500 ლარი

ზუსტად ამ თანხის გადახდა მოგიწევს, თუ ერთი ჩაყრა მოსაწევი გიპოვეს. საქართველოში მარიხუანის მოხმარება ოფიციალურად ლეგალურია, მაგრამ კანონმდელობა მის შეძენას, შენახვას და გადაზიდვას ყველა გზით კრძალავს. ჰო, ეს ყველაფერი ალოგიკურია და ზუსტად ამიტომ ჩნდება ლოგიკური კითხვები.

მაშინ რა შემთხვევაში შემიძლია მშვიდად მოწევა?

მარტო იმ შემთხვევაში, თუ უკვე 21 წლის ხარ, შენთან ან სხვასთან (მაგალითად, მეგობართან) სახლში იმყოფები და გარშემო არასრულწლოვნები არ არიან. და კიდევ– არც ჯიბეში და არც სახლში არც ერთი და არც ნახევარი ჩაყრა არ უნდა გედოს.

სად არ შეიძლება მოწევა?

როგორც უკვე მიხვდებოდი, არსად, სახლის გარდა. საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოწევაზე ჯარიმა 800-დან 1200 ლარამდეა.

ვისთვის არ შეიძლება მოწევა?

არავისთვის არ შეიძლება 21 წლამდე. 21 წლამდე პირებისთვის მოწევაზე ჯარიმა 500-დან 1500 ლარამდეა. არ შეიძლება მოწევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს– ჯარიმა 1000-დან 1500 ლარამდე. უფრო მეტიც,თუ განსაკუთრებულ საფრთხესთან და ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროფესიის წარმომადგენელი ხარ, მაშინ ჯარიმას პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ემატება.

კიდევ რა მეკრძალება?

თითქმის ყველაფერი. მაგალითად:

  • მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არასრულწლოვანი ადამიანის თანდასწრებით –ჯარიმა 1000-დან 1500 ლარამდე
  • არასრულწლოვნის წაქეზება ან დაყოლიება მოწევაზე–6-დან 10 წლამდე პატიმრობა
  • ორი ან ორზე მეტი ადამიანის წაქეზება ან დაყოლიება–ამაზეც პატიმრობა 6-დან 10 წლამდე
  • მანქანის (სატრანსპორტო საშუალების)მართვა მოწეულზე – გაითვალისწინე, რომ ალკოჰოლური თრობისგან განსხვავებით,ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ჯარიმითან 1 წლამდე პატიმრობით ისჯება. გარდა ამისა, თუ წესებს დაარღვევ ან ვინმეს ზიანს მიადგება,უფრო მკაცრად დაისჯები, ინციდენტის მასშტაბიდან გამომდინარე.
  • პოპულარიზაცია – მართალია, გაუგებარია, რა შეიძლება ჩაითვალოს პოპულარიზაციად, მაგრამ მაინც გახსოვდეს, რომ მარიხუანის პოპულარიზაცია-რეკლამირებაზე ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 5 000-დან 10 000ლარამდეა, ხოლო იურიდიული პირებისთვის 10 000-დან 20 000ლარამდე.
შეძენა-შენახვა-გადატანის შემთხვევაში რა ხდება?

შეძენაც, შენახვაც და გადაზიდვაც დანაშაულად ითვლება. აქ ოდენობები უნდა გაითვალისწინო.

ესეიგი: 5-დან 70 გრამამდე მცირე ოდენობაა, ხოლო 70-ს ზემოთ დიდი ოდენობა.

  • 5 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას  (ნედლი – 10გრ) შეძენა-შენახვა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას 500 ლარის ოდენობით.

  • 5 გრამიდან 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას (ნედლი 10-140გრ) შეძენა-შენახვა წარმოადგენს დანაშაულს (სისხლის სამართალი) და იწვევს ნასამართლობას. სასჯელის ნაწილში, დაუშვებელია თავისუფლების აღკვეთა (მათ შორის პირობითი მსჯავრიც), თუმცა ითვალისწინებს ჯარიმას და საზ. სასარგებლო შრომას.

  • 70 გრამიდან- 500 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა (ნედლი 140-1000გრ) არის დიდი ოდენობა, რაც ისჯება  ჯარიმით ან საზ. სასარგებლო შრომით, ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით.

  • 500 გრამზე მეტი ოდენობის გამომშრალი მარიხუანა (ნედლი 1000 გრ-ზე მეტი), არის განსაკუთრებით დიდი ოდენობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 6 წლამდე.

  • ყველა სხვა სახის მარიხუანა (ჰაშიში, ზეთი ან სხვა სახით გადამუშავებული მარიხუანა) კონტროლდება უფრო მკაცრი კანონმდებლობით, და მათი გაცილებით მცირე ოდენობები მიჩნეულია, როგორც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები.

რა უნდა გავითვალისწინო, თუ სახლში მინდა გავზარდო?

ამაზე პატიმრობა არ არის, მაგრამ სასჯელი განუსაზღვრელია. თანაც ამ შემთხვევაშიც ოდენობები უნდა გაითვალისწინო. მოკლედ და გასაგებად, გამოდის, რომ თვითონ მცენარის წონა არ უნდა აღემატებოდეს 266 გრამს, ნედლი ფოთლები 100 გრამს და გამომშრალი– 70 გრამს. ხომ გახსოვს, 70 გრამზე მეტის შეძენა-შენახვა-გადაზიდვაზე პატიმრობაა.

კიდევ რა უნდა გავითვალისწინო?
  •  თუ უკვე შეფარდებული გაქვს ადმინისტრაციული სასჯელი შეძენა-შენახვა-გადაზიდვაზე ან ნასამართლევი ხარ ამისთვის, სასჯელი კიდევ უფრო მკაცრდება.
  •  თუ ჯერ 21 წლის არ ხარ და ხელმეორედ დაგიჭირეს მოხმარებაზე,ჯარიმა ორმაგდება– 1000 ლარიდან 1500 ლარამდეა.
  •  ორმაგია ჯარიმა ხელმეორედ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხმარებაზეც– 1200 ლარიდან 1500 ლარამდე.
  •  ყველგან, სადაც გადაზიდვა წერია, გადაგზავნაც დაუმატე.
  • ნარკოტიკულ დანაშაულზე, მათ შორის, მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის სისხლის სამართლის კოდექსით ნასამართლობის შემთხვევევაში, განაჩენით იზღუდება რიგი სამოქალაქო უფლებები, როგორიცაა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, სახელმწიფო და საბიუჯეტო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობა, პასიური საარჩევნო უფლება.

გაეცანით ოფიციალურ კანონს

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.