
LeafHopper • ჭრიჭინობელა
ჭრიჭინობელა პატარა ფერადი მწერია, რომელსაც ხტუნვის შესაძლებლობა აქვს და მარტივად შეუძლია ერთ მცენარიდან მეორეზე გადასვლა. სწორედ ეს უნარი ხდის მათ თქვენი მცენარისათვის საფრთხის შემცველად, რადგან მათ სხვადასხვა ბარიერების გადალახვა , ან თუნდაც თქვენს ტანსაცმელზე ამოცოცება და მცენარის გასაზრდელ არეალზე ამგვარად შეღწევა შეუძლიათ. ისინი მცენარეებს ძირითადად ფოთლების არეალში აზიანებენ, მათ მიერ დატოვებული თეთრი ლაქები შესაძლოა გაყვითლდეს, შემდეგ გაჩაისფრდეს და ნეკროზში გადაიზარდოს. ასევე ეს მწერები არიან სხვადასხვა დაავადებებისა და სოკოების გადამტანი.
გამოსავალი:
- ზრდასრული ჭიჭინობელას განადგურება შესაძლებელია ყვითელი წებოვანი ხაფანგების საშუალებით, რადგან ამ მწერებს ეს ფერი განსაკუთრებით იზიდავთ.
- ლავრებისა და კვერცხების კონტროლი შესაძლებელია მტაცებელი მწერების დახმარებით , ასეთებია ჭიამაია , მკვლელი ხოჭოები და სხვა. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ინფექციური საპონი ამ მწერებისა და მათი ლავრების მოსაკლავად.
- ყურადღებით დააკვირდით ფოთლის ქვედა მხარეს , წებოვანი ფოთლები მოაცილეთ მცენარეს , რათა თავიდან აირიდოთ მისი ობით დაავადება.







