მიკრო და მაკრო ელემენტების ნაკლებობა კანაფში

ყველა გროუერს, განსაკუთრებით დამწყებებს და მათ ვინც სასუქებს საკმარისი რაოდენობით არ იყენებს, შექმნია პრობლემა რომელიმე მიკროელემენტის ნაკლებობასთან დაკავშირებით. ამ სტატიაში ჩვენ დაგეხმარებით ვიზუალური შეხედვით დაადგინოთ, თუ რომელი მიკრო ან მაკრო ელემენტი აკლია თქვენს მცენარეს.

აზოტი (N)

აზოტის ნაკლებობის ნიშნები :

  • წითელი ტოტები;
  • ზრდის შეფერხება;
  • ღია ფოთლები და სრაფი გაყვითლება ქვემოთა ფოთლების;

ამ პრობლემის მოგვარებისთვის გამოიყენეთ სასუქი მაღალი აზოტის შემცველობით.

ფოსფორი (P)

ფოსფორის ნაკლებობის ნიშნები:

  • წითელი ღეროები;
  • ქვემოთა ფოთლების გაყვითლება ან გამუქება;
  • ფოთლის დეფორმაცია;
  • ფოთოლზე ჩნდება ყავისფერი ვერცხლისფერი ან ზოგჯერ ლურჯი ლაქები;

პრობლემის მოგვარებისთვის გამოიყენეთ სასუქი ფოსფორის მაღალი შემცველობით და გაითვალისწინეთ, რომ პრობლემის მოგვარების შემდეგ, დაზიანებული ფოთლები არ აღდგება, ახალი ამოსული ფოთლები კი ჯანსაღი იქნება.

კალიუმი (K)

კალიუმის ნაკლებობის ნიშნები:

  • ფოთლის ნაპირები ხდება ყავისფერი და დამწვარი;
  • იწყება ქვემოთა და ახალი აოსული ფოთლების გაყვითლება;
  • ყვავილედები არ მსხვილდება;
  • ფოთლის ვენები რჩება მწვანე დარჩენი ნაწილი ყვითლდება;

პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენეთ სასუქი კალიუმის მაღალი შემცველობით ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ბანანის ქერქის ნაყენი .

კალციუმი (Ca)

კალციუმის ნაკლებობის ნიშნები:

  • ფოთლებზე ჩნდება ყავისფერი ან მოშავო წინწკლები
  • გვიან პერიოდში იწყება ფოთლის წვერების და ნაპირების გახმობა/გაყავისფერება
  • კალციუმის ნაკლებობა უმეტეს შემთხვევებში გამოწვეულია არასწორი მჟავიანობით

პრობლემის მოსაგვარებლად გაასწორეთ მჟავიანობა 6.2-6.5 ზე და მიეცით კალციუმის შემცველი სასუქი. უკეთესია თუ მიაწვდით ფოთლებიდან.

სპილენძი (Cu)

სპილენძის ნაკლებობის ნიშნები:

  • ფოთლები ხდება მუქი მწვანე ან მოიასამნისფრო
  • ფოთლის წვერები და კიდეები ხდება ყვითელი
  • ფოთოლი ხდება ოდნავ მბზინავი

სპილენძის ნაკლებობის პრობლემა ჩნდება ძირითადად არასწორი მჟავიანობით და მაშინ, როცა მცენარე ირწყვება მხოლოდ გამოხდილი წყლით. პრობლემის მოსაგვარებლად გაასწორეთ მჟავიანობა და გამოიყენეთ ონკანის წყალი ან სასუქი სპილენძის შემცველობით.

რკინა (Fe)

რკინის ნაკლებობის ნიშნები:

  • ახალი ფოთლები იზრდება ღია ყვითელი მოთეთრო
  • გაზრდასთან ერთად ყვითელი ფოთოლი მწვანდება
  • ზოგ შემთხვევაში ყვითელი ფოთოლი არ ექვემდებარება აღდეგანას და კვდება გამწვანების მაგივრად

პრობლემის მოსაგვარებლად გაასწორეთ მჟავიანობა და მიეცით რკინის შემცველი სასუქი

მაგნეზიუმი (Mg)

მაგნეზიუმის ნაკლებობის ნიშნები:

  • ფოთლის ვენები ხდება ფერმკრთალი
  • ფოთლის დაზიანება იწყება ქვემოთა ფოთლებიდან და მიდის ზემოთ
  • ფოთლის წვერები და ნაპირები ხდება მოყვითალო მოყავისფრო
  • გვიან ფაზაში ფოთლის ნაპირებზე ჩდნება ყავისფერი წერტილები

პრობლემის მოსაგვარებლად მცენარეს მიაწოდეთ სასუქი მაგნეზიუმის მაღალი შემცველობით.

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები ძირითადად ვლინდება სასუქების მიღება/დანაკლისისას. გაითვალისწინეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული შენიშვნები და რჩევები, რათა თავიდან აიცილოთ ისინი.

წარმატებულ გროუინგს გისურვებთ!

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.