LST ტექნიკის გამოყენება ავტომოყვავილე ჯიშებისთვის

ჯანსაღი მცენარეებისკენ და კარგი მოსავლისკენ სწრაფვამ, მებაღეებისგან, უფრო დიდი გამომგონებლობა მოითხოვა. აქედან გამომდინარე, მათ შეიმუშავეს მეთოდები და სრულყოფილებამდე მიიყვანეს ეგრეთწოდებული მცენარის „ვარჯიშები“. ერთ-ერთი მათგანია LST (Low Stress Training), რაც გულისხმობს, ნაკალებად დამსტრესველ მეთოდს, მცენარის ძლიერი და  ცენტრალური ტოტების ატრავმულ მოხრას.

ყველაზე დიდი პოპულარობით დღეს ავტომოყვავილე კანაფის ტიპები სარგებლობენ, მათი დამახასიეთებელი ნიშნებია:

  • მცირე ვადიანი სიცოცხლის ციკლი, აქედან გამომდინარე ვეგეტაციის პერიოდიც მოკლეა;
  • სინათლის ციკლისგან დამოუკიდებელი ყვავილობა;
  • ფოტოპერიოდული მცენარისგან განსხვავებით, უფრო ნაკლები მოსავალი, რაც გამოწვეულია მცენარის კომპაქტური ზომისა და დაბალი ბუჩქიდან.
  • ავტომოყვავილე მცენარე უფრო მგრძნობიარეა სხვადასხვა სახის სტრესის მიმართ, ძირითადად გადარგვისა და გაკრეჭვის დროს.

ამ კუთხით, LST მეთოდი ავტომოყვავილე მცენარისთვის, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას წარმოადგენს, რომელიც საშუალებას იძლევა, ერთდროულად, რამოდენიმე მიზნისა და შედეგის მიღწევის:

Преимущества метода LST
  • იცავს კანაფს ტრავმისა და სტრესისგან, რითაც მცენარეს საშუალება ეძლევა, საერთოდ არ განიცადოს ის, ან სწრაფად (რაც აუცილებელია მცირე ვეგეტაციის, მქონე ავტომოყვევილე მცენარისთვის) აღიდგინოს ძალები;
  • ბუჩქის ზომის კონტროლი და მისი ფორმირება  (ზოგიერთ შემთხვევაში, სატივა ავტოები 1,5 მეტრამდე იზრდებიან სიმაღლეში და დახურულ სივრცეში გაზრდისას სირთულეებს ქმნის ) – რაც გასათვალისწინებელია stealth (დამალული) გროუინგის პირობებში;
  • ტოტებს საშუალებას აძლევს, ერთნაირად მიიღონ სინათლე, რაც მათ განვითარებას ასტიმულირებს და საბოლოო ჯამში, უფრო ინტენსიურად ბუჩქავს მცენარეს;
  • თითოეულ ბუჩქს უფრო კარგად აყვავილებს.

რეალურად, იმისდამიუხედავად, რომ LST მეთოდით მცენარის გაზრდა გროუერისგან დიდ ყურადღებას, დროსა და გარკვეულ ძალისხმევას  მოითხოვს, ამ მეთოდის გამოყენება კანაფის ბუჩქის გაზრდისას, საინტერესო და უბრალოა. LST მეთოდის გაგებისთვის საჭიროა, სხვადასხვა საკითხებზე უფრო კონკრეტულად დაკვირვება.

რისთვის გამოიყენება LST მეთოდი?

ნაკლებ დამსტრესველი კანაფის „ვარჯიში“ წარმოადგენს მთავარი, უფრო ძლიერი ტოტების გადახრას, რაც  ხელს უწყობს მცენარეში ზრდის ჰორმონების ეფექტურ გადანაწილებას. ამის დამსახურებით, ასევე სუსტი ტოტების, რომლებიც უკეთ იღებენ სინათლეს, მცირე ზომის გამონაზარდები იზრდებიან და დიდ ტოტებად ფორმირდებიან, რომლების პოტენციურად იდენტურია, მანამდე მყოფ, ერთადერთ, ცენტრალურ ტოტთან.

