THC-ს უფრო ძლიერი, ნატურალური ფორმა აღმოაჩინეს

ელემენტი სახელად, THCP (თი-ეიჩ-სი-პი), შეიძლება 30-ჯერ უფრო ძლიერი იყოს ვიდრე THC (თი-ეიჩ-სი) რომელიც ყველამ ვიცით და გვიყვარს.

ახალმა აღმოჩენილმა კანაბინოიდმა შესაძლოა სავსებით შეცვალოს ჩვენი დამოკიდებულება და გაგება კანაფისადმი. და იცი რა არის საუკეთესო ნაწილი? ის THC-ის უფრო ძლიერი ვერსიაა, რის გამოც ინტერესები ძალიან მაღალია.

წინა კვირას, იტალიელმა მკვლევარებმა გამოაქვეყნეს ცნობა გამოცემაში “Nature“. იტალიის არმიის მიერ ექსკლუზიურად გაზრდილი სამედიცინო მარიხუანას სთრეინის ანალიზის შემდეგ, სახელწოდებით FM2, მეცნიერებმა შეამჩნიეს უჩვეულო ქიმიური ელემენტების ხელწერა, რაც საბოლოოდ დაეხმარეთ აქამდე უცნობი კანაბოინოდის იდენტიფიცერებასა და იზოლაციაში. კანაბინოიდს ეწოდა ტეტრაჰიდროკანაბიპოროლი ან THCP (თი-ეიჩ-სი-პი)

THCP თითქმის იდენტურია რაც THC – კანაფის შემადგენელი ელემენტი რომელიც იწვევს ინტოქსიკაციას – უბრალოდ მოლეკულის კუდს ბოლოში დამატებული აქვს ნახშირბადის რამოდენიმე ატომი. ეს დამატებითი ნახშირბადის ატომები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი THCP-ს შესაძლებლობაში, უფრო ძლიერად მიებას სხეულში არსებულ CB1 და CB2 რეცეპტორებს, უჯრედ რეცეპტორებს, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან კანაფის შემადგენელ ელემენტებთან მოხმარების შემდეგ.

კვლევის თანახმად, THCP უფრო ძლიერად უკავშირდება CB1 და CB2 რეცეპტორებს, ვიდრე THC. ფაქტიურად, THCP უკავშირდება 30-ჯერ უფრო ძლიერად CB1 რეცეპტორს – რეცეპტორს რომელიც გვაბოლებს – ვიდრე THC.

როდესაც THCP მისცეს თაგვებს, მკვლევარება აღმოაჩინეს რომ სტანდარტული THC-ს დოზის მხოლოდ ნახევარიც კი საკმარისი იყო რომ “დაებოლებინა” ობიექტები. ჯერჯერობით, THCP არ ყოფილა გამოყენებული ადამიანების მიერ, ამიტომ უცნობია რეალურად რამდენად ძლიერად იმოქმედებს ელემენტი ჩვენზე, სანამ არ დაიტესტება.

რას ნიშნავს ეს აღმოჩენა კანაფის სამედიცინო დანიშნულებით მიღებისას?

“გვაქვს მიზეზი ვივარაუდოთ რომ კანაფის სხვა სახეობებში შესაძლოა იყოს პროცენტულად უფრო მაღალი რაოდენობის Δ9-THCP”, წერენ კვლევაში მეცნიერები. “ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არსებობს განსხავებული ეფექტების დიდი ვარიაცია, და ერთმა და იგივე დოზა THC-მაც კი სხვადასხვაგვარად შეიძლება იმოქმედოს სუბიექტზე.”

სხვა სიტყვებით, ადამიანებმა შეიძლება გამოცადონ განსხვავებული ეფექტები მოსაწევისგან, სხვა კანაბინოიდების, ტერპენების ან ფლავონოიდების არსებობის გამო, რომელთა შესახებ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით. ბოლობოლო, ჩვენ მოვიხმარდით და ვიღებდით THCP-ს წლების განმავლობაში ისე, რომ ვერც ვაანალიზებდით ამას.

საინტერესოა კიდევ რომელი ძლიერი ელემენტები იმალებია კანაფის შემადგნელობაში რომლებიც ჯერ იდენტიფიცირებულიც არაა? და შეცვლის თუ არა მათი აღმოჩენა მიდგომასა და გაგებას კანაფის მცენიერების შესახებ? დრო გვეტყვის, და ჩვენც გავაგრძელებთ სიახლეებით თქვენს მომარაგებას.

წყარო

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.