Liberty Haze – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე

რა არის Liberty Haze?

2011 წლის High Times-ის თასის გამარჯვებული ლიბერთი ჰეიზი, სწრაფად გახდა პოპულარული მისი განსხვავებული გემოსა და სწრაფი ყვავილობის გამო.

Barney’s Farm-ის მიერ G13-ისა და Chemdawg 91-ის შეჯვარებით გამოყვანილი ეს ჯიში, იზრდება საშუალო სიმაღლის ბუჩქად სულ რაღაც 8-9 კვირაში. ყვავილედები ღია-მწვანეა, სქელი მკვრივი კრისტალებითა და ძირითადად ბევრი წითელი თმებით (პისტილებით).

მომხმარებლებს მოწონთ ეს ჯიში მისი გამაჯანსაღებელი ლაიმის გემოსა და სიძლიერის გამო. ეს ჰიბრიდი გვაწვდის ამაღლებულ ცერებრალურ ეფექტებს, რაც პოპულარულს ხდის მათთვის, ვინც დეპრესიასა და შფოთვას განიცდის.

მცენარის THC-ს მაჩვენებელი 17%-დან 29%-მდე მერყეობს. ეფექტები ნელნელა აქტიურდება და დიდხანს გრძელდება. იდეალურია დღის განმავლობაში გამოსაყენებლად რადგან აქვს Thai-ს ძლიერი გენეტიკა, რომელიც მის სატივა მხარეს აშკარად ეტყობა.

Liberty Haze-ის ეფექტები და მახასიათებლები

ეფექტები

სამედიცინო თვისებები

გვერდითი მოვლენები

Liberty Haze-ის გენეტიკა და ინფორმაცია მისი გაზრდის შესახებ

ინფორმაცია გაზრდის შესახებ

გენეტიკური მშობლები

G13 (ჰიბრიდი), Chemdawg 91 (ინდიკა)

Liberty Haze-ის არომატი

რჩევები Liberty Hazeს გაზრდასთან დაკავშირებით

გაზრდის ტექნიკა

Liberty Haze ინდორ გროუსთვის შექმნილი ჰიბრიდია. მცენარე კომპაქტურია და ეტევა პატარა ზომის ყუთებშიც. იდეალურად იტანს LST ტექნიკას. 10-12 დღიდან შესაძლებელია სასუქების დაწყება. შესაძლებელია SCROG-ის გაკეთებაც.

ყვავილობის დრო: 8-9 კვირა

მოსავლიანობა: საშუალო

გაზრდის სირთულე: მარტივი

კლიმატი: იდეალური ტემპერატურაა 19-23°C გრადუსი. შეინარჩუნეთ მუდმივი აირაცია ტოტების გასამაგრებლად და სოკოს თავიდან ასაცილებლად. ვეგეტაციაში ტენიანობა 60%-ზე მაღლა არეგულირეთ. ყვავილობის დროს 30-45%-ზე დააფიქსირეთ. აკონტროლეთ ნათურის დაშორება.

Indoor/Outdoor: ძირითადად იზრდება Indoor-ზე, იდეალურია ბოქსში/ტენტში გასაზრდელად. ძლიერი გენეტიკების გამო უძლევს სტრეს ტექნიკებს.

კვება: გამოიყენეთ წინასწარ შეზავებული ნიადაგი. დაახმარეთ ფესვის სტიმულატორები. 10-14 დღის ასაკიდან დაიწყეთ სასუქების მიწოდება. ვეგეტაციაში საჭიროა აზოტის შემცველი სასუქები. ყვავილობაში მიაწოდეთ დიდი რაოდენობით ფოსფორი.

დამატებითი ინფორმაცია

THC-ს შემადგენლობა: საშუალოდ 22%, მაქსიმუმ 29%

CBD-ს შემადგენლობა: 0.037-0.12%

სიძლიერე: მაღალი

გენეტიკა: 50% სატივა / 50% ინდიკა

ფოტოები

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.