
განათების საუკეთესო ციკლი ავტომოყვავილე მცენარეებისათვის
ავტომოყვავილე მცენარეებისთვის ყვავილობის დაწყება და დასრულება უფრო მეტად დამოკიდებულია მათ ასაკზე, ვიდრე სინათლეზე. მიუხედავად ამისა, მათ მაინც ჭირდებათ რეგულარული განათება და ამ განათების ციკლი აუცილებლად სწორად უნდა შეირჩეს რადგან ის გადამწყვეტია კანაფის გაზრდაში. სტატიაში განხილულია ის, რისი ცოდნაც თქვენ გჭირდებათ 🙂
როგორც დასახელება გვეუბნება, კანაფის ავტომოყვავილე ჯიშები ავტომატურად იწყებენ ყვავილობის ფაზას, იმის მიუხედავად თუ განათების რა ციკლი გვაქვს მათთვის შერჩეული. ასეა თუ ისე, კარგი მოსავალი დამოკიდებულია კარგ განათებაზე. ავტომოყვავილე ჯიშები დამწყები გროუერებისთვის იდეალურია, რადგან მათი გაზრდა მარტივია. ფოტოპერიოდული ჯიშები, რომლებიც ძირითადად ყველაზე გავრცელებულია, საჭიროებენ განათების ციკლის შეცვლას ვეგეტაციური ფაზიდან ყვავილობის ფაზაზე გადასვლის დროს. მოდი უფრო ახლოდან გავიცნოთ ავტომოყვავილე ჯიშები და განვიხილოთ რომელი განათების ციკლია მათთვის იდეალური.
ძირითადად თანხმდებიან, რომ საუკეთესო განათების ციკლი 18-24 საათიანია ავტომოყვავილე კანაფისთვის.
24 საათიანი ციკლი
გამომდინარე იქიდან, რომ ავტომოყვავილე ჯიშები არ არიან დამოკიდებული განათების საათობრივ რაოდენობაზე, შეგვიძლია ისინი სინათლის ქვეშ ვამყოფოთ 24 საათი, მთელი ზრდის განმავლობაში. ფაქტია, ბევრი გამოცდილი გროუერი ფიქრობს, რომ 24 საათიანი ციკლი მათთვის გადამწყვეტია, რადგან ის საშუალებას მისცემს მცენარეს გაიზარდოს მაქსიმალურად დიდი როგორც ვეგეტაციაში, ასევე ყვავილობის დროს.
კანაფი C3 კლასიფიკაციის მცენარეა, რაც იმას ნიშნავს რომ, განათების ქვეშ მყოფს შეუძლია შთანთქოს CO₂ ფოტოსინთეზისთვის. ეს თეორიულად ნიშნავს, რომ მცენარეს სიბნელეში ყოფნა აღარ ჭირდება ფოტოსინთეზისთვის, განსხვავებით C4 კლასის მცენარეებისგან. ავტომოყვავილე მცენარეები ასევე განვითარდა მსოფლიოს ჩრდიოლეთ მხარეებში, სადაც ისინი ბუნებრივი ზრდის დროსაც კი თითქმის 24 საათიან სინათლეს იღებენ, ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 24 საათიანი ციკლი ავტომოყვავილე კანაფისთვის მისაღებია.

18 საათიანი ციკლი
არსებობს რამოდენიმე მიზეზი, რის გამოც თქვენ შესაძლოა არ გამოიყენოთ ზემოთ ხსენებული 24 საათიანი განათების ციკლი. პირველ რიგში, თუ ბევრს ჯერა, რომ 24 საათი კანაფისთვის იდეალურია, დანარჩენებს ჯერათ, რომ მცენარისთვის სიბნელეში ყოფნა აუცილებელია. ეს საშუალებას აძლევს მას დაისვენოს და დარჩეს ჯანმრთელი, გაზრდის პერიოდში. წარმოიდგინეთ, 24 საათი რომ გეღვიძოთ 🙂
გარდა ამისა, 24 საათიანი განათება არაპრაქტიკული შეიძლება იყოს, რადგან ასეთი ციკლი, ზრდის ტემპერატურას გროურუმში, ასე რომ, თუ თქვენ ისედაც ცხელი კლიმატის მქონე გარემოში ცხოვრობთ, ეს პრობლემებს გამოიწვევს და რთული სამართავი იქნება. არ უნდა დავივიწყოთ გადასახადებიც, რათქმაუნდა 18 საათთან შედარებით, 24 საათიანი მუდმივად ჩართული ნათურა უფრო მეტ გადასახადს დაწერს. 18 საათიანი ციკლი საშუალებას გაძლევთ გამორთოთ განათება, დაასვენოთ მცენარე, დაზოგოთ ფული და თავიდან აირიდოთ მოსალოდნელი პრობლემები.
და რომელი ჯობს?
საბოლოოდ ჩნდება კითხვა, რომელი ციკლი ჯობს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას უნდა აწონ-დაწონო ორივე ციკლის პლუს-მინუსები. მაგალითად, თუ ტემპერატურას ვერ არეგულირებთ და 18 საათიანი გრაფიკისას თქვენს გროურუმში ცივა, შეგიძლიათ მოუმატოთ განათების ხანგრძლივობას და მაგალითად 20 საათამდე აწიოთ. ასევე შესაძლებელია რამოდენიმე დღე 24 საათი სინათლის მიწოდებაც, რათა ტემპერატურა დარეგულირდეს. პირადად ჩვენ, ძირითადად 18 საათიანი ციკლით ვზრდით, მაგრამ მშვენიერი, წარმატებული მცენარეები გაგვიზრდია 24 საათიანზეც.
როგორც ავღნიშნე, არიან ისეთი გროუერებიც, რომლებიც საშუალოდ 20-21 საათიან გრაფიკზე ამყოფებენ მცენარეს და ეს ძალიან კარგია.
ერთადერთი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, არის ის, რომ მცენარემ დღეღამის განმავლობაში მინიმუმ 18 საათი სინათლე უნდა მიიღოს, ამის ზევით კი თქვენივე მოთხოვნილებებიდან გამომდინარე უნდა დაარეგულიროთ.
ყველაფერი გამოცდილებაზეა დამოკიდებული, არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების. გამოცადეთ ორივე ციკლი, იქნებ თქვენს შემთხვევაში რაიმე სხვამ გაამართლოს 🙂