LED vs HPS – ნათურების შედარება

Indoor კანაფის გაზრდა დღესდღეობით აგროკულტურაში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სფეროა. მებაღეები/გროუერები განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს, ზოგზე თანხმდებიან, ზოგი კამათის ობიექტი ხდება, მაგრამ არის ერთი რაღაც, რამაც დილემა გამოიწვია და მსოფლიოს მასშტაბით გროუერები ორ ნაწილად გაყო, ერთნი, რომლებიც უპირატესობას ბაზარზე ახლადგამოჩენილ LED ნათურებს ანიჭებენ, და მეორენი, რომლებიც გამოცდილ, დროის მიერ უკვე ლეგენდად ქცეულ HPS (High Pressure Sodium) ნათურებს იყენებენ და სხვებსაც ამას ურჩევენ.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ LED ნათურების მომხმარებელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და ამასთან ერთად ჩნდება ლოგიკური კითხვები, რეალურად ჯობს LED ნათურა HPS-ს? აკეთებს ის ფულის ეკონომიას? ჯობს რომ ერთბაშად და ერთჯერადად უფრო მეტი გადაიხადო და შემდეგ ყოველთვიური დენის გადასახადი დაზოგო? წარმოქმნის LED იმ საჭირო რაოდენობის განათებას, რომელიც თქვენს მცენარეს ყვავილობის პერიოდში ჭირდება? როგორც ხალხის აზრი გვიჩვენებს, LED უკეთესია როგორც თქვენი ჯიბისთვის, ასევე გარემოსთვის, ხოდა, რატომ არ განვიხილოთ უკეთ და დეტალურად ის საკითხები, რომლებიც ქართველ მომხმარებელსაც ასე აინტერესებს?

პრობლემა

დახურულ სივრცეში (Indoor) კანაფის გაზრდა ძვირია და დიდი დროის დათმობას მოითხოვს. იდეალური ხელოვნური ნათების შექმნა თქვენი გროუბოქსის ფასს შესამჩნევად გაზრდის. ბოლო-ბოლო მცენარისთვის ივლისის მზის ინტენსიურობის შეცვლა მარტივი არ არის. სანამ LED ნათურა ტრენდული გახდებოდა, HPS იყო სტანდარტული ნათურა მებაღეობისთვის, რომელიც “ჭამდა” ენერგიას. ამის გამო, მეცნიერებს შორის იყო ერთგვარი “რბოლა”, თუ ვინ შექმნიდა ნათურას, რომელიც დაზოგავდა ენერგიასა და ხარჯს და ამავდროულად აწარმოებდა საჭირო რაოდენობის სინათლეს. ამ სფეროში პირველი წარმატებული აღმოჩენა გახდა “დროსელი”, რაც საშუალებას გვაძლევს მეტი სიმძლავრე მივიღოთ ნაკლები ენერგიით და ეს ძალიან მაგარია, მაგრამ “დროსელებთან” ერთად, LED განათება უფრო მეტის საშუალებას გვაძლევს, და თუ LED ასეთი ძლიერია, რატომ ვერ მოიპოვა მონოპოლია მებაღეობის ბაზარზე?

შედეგი

HPS-თან შედარებით, LED ნათურები ყოველმხრივ “ბრწყინავენ”. სინათლის ინტენსიურობა და სითბო, რომელსაც ისინი გამოყოფენ, არის ის, რაც მათ უნიკალურს ხდის.

