მარიხუანის ლეგალიზებით მექსიკა მსოფლიოში კანაფის უმსხვილესი ბაზარი ხდება

მექსიკის კონგრესის ქვედა პალატამ რეკრეაციული მარიხუანის ლეგალიზებას მისცა ხმა, რითაც გზა გაუკვალა ნარკო-კარტელების ძალადობით დახლეჩილ ქვეყანას, მსოფლიოში კანაფის უმსხვილესი, რეგულირებული, ბაზარი გახდეს.

კანონს, რომელიც 10 მარტს მიიღეს 316 ხმით, 127 იყო წინააღმდეგი, მხარს უჭერს პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის პარტია “მორენა” და მისი მოკავშირეები.

მოსალოდნელია, რომ ამ ზომას სენატი დაამტკიცებს და მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს.

კანონი 126 მილიონიანი მოსახლეობის მქონე მექსიკას, გახდის ერთ-ერთს იმ მცირე რაოდენობის ქვეყანათაგან, ურუგვაისა და კანადის ჩათვლით, სადაც კანაფის რეკრეაციულ საშუალებად გამოყენება ლეგალიზებულია.

ეს ნაბიჯი მექსიკაში უფლებას მისცემს ზრდასრულებს მოწიონ მარიხუანა და სახლში მოიყვანონ მცენარის შეზღუდული რაოდენობა.

ის ასევე გასცემს ლიცენზიას მარიხუანის კულტივაციის, ტრანსფორმაციის, გაყიდვის, კვლევის, ექსპორტისა და იმპორტის შესახებ.

ამ გადაწყვეტილების მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ლეგალიზაცია დაეხმარება ლათინური ამერიკის ნარკო-ომის მოთოკვას, რომელმაც გადმოცემის თანახმად, დაახლოებით 300 000 სიცოცხლე შეიწირა 2006 წლიდან მოყოლებული.

ლეგალიზებიმ მიმართ კრიტიკულები მიიჩნევენ, რომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ლეგალიზაციამ ნარკო ძალადობა დაასრულოს იმის ფონზე, რომ კარტელები ვაჭრობენ ფენტანილით, მეტამფეტამინებით, კოკაინით და სხვა ნარკოტიკებით იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებულ შტატებში და კანადაში იზრდება მარიხუანის ლეგალური მოხმარება.

წყარო

დატოვე კომენტარი

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი კანაპედიას კლუბის წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.