ამიტომაც, მცენარეზე 1-2-3 მსხვილი ტოტი აღარაა , არამედ ბევრი 8-16-24 ან მეტი,  შეიძლება, დარწმუნებით, ვუპასუხოთ კითხვას, შეუძლია თუ არა LST მეთოდს, უფრო დიდი მოსავლის მოყვანა? რა თქმა უნდა! რაც უფრო, ბევრი და ძლიერი ტოტია – მით უფრო მეტია მოსავალი.

ამასთანავე, მინიმალური სტრესი ავტომოყვავილე მცენარისთვის, ან მისი არ არსებობა, არ არღვევს ბუჩქის სასიცოცხლო ზრდის ციკლს. კანაფი ასწრებს სწრაფად და წარმატებით აღდგენას, ამავდროულად, უშვებს სიმაღლეში პატარა ტოტებსაც.

LST – როგორ კეთდება?

Что такое метод LST?

LST ტექნიკა არ არის რთული. რეალურად, საზრუნავი მხოლოდ ისაა თუ რით იქნება დაფიქსირებული გადახრილი ტოტები. ეს შეიძლება იყოს სქელი მავთულის კაკვები, თოკები, პლასტიკის ქამრები და ა.შ

Что такое метод LST?

გადახრილი ტოტები ფიქსირდება ქოთნის კიდისკენ, სხვა ტოტებთან. თუმცა, არ შეიძლება ტოტი ეხებოდეს პირდაპირ ნიადაგს. ქოთანში, თავისუფალი ადგილი, უნდა იყოს ახალგაზრდა ტოტებსა და ნიადაგს შორის – მინიმუმ რამდენიმე სანტიმეტრი. ეს აუცილებელია, კანაფის ნიადაგის დამუშავებისთვის (გაფხვიერება, მორწყვა), ასევე ეფექტურად ფესვების სუნთქვისთვის. ასევე, მთავარი ტოტის ბაზა ფიქსირდება, გადახრილი ტოტების, მოპირისპირე მხარეს. რაც ხელს შეუშლის მცენარის ნიადაგინდა ამოთხრასა და ფესვების სისტემის დაზიანებას, თუ გადახრა დაიწყო, თითქმის ყვავილობის წინ.

Что такое метод LST?

წარმატების მთავარი წესი გვეუბნება, რომ LST მეთოდით ტოტების გადახრა ხდება შემდეგი პრინციპით: „ძირითადი (ძლიერი, ენერგიულად ზრდადი) ტოტები მიდის ქოთნის პერიფერიისკენ, ხოლო ახალგაზრდა სუსტი ტოტები რჩებიან ცენტრში, განათების ქვეშ,“ რომლის მეშვეობით, ეს უკანასკნელნი, ინტენსიურად იწყებენ განვითარებას. ასევე, შესაძლებელია მსხვილი ფოთლების ჩამოცილება და დაფიქსირება, იმისთვის, რომ არ დაჩრდილონ ახალი წამონაზარდები.

როდის შეიძლება LST მეთოდის გამოყენება?

когда начинать использовать методику LST

თუ მთავარ ღეროზე, უკვე 3-5 ფოთოლია, ამ შემთხვევაში შეიძლება LST მეთოდის გამოყენება. ასეთი ატრავმატული ვარჯის ტექნიკის გამოყენება ავტომოყვავილე მცენარისთვის, შესაძლოა მთელი ვეგეტაციის პერიოდიში. ყვავილობის პერიოდში გარდამავალ, ფორმირებულ და გავარჯიშებულ მცენარეს არაფერი ემუქრება – უბრალოდ აყვავილდება ჩამოყალიბებული ტოტები.

რა უარყოფითი მხარეები გააჩნია LST-ს?

იმისათვის, რომ მცენარე გავარჯიშდეს ტოტების დახრის მეთოდით და ზრდის მიმართულება შეეცვალოს, გროუერს სჭირდება მოთმინება. მცენარეს სჭირდება ხშირი კონტროლი და დაკვირვება. ასევე თოკები, რომლებიც ნელ-ნელა ქმნიან, მთელს სისტემას დიდ ადგილს იკავებენ ბოქსში. სხვა შემთხვევაში, ნაკლი არ არსებობს.

წყარო

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.