანდის სოფლებში და თავად მოჰყავთ ლეგენდარული „Thaistick” .

ძალიან მალე ბანკოკში შენობის 40-ე სართულზე პირველი ბარი გაიხსნება , რომლის სახურავზეც კანაფის მოწევა და ამავდროულად ცათამბჯენიდან ლამაზი ხედებით ტკბობა იქნება შესაძლებელი. შესაძლოა მსგავსი ბარები სხვაგანაც გაიხსნა, თუმცა რთულია ასეთ სწრაფ რიტმში მცხოვრებ ქვეყანაში მოვლენებს თვალყური ადევნო.

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.