მამალი კანაფის გამოყენების 4 გზა

მოყვავილე მცენარეების უმეტესობისაგან, კანაფი იმით არის უნიკალური, რომ მას ჭირდება ორივე, დედალი და მამალი მცენარე გასამრავლებლად. კანაფი ძირითადად ორ სქესად, მამალ და დედალ მცენარედ მოგვევლინება, მაგრამ არსებობს გამონაკლისი ჰერმაფროდიტი (თვით-მტვერვადი) მცენარის სახით.

კანაფის დედალი მცენარე აწარმოებს დიდ, წებოვან ყვავილედებს, რომლებიც გამოყენებამდე უნდა გაშრეს და ჩაუტარდეს ქიურინგი. სწორედ ამიტომ, ძირითადად სწორედ დედალი მცენარეები შეგხვდებათ გროუერების ბაღებში.

მამალი მცენარეები ხშირ შემთხვევაში გამოუყენებლად მიიჩნევა და ბაღიდან მოსაშორებელი ხდება. გასათვალისწინებელია რომ მამალის მიერ დამტვერვა აუცილებელია (თუ არ იყენებთ კლონირების მეთოდს) დედალ მცენარეებზე კაკლების საწარმოებლად, რათა მოხდეს მცენარის გამრავლება. მაგრამ ამ მეთოდეს ძირითადად მხოლოდ ბრიდერი კომპანიები იყენებენ, ჩვეულებრივი გროუერებისთვის უმჯობესია თუ ისინი უთესლო ყვავილედებს, სინსიმილას აწარმოებენ.

მართლა ნაგვის ურნაშია მამალი მცენარეების ადგილი, თუ აქვთ მათ რაიმე დამატებითი დანიშნულება და გამოყენების ფუნქცია? მოდი ეს ამ სტატიიდან გავიგოთ, ჩვენ შემოგთავაზებთ რამოდენიმე გზას, მამალი კანაფის გამოყენებისთვის.

1. შეჯვარება

მამალი მცენარის პირველი, და რათქმაუნდა მთავარი ფუნქცია თესლების საწარმოებლად შეჯვარებაა. დედლების დამტვერვისას, მამალი მცენარე თესლს გადასცემს გენეტიკური ხაზის ნახევარს, ამიტომ აუცილებლად უნდა მოხდეს დაკვირვება მის გენეტიკაზე, ფორმაზე, ზრდის სიჩქარეზე, სოკოებისა, მავნებლების გამძლეობაზე და კლიმატის ცვლილების გამძლეობაზე. ეს ყველაფერი აისახება შემდეგი თაობის მცენარის სიძლიერეზე.

2. კანაფის ქსოვილი

ალბათ უკვე გეცოდინებათ, რომ კანაფის მოყვანა და გამოყენება საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობს ქსოვილის საწარმოებლად. მამალი მცენარისგან იწარმოება უფრო თხელი, მსუბუქი მატერიალის ქსოვილი, დედალისგან პირიქით, მყარი და ძლიერი. მსუბუქი მატერიალი გამოიყენება, ტანსაცმლის, მაგიდის გადასაფარებლების, სახლის მოსავლელი ნივთების დასამზადებლად.

3. კონცენტრატის წარმოება

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ბუნებაში ფსიქოაქტიური მამალი მცენარეებიც გვხვდება. რათქმაუნდა ნაკლებად ძლიერი ვიდრე დედალი. მართალია ისინი არ აწარმოებენ ყვავილედებს, მაგრამ კანაბინოიდების დაბალი რაოდენობა შესაძლოა აღმოჩნდეს მის ფოთლებზე, ტოტებზე და ჯირკვლებზე. ამ კანაბინოიდების გამოყენება შესაძლებელია ექსტრაქტების, ზეთების, კონცენტრატების ან ჰაშის დასამზადებლად.

4. ბაღის გაჯანსაღება

კანაფის მცენარეები ყვავილედების წარმოების გარდა სხვა უპირატესობებსაც გვთავაზობენ. ორივე, დედალიც და მამალიც ახდენს სურნელოვანი ზეთების – ტერპენების პროდუქციას, რომლებიც დაკავშირებულები არიან მცენარის დაავადებებისა და მავნებლების კონტროლთან. გამომდინარე იქიდან, რომ მამალი მცენარეებიც აწარმოებენ ტერპენებს, შევიძლია ისინი დატოვოთ ვეგეტაციურ ან ყვავილობის (თუ ისინი კარგად არიან განცალკევებული დედლებისგან) ფაზაში მყოფ ბაღშიც კი. მცენარის გამომშრალი მასალიგსან შესაძლოა დამზადდეს ტერპენებით გამდიდრებული ზეთები, რომელთა გამოყენებაც ნატურალური სპრეების სახით შეიძლება.

დამატებით, კანაფის მცენარეებს ძლიერი ფესვთა სისტემა გააჩნიათ, ძლიერი მთავარი ფესვით. მთავარ ფესვებს (Taproot) შეუძლიათ მიწაში ღრმად ჩავიდნენ, დაბალი ხარისხის ნიადაგი შუაზე “გატეხაონ” და ტენითა და საკვები ნივთიერებებით გაამდიდრონ. ასევე ისინი აფიქსირებენ ნიადაგს ფესვის გარშემო და ძლიერი წვიმების შემთხვევაში არ იკარგება მიწა.

ადამიანები ძირითადად კანაფის დედალ მცენარეებზე არიან ფოკუსირებული და ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ აუცილებელია, რომ გავიგოთ და პატივი ვცეთ მამალი მცენარის ხასიათსა და დანიშნულებებს. შესაძლოა დედალმა აწარმოოს ყვავილედები, რომელიც ჩვენ გვიყვარს და ვიცით, მაგრამ მამალი მცენარის არსებობის შეწყვეტით, შესაძლოა დავკარგოთ პოტენციური უპირატესობები, რომელთა შესახებ ჯერ არ ვიცით. სპეციფიურ მამლებს შესაძლოა გააჩნდეთ, ქიმიური ელემენტები, რომლებიც დიდ ეფექტს ითამაშებენ მომავალი თაობის დედლების ან საერთოდ კანაფის ინდუსტრიიც განვითარებაში.

თუ ზემოთ მოცემული გზებიდან რომელიმეს გამოყენებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ დედალი მცენარის პოვნას მონდომებულ მამლის მტვერს მოქმედება ძლიან დიდ მანძილზე შეუძლია.

კარგი იქნება თუ გეცოდინებათ ზოგადად როგორ მოქმედებს დამტვერვა ბოტანიკაში, რათა თავიდან აიცილოთ საკუთარი, ან მეზობლის მცენარეების გამამლება.

ამ ეტაპზე სულ ეს იყო, კომენტარებში დაწერეთ რა ტიპის სტატიების ხილვა გსურთ კანაპედიაზე!

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.