ლოქორა რბილი სხეულის მქონე მავნებელია, რომელიც ძირითადად ისეთ გარემოში გვხვდება, სადაც ტენიანობა მაღალია. ლოქორა შენობაში იშვიათად თუ შეგვხვდება, რადგან დაბალი ტენიანობის და მაღალი ტემპერატურის პირობებში ისინი ძალიან სწრაფად შრებიან და იღუპებიან. ეს მავნებელი სიბნელეში უფრო მეტად აქტიურდება , რადგან მზის სხივები მისთვის შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.

გამოსავალი:

ლოქორებისგან დაცვა შეგვიძლია მათსა და მცენარეს შორის გარკვეული ფიზიკური ბარიერის დამონტაჟებით. ეს ბარიერი შესაძლებელია დაიდგას სათითაოდ ყოველი მცენარის ან მთლიანად ბაღის გარშემო.

ბარიერი შეიძლება იყოს

  • სპილენძის მავთული
  • დიატომიური მიწა
  • კირი
  • ნახერხი

ლოქორები ზემოთ ჩამოთვლილ ელემენტებთან კონტაქტს მაქსიმალურად ერიდებიან . ასევე ლოქორებისგან თავდაცვისთვის შეგიძლიათ მოიშენოთ სხვადასხვა სახეობის მტაცებლებიც , როგორებიცაა

  • გომბეშოები
  • ბაყაყები
  • ხოჭოები
  • ფრინველები

ასევე შეგიძლიათ საღამოს ან ღამის საათებში ხელთაც მოაცილოთ ლოქორები თქვენს ბაღს.



სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.