კანაფის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ადამიანები კანაფს უკვე დაახლოებით 3000 წელია მოიხმარენ, ისტორიის მანძილზე ის მიჩნეული იყო როგორც სამკურნალო ასევე სარეკრეაციო საშუალებად. თუმცა, ზოგ დიდ ჯანმრთელობის ორგანიზაციას ჯერ ისევ არ უცვნია იგი ასეთად. თუმცა კანაბიდიოლი, ნივთიერება რომელსაც კანაფი შეიცავს (სხვა მრავალთან ერთად), აღიარებული იყო როგორც ზოგიერთი ფორმის ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება.

როგორც ყველაფერს, კანაფსაც გააჩნია უარყოფითი და დადებითი მხარეები, რომელთაც ამ პოსტში გაეცნობით.

კანაფის მოხმარების სარგებელი ჯანმრთელობისათვის

ქრონიკული ტკივილი

2017 წელს განხილული იქნა 10,000-ზე მეტი კვლევა კანაფის დადებით და უარყოფით გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე.

განხილვისას ყურადღება მიექცა კანაფს, როგორც ქრონიკული ტკივილის განმკურნებელ საშუალებას. ქრონიკული ტკივილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემაა, რომელსაც ა.შ.შ-ში 25 მილიონ ადამიანზე აქვს გავლენა.

განხილვამ გამოააშკარავა, რომ კანაფი და პროდუქტები რომლებიც შეიცავენ კანაბიონოიდებს – რომლებიც კანაფის აქტიური ნივთიერებები არიან, ან სხვა ნივთიერებები რომლებთაც აქვთ გავლენა ტვინის იგივე რეცეპტორებზე – ეფექტურები არიან ქრონიკული ტკივილის გასაყუჩებლად.

ალკოჰოლიზმი და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება

ასევე ერთ-ერთმა კვლევამ რომელიც 2017 წელს გამოქვეყნდა, გამოავლინა, რომ კანაფი ეხმარება ოპიოიდებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულ პაციენტებს დამოკიდებულების დაძლევაში.

მაგრამ ეს თემა შეიძლება კამათის მიზეზადაც იყოს აღქმული, რადგან ზოგიერთი სანდო წყარო გვაცნობებს, რომ კანაფის მოხმარებამ შესაძლოა პირიქით განავითაროს სხვა სუბსტანციებზე დამოკიდებულება.

ასევე, რაც უფრო მეტ კანაფს იყენებს ადამიანი, დამოკიდებულის უფრო მეტი რისკის ქვეშ არის. ინდივიდები რომლებიც ახალგაზრდა ასაკიდან მოიხმარენ კი დამოკიდებულის უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან.

დეპრესია, PTSD, სოციოფობია

 საჯაროდ გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც სწავლობდა კანაფს, როგორც მენტალური დაავადებების სამკურნალო საშუალებას.

კვლევის ავტორებმა იპოვეს მტკიცებულება რომლებიც ემხრობა თეორიას, რომ კანაფი კარგი საშუალებაა დეპრესიისა და PTSD-ს (პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა) სიმპტომების სამკურნალოდ.

ამასთან ერთად, ისინი გვაფრთხილებენ, რომ კანაფი არ არის კარგი სამკურნალო საშუალება ბიპოლარისა და ფსიქოზისათვის.

კიბო

ფაქტები გვიჩვენებენ, რომ კანაბინოიდები, რომლებიც მიიღება ორალურად არიან ეფექტური საწინააღმდეგო საშუალებები ქიმიოთერაპიის შედეგად გამოწვეული გულის რევის შეგრძნების წინააღმდეგ. ხოლო ზოგმა პატარა კვლევამ გამოააშკარავა, რომ კანაფის მოწევის გზით მიღებაც ებრძვის ქიმიოთერაპიის არასასიამოვნო სიმპტომებს.

ზოგი კიბოს კვლევა კი გვიჩვენებს, რომ კანაბინოიდები კლავენ ან ანელებენ ზოგიერთი სახის კიბოს უჯრედების ზრდას.

კანაფის მოხმარების ზიანი ჯანმრთელობისათვის

მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები

 ზოგადად მიჩნეულია, რომ ყოველდღიური მოხმარება სიმპტომებს ამძაფრებს იმ ინდივიდებში, რომელთაც გააჩნიათ ბიპოლარი. თუმცა ეს ბოლომდე არ არის დამტკიცებული და მაინც სადაო თემად რჩება.

ზოგი მტკიცებულების მიხედვით ვიგებთ, რომ ის ადამიანები რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარენ, არიან სუიციდალური ფიქრების უფრო დიდი რისკის ქვეშ. ასევე არის დეპრესიის განვითარების ოდნავ დიდი რისკი.

კანაფის მოხმარებამ ასევე შესაძლოა გაზარდოს ფსიქოზისა და შიზოფრენიის განვითარების რისკი. თუმცა, კანაფის მოხმარებამ დადებითი შედეგები წარმოაჩინა იმ ხალხში, რომელთაც უკვე აქვთ ფსიქოზი და შიზოფრენია.

სათესლე ჯირკვლის კიბო

 მიუხედავად იმისა, რომ არ არის დამტკიცებული პირდაპირი კავშირი კიბოს ტიპების უმეტესობასა და კანაფის მოხმარებას შორის, ზოგ კვლევაში ნაპოვნია, რომ კანაფის მოხმარება ზრდის სათესლე ჯირკვლებში კიბოს წარმოშობის საფრთხეს.

ბოლო ბოლო, ცუდია თუ არა კანაფი ჯანმრთელობისათვის?

მტკიცებულებები არსებობს კანაფის მხარდასაჭერადაც და მის წინააღმდეგაც, იმისათვის, რომ ეს გამოაშკარავდეს ბევრად უფრო მეტი კვლევებია ჩასატარებელი. თუმცა, რათქმაუნდა ყოველთვის უნდა დაიცვათ ზომიერება, თორემ, გადამეტებული რაოდენობით ბანანის ჭამასაც შეუძლია ადამიანის მოკვლა.

წყარო

შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.