  • სინათლის ინტენსიურობა – მომხმარებელთა დიდი ნაწილი ნერვიულობს იმაზე, თუ როგორი სინათლის წარმოება შეუძლია LED-ს და აჯობებს თუ არა ის HPS-ს. მათი დატესტვის შედეგად, ნაჩვენებია, რომ LED წარმოშობს თითქმის თანაბარ სინათლეს სრული სპექტრის დახმარებით, რასაც HPS, მაგრამ ამ შემთხვევაში HPS-ის წარმოებული სინათლის სპექტრი მაღალია ყვითელსა და მწვანე სპექტრებში, რაც მცენარეებს სიმაღლეში ზრდასა და დატოტვით განვითარებაში ეხმარება. სამაგიეროდ, LED აწარმოებს ლურჯ ნათებას, რაც ყვავილობის პერიოდში მცენარისთვის იდეალურია და ასეთი ნათება HPS-ს არ გააჩნია. გარდა ამისა, ყოველდღიურად მიმდინარეობს კვლევები, რომელთა მიზანია LED ნათურების განვითარება იმ დონემდე, რომ მასში ჩატიონ რაც შეიძლება მეტი ლუმენის გამოსხივების საშუალება.
მარცხენა შკალა აჩვენებს HPS ნათურის სინათლის ინტენსიურობას, მარჯვენა LED-ის
  • სითბო/სიცხე – თუ თქვენ იყენებთ HPS ნათურას და მუდმივად გიწევთ სიცხესთან ბრძოლა, LED ნათურები გთავაზობენ დიდ უპირატესობას. იმის მაგივრად, რომ დახარჯოთ დამატებითი თანხები გროუბოქსის გასანიავებლად და გასაგრილებლად (ქულერები, ვენტილატორები, ფილტრები) იმ მიზნით, რომ არ დაწვათ თქვენი მცენარეები, LED ნათურებს შეუძლიათ თითქმის შეეხონ მცენარეს ისე, რომ მათ არაფერი დაუშავდებათ. რათქმაუნდა, თუ ზრდით ცივ ადგილას, HPS ამ მხრივ უკეთესია, მაგრამ უმჯობესია უბრალო გამათბობლით გაათბოთ ბოქსი და თავიდან აირიდოთ HPS-ის გადახურების პრობლემა. LED ნათურების მიერ გამოყოფილი სითბო იზრდება მათი სიმძლავრის ზრდასთან ერთად, მაგალითად 200W ნათურა უფრო ნაკლებ სითბოს გამოყოფს ვიდრე 450W, მაგრამ ძირითადად დღესდღეობით მებაღეების მიერ გამოყენებული ნათურები თბილია შეხებისას, მაგრამ არ გწვავენ ხელს.
  • მოსავალი – ნათურები ყოველთვის იტესტება მოსავლიანობის თვალსაზრისით. მთლიანობაში, ის მებაღეები, რომლებიც იყენებენ HPS ნათურას, აღწევენ 0.5 გრამ მოსავალს 1 მოხმარებულ ვატზე. LED-ის შემთხვევაში, 1 მოხმარებულ ვატზე მოსავალი 1-1.5 გრამია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსავლიანობისთვის LED 3-ჯერ ეფექტურია, ვიდრე HPS.
მარცხენა მცენარე გაზრდილია HPS ნათურით, მარჯვენა LED-ით
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა – საშუალოდ, HPS სეთაფი (Setup, აღჭურვილობა, აწყობა) 10,000 საათს ძლებს. ეს დიდი დროა, როდესაც საუბარი გვაქვს გროუინგზე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, LED განათებას უფრო შორს მივყავართ. LED სეთაფის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 50,000-100,000 საათია. ეს ნიშნავს ხარისხიანი გროუინგის 15 წელიწადს, რომელიც უფრო იაფია, უფრო ეფექტური და რათქმაუნდა უფრო მარტივი.
  • მრავალმხრიობა – LED ნათურები, HPS-სგან განსხვავებით, ბევრად მრავალმხრივია. ვგულისხმობთ, რომ მათი გამოყენება შეიძლება ბევრნაირად. მაგალითად, მათი განლაგების შეცვლა და პოზიციონირება შეიძლება მოხდეს მცენარესთან ახლოს, ქვედა ტოტებთან, ყვავილედებთან და ასე შემდეგ და რათქმაუნდა ეს ყველაფერი იმის შიშის გარეშე, რომ მცენარე დაისტრესება ან დაიწვება.
გამოყენებულია LED ნათურა
  • განათების ტიპები – LED ნათურების უმრავლესობას გააჩნია სხვადასხვა განათების ტიპი, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი ვეგეტაციური ფაზისთვის და ყვავილობის ფაზისთვის. HPS გვთავაზობს სრულ სპექტრს, მაგრამ არეულს, ხოლო LED-ს შეუძლია მცენარის ცხოვრების ეტაპის მიხედვით მიაწოდოს წითელი ან ლურჯი განათებები, რომლებსაც მცენარე სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვაგვარად გამოიყენებს.
გამოყენებულია HPS ნათურა

დასკვნა

შეგვეძლო დასკვნა არ დაგვეწერა, მაგრამ მაინც, თუ თქვენ გადაიკითხეთ სტატია, ნახავდით, რომ LED განათება ბევრად უფრო წინ არის ვიდრე HPS. რათქმაუნდა ბევრი მებაღეა ისეთი, რომელიც ენდობა თავის HPS Setup-ს და წარმატებისთვისაც მიუღწევია ამ სეთაფით, მაგრამ თუ გაქვთ საშუალება, რომ ჩაანაცვლოთ იგი LED-ით, დაგვიჯერეთ, ეს ნამდვილად ღირს.

ბედნიერ გაზრდას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში

დატოვე კომენტარი

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირვლემა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი კანაპედიას კლუბის წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.